სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ის ემოცია, რაც მისი გამარჯვებისას გვქონდა, აუხსნელია..." - გაიცანით მშობლები, რომლებმაც ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდეს!
"ის ემოცია, რაც მისი გამარჯვებისას გვქონდა, აუხსნელია..." - გაიცანით მშობლები, რომლებმაც ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდეს!

ლაშა ტა­ლა­ხა­ძე - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს დიდ­ხანს ემახ­სოვ­რე­ბა. 22 წლის ბიჭ­მა რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში მიმ­დი­ნა­რე ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა, მსოფ­ლი­ოს კი რე­კორ­დით და­ა­მახ­სოვ­რა თავი (ძა­ლო­სან­მა ჯამ­ში 473 კგ აზი­და - ატაც­ში 215 კგ, აკ­ვრა­ში 258 კგ. აკ­ვრა­ში ეს წონა მსოფ­ლიო რე­კორ­დია).

AMBEBI.GE გა­გაც­ნობთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც "ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლო­სა­ნი" აღ­ზარ­დეს - კობა ტა­ლა­ხა­ძე და ჟანა დო­ნა­ძე ლაშა ტა­ლა­ხა­ძის მშობ­ლე­ბი არი­ან.

ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს ვარ­ჯი­ში ძა­ლოს­ნო­ბა­ში, სა­ჩხე­რე­ში ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან და­უ­წყია, მაგ­რამ რად­გან იმ ასაკ­ში ამ სა­ხე­ო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბი ჯერ არ ჰქონ­და, მა­მას, კობა ტა­ლა­ხა­ძეს, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ძა­ლო­სა­ნი იყო, ჭი­და­ო­ბა­ზე შე­უყ­ვა­ნია, სა­დაც 2-3 წელი ივარ­ჯი­შა. ამას­თან, ფეხ­ბურთზეც ატა­რებ­დნენ და როცა მა­მამ ჩათ­ვა­ლა, რომ შვი­ლის ძა­ლოს­ნო­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბო­და, ამ სა­ხე­ო­ბას და­უბ­რუ­ნა.

"ვარ­ჯი­ში ჩემი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ვა­წყე­ბი­ნე, ბავ­შვმა ისე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ მალე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­და და ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მერე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე (ახალ­გაზ­რდებ­ში) იას­პა­რე­ზა, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში ჩა­ტარ­და, შე­ჯიბ­რე­ბა მო­ი­გო, ოქ­როს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა", - სი­ა­მა­ყით ამ­ბობს მამა.

წა­ი­კი­თხეთ: "ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლო­სა­ნი" - რას წერს უცხო­უ­რი მე­დია ლაშა ტა­ლა­ხა­ძის მსოფ­ლიო რე­კორ­დსა და ოქ­როს მე­დალ­ზე

მისი თქმით, ლაშა პა­ტა­რა­ო­ბა­ში ისე­თი ბავ­შვი ყო­ფი­ლა, რა­საც გულ­ში ჩა­ი­დებ­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ­და. ჩემ­პი­ო­ნო­ბა რომ და­ე­სა­ხა მიზ­ნად, ამის­თვის უნდა მი­ეღ­წია.

კი­თხვა­ზე, ელო­დე­ბო­და თუ არა ოლიმ­პი­ა­და­ზე შვი­ლის ასეთ შე­დეგს, პა­სუ­ხობს: "სა­ნამ აქე­დან წა­ვი­დო­და, 90%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ოქ­როს მე­დალს აი­ღებ­და. რაც გა­ემ­გზავ­რა, სულ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი, ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, ვე­კი­თხე­ბო­დი, რა გან­წყო­ბით ხარ-მეთ­ქი. საბ­რძო­ლო და აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გე­ბო. ერთხელ არ უთ­ქვამს, რომ გა­მარ­ჯვე­ბა­ში ეჭვი მე­პა­რე­ბაო. მო­ლო­დი­ნი გა­ა­მარ­თლა და მო­ვი­პო­ვეთ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა და ოქ­როს მე­და­ლი".

ჟანა დო­ნა­ძე, ლაშა ტა­ლა­ხა­ძის დედა:

- რო­დე­საც სპორ­ტსმე­ნი ამა თუ იმ ტურ­ნირ­ზე მი­დის, მო­ლო­დი­ნი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს. ლა­შას თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ­დე­ნად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, დინ­ჯი, შრო­მის­მოყ­ვა­რეა, რომ იმე­დი მქონ­და, მო­ი­გებ­და. მას მერე, რაც გა­ემ­გზავ­რა, ინ­ტერ­ნე­ტით სულ გვქონ­და მი­მო­წე­რაც და ვე­სა­უბ­რე­ბო­დით კი­დეც. აქეთ გვამ­ხნე­ვებ­და, გვა­ი­მე­დებ­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, - არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ფორ­მა­ში ვარ და რაც მთა­ვა­რია, ბრძო­ლის ჟი­ნით სავ­სეო. გა­მარ­ჯვე­ბის­თვის უნდა ვიბ­რძო­ლოო.

კი­თხვა­ზე, რა ხდე­ბო­და ლა­შას გა­მარ­ჯვე­ბის წუ­თებ­ში მათ სახ­ლში, ქალ­ბა­ტო­ნი ჟანა ასე გვპა­სუ­ხობს:

"ის ემო­ცია, რაც ჩვენ მისი გა­მარ­ჯვე­ბი­სას გვქონ­და, მით უმე­ტეს, რომ შვი­ლია, ვერ ავ­ხსნი, ამის გად­მო­ცე­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ერთ ოთახ­ში ჩვე­ნი სა­ნა­თე­საო და სა­მე­ზობ­ლო იყო შეკ­რე­ბი­ლი და ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­დნენ. მე იქ არ ვყო­ფილ­ვარ, ცალ­კე გახ­ლდით, რად­გან არას­დროს მი­ყუ­რე­ბია ლა­შას გა­მოს­ვლის­თვის პირ­და­პირ ეთერ­ში. ხალ­ხის ემო­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვხვდე­ბო­დი, რომ ლა­შამ სა­მი­ვე მოძ­რა­ო­ბა დაძ­ლია, წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა, წონა ას­წია და შე­დე­გად ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. ეს ხმე­ბი ოთა­ხი­დან სულ მეს­მო­და"...

რე­კორდსმე­ნის დე­დას, თა­ვი­დან ამ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ უნ­დო­და, შვი­ლის ძა­ლოს­ნო­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი, რად­გა­ნაც ვინც ამ სპორ­ტით არის და­კა­ვე­ბუ­ლი უზარ­მა­ზარ ენერ­გი­ას ხარ­ჯავს და მუდ­მი­ვად შრო­მა­შია.

"ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და, რომ სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა აერ­ჩია, ჩემი მე­უღ­ლე კობა ტა­ლა­ხა­ძეც წარ­სულ­ში ძა­ლო­სა­ნი იყო, ამი­ტომ ამ სა­ხე­ო­ბა­ზე რა­ღა­ცე­ბი ვი­ცო­დი. კო­ბას ვთხო­ვე კი­დეც, სხვა სა­ხე­ო­ბა­ზე შე­ვიყ­ვა­ნოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში რა­ი­ონ­ში, როცა ჩემი ვა­ჟე­ბი იზ­რდე­ბოდ­ნენ (ლა­შას ძმა ჰყავს, გი­ორ­გი) ძა­ლი­ან მწი­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო, მხო­ლოდ ჭი­და­ო­ბა, ძი­უ­დო და ძა­ლოს­ნო­ბა. სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ სხვა­გან შეგ­ვეყ­ვა­ნა. თუმ­ცა, კობა სპე­ცი­ა­ლის­ტია და იცო­და, რა ასაკ­ში და ვის­თვის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ისე მო­იქ­ცა. ლაშა 12-13 წლი­დან მთე­ლი დატ­ვირ­თვით ჩა­ერ­თო სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში".

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მშობ­ლებ­მა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შვილს და­უ­რე­კეს და მი­უ­ლო­ცეს წარ­მა­ტე­ბა და იქვე მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­დეს იმის­თვის, რომ გა­ა­ხა­რა მთე­ლი ქვე­ყა­ნა.

ჟანა დო­ნა­ძე: "ვინც ლა­შას იც­ნობს, იცის, რომ ისე­თი ბი­ჭია, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია გა­მო­ხა­ტოს ემო­ცია, სი­ხა­რუ­ლიც კი. რომ ვე­ლა­პა­რა­კე და გა­მარ­ჯვე­ბა მი­ვუ­ლო­ცე, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე იმ სა­ო­ცა­რი ბრძო­ლის­თვის, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ი­ღო. თუმ­ცა, ბევ­რი იმ წუ­თებ­ში ვე­რა­ფე­რი ვუ­თხა­რი, რად­გა­ნაც ის­ვე­ნებ­და და აღარ შე­ვა­წუ­ხე. ასე რომ, ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლო­ბა ლა­შას! სა­ქარ­თვე­ლო­ში 25 აგ­ვის­ტოს ვე­ლო­დე­ბით".

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ის ემოცია, რაც მისი გამარჯვებისას გვქონდა, აუხსნელია..." - გაიცანით მშობლები, რომლებმაც ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდეს!

"ის ემოცია, რაც მისი გამარჯვებისას გვქონდა, აუხსნელია..." - გაიცანით მშობლები, რომლებმაც ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდეს!

ლაშა ტალახაძე - ეს სახელი და გვარი საქართველოს და მსოფლიოს დიდხანს ემახსოვრება. 22 წლის ბიჭმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, მსოფლიოს კი რეკორდით დაამახსოვრა თავი (ძალოსანმა ჯამში 473 კგ აზიდა - ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ. აკვრაში ეს წონა მსოფლიო რეკორდია).

AMBEBI.GE გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც "ზებუნებრივი ძალოსანი" აღზარდეს - კობა ტალახაძე და ჟანა დონაძე ლაშა ტალახაძის მშობლები არიან.

ლაშა ტალახაძეს ვარჯიში ძალოსნობაში, საჩხერეში ადრეული პერიოდიდან დაუწყია, მაგრამ რადგან იმ ასაკში ამ სახეობისთვის შესაბამისი უნარები ჯერ არ ჰქონდა, მამას, კობა ტალახაძეს, რომელიც წარსულში ასევე წარმატებული ძალოსანი იყო, ჭიდაობაზე შეუყვანია, სადაც 2-3 წელი ივარჯიშა. ამასთან, ფეხბურთზეც ატარებდნენ და როცა მამამ ჩათვალა, რომ შვილის ძალოსნობაზე სიარული შეიძლებოდა, ამ სახეობას დაუბრუნა.

"ვარჯიში ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით დავაწყებინე, ბავშვმა ისეთი მონაცემები გამოავლინა, რომ მალე საქართველოს ჩემპიონატზე გავიდა და ჩემპიონი გახდა. მერე ევროპის ჩემპიონატზე (ახალგაზრდებში) იასპარეზა, რომელიც ესპანეთში ჩატარდა, შეჯიბრება მოიგო, ოქროს მედალი დაიმსახურა", - სიამაყით ამბობს მამა.

წაიკითხეთ: "ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე

მისი თქმით, ლაშა პატარაობაში ისეთი ბავშვი ყოფილა, რასაც გულში ჩაიდებდა, აუცილებლად გააკეთებდა. ჩემპიონობა რომ დაესახა მიზნად, ამისთვის უნდა მიეღწია.

კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა ოლიმპიადაზე შვილის ასეთ შედეგს, პასუხობს: "სანამ აქედან წავიდოდა, 90%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ოქროს მედალს აიღებდა. რაც გაემგზავრა, სულ ვეკონტაქტებოდი, ვესაუბრებოდი, ვეკითხებოდი, რა განწყობით ხარ-მეთქი. საბრძოლო და აუცილებლად მოვიგებო. ერთხელ არ უთქვამს, რომ გამარჯვებაში ეჭვი მეპარებაო. მოლოდინი გაამართლა და მოვიპოვეთ ოლიმპიური ჩემპიონობა და ოქროს მედალი".

ჟანა დონაძე, ლაშა ტალახაძის დედა:

- როდესაც სპორტსმენი ამა თუ იმ ტურნირზე მიდის, მოლოდინი ყოველთვის არსებობს. ლაშას თვისებებიდან გამომდინარე, იმდენად გაწონასწორებული, დინჯი, შრომისმოყვარეა, რომ იმედი მქონდა, მოიგებდა. მას მერე, რაც გაემგზავრა, ინტერნეტით სულ გვქონდა მიმოწერაც და ვესაუბრებოდით კიდეც. აქეთ გვამხნევებდა, გვაიმედებდა და გვეუბნებოდა, - არ ინერვიულოთ, ფორმაში ვარ და რაც მთავარია, ბრძოლის ჟინით სავსეო. გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოო.

კითხვაზე, რა ხდებოდა ლაშას გამარჯვების წუთებში მათ სახლში, ქალბატონი ჟანა ასე გვპასუხობს:

"ის ემოცია, რაც ჩვენ მისი გამარჯვებისას გვქონდა, მით უმეტეს, რომ შვილია, ვერ ავხსნი, ამის გადმოცემა წარმოუდგენელია. ერთ ოთახში ჩვენი სანათესაო და სამეზობლო იყო შეკრებილი და ტელევიზორს უყურებდნენ. მე იქ არ ვყოფილვარ, ცალკე გახლდით, რადგან არასდროს მიყურებია ლაშას გამოსვლისთვის პირდაპირ ეთერში. ხალხის ემოციებიდან გამომდინარე, ვხვდებოდი, რომ ლაშამ სამივე მოძრაობა დაძლია, წარმატებით გამოიყენა, წონა ასწია და შედეგად ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს ხმები ოთახიდან სულ მესმოდა"...

რეკორდსმენის დედას, თავიდან ამ სპორტის სახეობის სიმძიმიდან გამომდინარე, არ უნდოდა, შვილის ძალოსნობაზე სიარული, რადგანაც ვინც ამ სპორტით არის დაკავებული უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს და მუდმივად შრომაშია.

"ნამდვილად არ მინდოდა, რომ სპორტის ეს სახეობა აერჩია, ჩემი მეუღლე კობა ტალახაძეც წარსულში ძალოსანი იყო, ამიტომ ამ სახეობაზე რაღაცები ვიცოდი. კობას ვთხოვე კიდეც, სხვა სახეობაზე შევიყვანოთ-მეთქი, მაგრამ იმ პერიოდში რაიონში, როცა ჩემი ვაჟები იზრდებოდნენ (ლაშას ძმა ჰყავს, გიორგი) ძალიან მწირი არჩევანი იყო, მხოლოდ ჭიდაობა, ძიუდო და ძალოსნობა. სხვა სახეობები ფაქტობრივად, არ იყო განვითარებული, რომ სხვაგან შეგვეყვანა. თუმცა, კობა სპეციალისტია და იცოდა, რა ასაკში და ვისთვის რომელი სახეობა იყო აუცილებელი და ისე მოიქცა. ლაშა 12-13 წლიდან მთელი დატვირთვით ჩაერთო სპორტის ამ სახეობაში".

გამარჯვების შემდეგ მშობლებმა რასაკვირველია, შვილს დაურეკეს და მიულოცეს წარმატება და იქვე მადლობაც გადაუხადეს იმისთვის, რომ გაახარა მთელი ქვეყანა.

ჟანა დონაძე: "ვინც ლაშას იცნობს, იცის, რომ ისეთი ბიჭია, რომელსაც არ შეუძლია გამოხატოს ემოცია, სიხარულიც კი. რომ ველაპარაკე და გამარჯვება მივულოცე, მადლობა გადავუხადე იმ საოცარი ბრძოლისთვის, ჩვეულებრივად მიიღო. თუმცა, ბევრი იმ წუთებში ვერაფერი ვუთხარი, რადგანაც ისვენებდა და აღარ შევაწუხე. ასე რომ, ყველაფრისთვის მადლობა ლაშას! საქართველოში 25 აგვისტოს ველოდებით".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი