ვეტერანი ფეხბურთელი აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს

ვეტერანი ფეხბურთელი აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს

27 ივლისს სტამბოლში კაკო დევაძეს ღვიძლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ის ახლაც თურქეთშია, მაგრამ ჯერაც უცნობია, დაიწყებს რეაბილიტაციის კურსს თუ არა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში მისი ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს.

დევაძის გაჭირვების შესახებ გულშემატკივრებმა თებერვალში შეიტყვეს. მას გვერდში დაუდგა მთელი საფეხბურთო სამყარო და ანგარიშზე სოლიდური თანხაც ჩაერიცხა.

მაგრამ დონორის ძიებაში ბევრი დრო გავიდა, კლინიკაში ყოფნის თითოეული დღე კი უზარმაზარი თანხა უჯდებოდა. ბევრს ეგონა, რომ დევაძე თავს იზღვევდა, მაგრამ ეს რეალური საფრთხე აღმოჩნდა და ახლა მან არ იცის, რა ელის.

"სამწუხაროდ, ასეა. მკურნალობა შემიწყვიტეს და წარმოდგენა არ მაქვს, ასე რამდენ ხანს გავძლებ. ფული კიდევ არის გადასახდელი, რეაბილიტაციის დასრულებას კიდევ 25-30 ათასი დოლარი სჭირდება. მაგრამ ეს ფული საიდან უნდა მოვიტანო, არ ვიცი - ყველა რესურსი ამომეწურა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი