სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით ნარმანიას მერიასთან "საჩუქრად" ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს
დავით ნარმანიას მერიასთან "საჩუქრად" ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ამი­რან გი­გუ­აშ­ვილ­მა და პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თბი­ლი­სის მერს სა­ჩუქ­რად ნაგ­ვით სავ­სე ყუთი მი­უ­ტა­ნეს. ყუთი სა­სა­ჩუქ­რე ლენ­ტით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ზედ დაყ­რი­ლი ნაგ­ვის ამ­სახ­ველ სუ­რა­თებ­თან ერ­თად და­ტა­ნი­ლი იყო წარ­წე­რა - "გლ­და­ნე­ლე­ბის სა­ჩუ­ქა­რი თბი­ლი­სის მერს".

"სა­ჩუ­ქა­რი" მე­რი­ა­ში არ ჩა­ი­ბა­რეს და დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გან­მარ­ტეს, რომ პრობ­ლე­მის და­ფიქ­სი­რე­ბის სხვა ფორ­მე­ბი არ­სე­ბობს. თა­ვად ეს ნა­გა­ვი კი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ნაგ­ვის ურ­ნა­ში უნდა მო­ა­თავ­სონ.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ამი­რან გი­გუ­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ეს ნა­გა­ვი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გლ­და­ნის პა­ტა­რა ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­აგ­რო­ვეს, რო­მე­ლიც ნაგ­ვის ბუ­დედ არის ქცე­უ­ლი.

"ეს ტე­რი­ტო­რია ძა­ლი­ან არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი და ნაგ­ვის ბუ­დედ არის ქცე­უ­ლი. არა­ერ­თხელ მი­მარ­თა თბი­ლი­სის მერს გლ­და­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ, თუმ­ცა არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. თუ არ მი­დი­ან მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ნა­გავ­თან და ნა­გავ­საყ­რელ­თან, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ისეც მოხ­დეს, რომ ნა­გა­ვი მი­ვი­დეს მათ­თან", - გა­ნა­ცხა­და გი­გუ­აშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ 8 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, მას შემ­დეგ, რაც "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" მოვ­ლენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ეს სი­ტუ­ა­ცი­აც შე­იც­ვლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით ნარმანიას მერიასთან "საჩუქრად" ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს

დავით ნარმანიას მერიასთან "საჩუქრად" ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს

"თავისუფალი დემოკრატების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საჩუქრად ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს. ყუთი სასაჩუქრე ლენტით იყო გაფორმებული და ზედ დაყრილი ნაგვის ამსახველ სურათებთან ერთად დატანილი იყო წარწერა - "გლდანელების საჩუქარი თბილისის მერს".

"საჩუქარი" მერიაში არ ჩაიბარეს და დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ პრობლემის დაფიქსირების სხვა ფორმები არსებობს. თავად ეს ნაგავი კი აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნაში უნდა მოათავსონ.

როგორც ჟურნალისტებს ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, ეს ნაგავი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გლდანის პატარა ტბის ტერიტორიაზე მოაგროვეს, რომელიც ნაგვის ბუდედ არის ქცეული.

"ეს ტერიტორია ძალიან არის დაბინძურებული და ნაგვის ბუდედ არის ქცეული. არაერთხელ მიმართა თბილისის მერს გლდანის მოსახლეობამ, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა. თუ არ მიდიან მაღალი თანამდებობის პირები ნაგავთან და ნაგავსაყრელთან, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ ნაგავი მივიდეს მათთან", - განაცხადა გიგუაშვილმა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც "თავისუფალი დემოკრატები" მოვლენ ხელისუფლებაში, ეს სიტუაციაც შეიცვლება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."