სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ადამიანს საკუთარი ნავიც არ ჰყავს... ოჯახი რომ არჩინოს, მტვირთავადაც უწევს მუშაობა" - რას წერენ ზაზა ნადირაძეზე სოციალურ ქსელში
"ადამიანს საკუთარი ნავიც არ ჰყავს... ოჯახი რომ არჩინოს, მტვირთავადაც უწევს მუშაობა" - რას წერენ ზაზა ნადირაძეზე სოციალურ ქსელში

ქარ­თვე­ლი ნიჩ­ბო­სა­ნი ზაზა ნა­დი­რა­ძე რიოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ფი­ნალ­ში მე-5 ად­გილ­ზე გა­ვი­და. ნა­დი­რა­ძემ 39.817 წამი და­ა­ფიქ­სი­რა და მედ­ლამ­დე სულ ცოტა და­აკ­ლდა.

მის შე­სა­ხებ ბევ­რს დღემ­დე არა­ფე­რი სმე­ნო­და, ბევ­რმა ისიც კი არ იცო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში - ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ში, სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავ­და. სპორ­ტსმე­ნის მე­გო­ბა­რი ლე­ვან ყუ­რაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე იმ პრობ­ლე­მებ­ზე წერს, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც 22 წლის მცხე­თელ ნიჩ­ბო­სანს წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად უწევს:

"ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ნა­ვიც კი არ ჰყავს, ეკი­პი­რე­ბას თა­ვი­სი ფუ­ლით ყი­დუ­ლობს და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის გამო მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე მუ­შა­ობს ხოლ­მე, ჯერ ოლიმ­პი­ა­და­ზე მოხ­ვდა (პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ამ სა­ხე­ო­ბა­ში გვყავ­და ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე), მერე ფი­ნალ­ში გა­ვი­და და იქაც სულ ცოტა და­აკ­ლდა მედ­ლამ­დე.

მე-5 ად­გი­ლიც კი სას­წა­უ­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­ერ­თოდ არა­ვინ ელო­და მის­გან ამ შე­დეგს. ყო­ჩაღ და მად­ლო­ბა ზაზა!

პ.ს. იქ­ნე­ბა ინა­მუ­სოს სა­ხელ­მწი­ფომ და ნავი მა­ინც უყი­დოს ამ კაცს" - წერს ყუ­რაშ­ვი­ლი პოს­ტში.

ნა­ხეთ ვი­დეო| რა ვი­ცით ზაზა ნა­დი­რა­ძის რთუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და იმ პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ოლიმ­პი­ა­დის წინ ემ­ზა­დე­ბო­და

კი­დევ ერთ პოსტს მაგ­და კლდი­აშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს ზა­ზას შე­სა­ხებ:

"ქარ­თველ­მა ნიჩ­ბო­სან­მა, ზაზა ნა­დი­რა­ძემ, ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­ხუ­თე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ეს ად­გი­ლი, ჩვენ­თვის ოქ­როს ტოლ­ფა­სია. ეს ბიჭი, სულ 23 წლი­საა, არ ჰყავს მამა და იმის­თვის, რომ არ­ჩი­ნოს ოჯა­ხი, ხში­რად მტვირ­თა­ვა­დაც უწევს მუ­შა­ო­ბა. ამ ბიჭს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ეპა­ტი­ჟე­ბო­და და რომ არა დათო ქა­ცა­რა­ვას თავ­და­დე­ბუ­ლი ბრძო­ლა, დავ­კარ­გავ­დით მა­საც. რამ­დე­ნი­მე წლის წლის, ნა­დი­რა­ძე ჩა­მო­წე­რეს, რომ შენ­გან არა­ფე­რი დად­გე­ბაო. კა­ნო­ეს ფე­დე­რა­ცი­ის მწი­რი ფი­ნან­სე­ბი მის მომ­ზა­დე­ბას ხმარ­დე­ბო­და. ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სა­მო­წყა­ლო 500-ლა­რი­ა­ნი სტი­პენ­დია და ვინ­მეს მე­ტის იმე­დი ჰქონ­და? მე თუ მკი­თხავთ, ჩვენ არც ამ მე­ხუ­თე ად­გილს ვიმ­სა­ხუ­რებ­დით, არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია ჩვენს ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ და­იმ­სა­ხუ­რა ამ ბიჭ­მა, რო­მელ­მაც და­უ­ღა­ლა­ვად იშ­რო­მა რამ­დე­ნი­მე წელი, იმის­თვის, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც გუ­შინ გა­ა­კე­თა, რაც დღეს გა­ა­კე­თა და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ 4 წე­ლი­წად­ში ზაზა ნა­დი­რა­ძე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი იქ­ნე­ბა!! სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი - მი­ხე­დეთ ასეთ თვით­ნა­ბად ტა­ლან­ტებს!!! უპატ­რო­ნეთ. და­ა­ფი­ნან­სეთ ფე­დე­რა­ცია, გა­ა­კეთთ ბაზა! შე­დე­გი კარ­გია, მაგ­რამ რას აკე­თებთ, წარ­მა­ტე­ბის­თვის ხელ­შე­სა­წყო­ბად? არა­ფერს!" - წერს მაგ­და კლდი­აშ­ვი­ლი პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ადამიანს საკუთარი ნავიც არ ჰყავს... ოჯახი რომ არჩინოს, მტვირთავადაც უწევს მუშაობა" - რას წერენ ზაზა ნადირაძეზე სოციალურ ქსელში

"ადამიანს საკუთარი ნავიც არ ჰყავს... ოჯახი რომ არჩინოს, მტვირთავადაც უწევს მუშაობა" - რას წერენ ზაზა ნადირაძეზე სოციალურ ქსელში

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

მის შესახებ ბევრს დღემდე არაფერი სმენოდა, ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობაში - ნიჩბოსნობაში, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდა. სპორტსმენის მეგობარი ლევან ყურაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე იმ პრობლემებზე წერს, რომლის გადალახვაც 22 წლის მცხეთელ ნიჩბოსანს წარმატების მისაღწევად უწევს:

"ადამიანს, რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს, ეკიპირებას თავისი ფულით ყიდულობს და დამატებითი შემოსავლის გამო მშენებლობებზე მუშაობს ხოლმე, ჯერ ოლიმპიადაზე მოხვდა (პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ სახეობაში გვყავდა ოლიმპიადის მონაწილე), მერე ფინალში გავიდა და იქაც სულ ცოტა დააკლდა მედლამდე.

მე-5 ადგილიც კი სასწაულია და დარწმუნებული ვარ საერთოდ არავინ ელოდა მისგან ამ შედეგს. ყოჩაღ და მადლობა ზაზა!

პ.ს. იქნება ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს" - წერს ყურაშვილი პოსტში.

ნახეთ ვიდეო| რა ვიცით ზაზა ნადირაძის რთული ცხოვრებისა და იმ პირობების შესახებ, რომელშიც ოლიმპიადის წინ ემზადებოდა

კიდევ ერთ პოსტს მაგდა კლდიაშვილი აქვეყნებს ზაზას შესახებ:

"ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ, ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა. ეს ადგილი, ჩვენთვის ოქროს ტოლფასია. ეს ბიჭი, სულ 23 წლისაა, არ ჰყავს მამა და იმისთვის, რომ არჩინოს ოჯახი, ხშირად მტვირთავადაც უწევს მუშაობა. ამ ბიჭს, რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანი ეპატიჟებოდა და რომ არა დათო ქაცარავას თავდადებული ბრძოლა, დავკარგავდით მასაც. რამდენიმე წლის წლის, ნადირაძე ჩამოწერეს, რომ შენგან არაფერი დადგებაო. კანოეს ფედერაციის მწირი ფინანსები მის მომზადებას ხმარდებოდა. ოლიმპიური კომიტეტის სამოწყალო 500-ლარიანი სტიპენდია და ვინმეს მეტის იმედი ჰქონდა? მე თუ მკითხავთ, ჩვენ არც ამ მეხუთე ადგილს ვიმსახურებდით, არ დაუმსახურებია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ დაიმსახურა ამ ბიჭმა, რომელმაც დაუღალავად იშრომა რამდენიმე წელი, იმისთვის, რომ გაეკეთებინა ის, რაც გუშინ გააკეთა, რაც დღეს გააკეთა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 წელიწადში ზაზა ნადირაძე ოლიმპიური ჩემპიონი იქნება!! სპორტის სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი - მიხედეთ ასეთ თვითნაბად ტალანტებს!!! უპატრონეთ. დააფინანსეთ ფედერაცია, გააკეთთ ბაზა! შედეგი კარგია, მაგრამ რას აკეთებთ, წარმატებისთვის ხელშესაწყობად? არაფერს!" - წერს მაგდა კლდიაშვილი პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს