სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
წარმოუდგენელი საჩუქრები, რომლებსაც მილიარდერები შვილებს ჩუქნიან
წარმოუდგენელი საჩუქრები, რომლებსაც მილიარდერები შვილებს ჩუქნიან

რამ­დე­ნი­მე თვის წინ რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­მა თა­ვი­სი პა­ტა­რა შვი­ლის­თვის და­ბა­დე­ბის დღე კო­მი­კოს ბენ სტი­ლერს მი­ა­ლო­ცი­ნა...

წარ­მო­გიდ­გენთ მი­ლი­არ­დე­რე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი შთა­მო­მავ­ლე­ბის­თვის მი­ძღვნილ უჩ­ვე­უ­ლო სა­ჩუქ­რებს.

როკ ჯგუ­ფის კონ­ცერ­ტი რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩის­გან

რუს­მა ოლი­გარ­ქმა რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­მა თა­ვის შუ­ა­თა­ნა ქა­ლიშ­ვი­ლის, სო­ფი­ას­თვის ნამ­დვი­ლი როკ-კონ­ცერ­ტი მო­ა­წყო. მან ორ მუ­სი­კა­ლურ ჯგუფს გა­და­უ­ხა­და ფული იმის­თვის, რომ პერ­სო­ნა­ლუ­რად მისი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის­თვის გა­ე­მარ­თათ კონ­ცერ­ტი. 18 წლის იუ­ბი­ლე სო­ფი­ამ სა­კუ­თარ ღა­მის კლუბ­ში, 500 მე­გო­ბარ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა, სა­დაც მისი საყ­ვა­რე­ლი ბენ­დე­ბი - Scouting for girls და Mcbusted უკ­რავ­დნენ.

ნა­ხე­ვა­რი ბან­კი სა­ჩუქ­რად სერ­გეი ვერ­მე­ენ­კოს­გან

2008 წელს ტე­ლე­გა­და­ცე­მა "რუ­სულ სენ­სა­ცი­ებ­ში" სერ­გეი ვერ­მე­ენ­კომ (2008 წელს "ფორბსმა" მისი ქო­ნე­ბა 1,4 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა) გა­ნა­ცხა­და, რომ "ცენ­ტრკომ­ბან­კის" აქ­ცი­ე­ბის 50% ქა­ლიშ­ვილ მარ­გა­რი­ტას აჩუ­ქა 25 წლის იუ­ბი­ლე­ზე, შემ­დეგ კი ამ ძღვენს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის 51%-იანი წი­ლიც და­ურ­თო.

ტი­მა­ტის კონ­ცერ­ტი სა­ჩუქ­რად ზი­ა­და მა­ნა­სი­რის­გან

"სკგ - რე­გი­ო­ნის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ქა­ლიშ­ვილ­მა 15 წლის იუ­ბი­ლე­ზე რე­პერ ტი­მა­ტის კონ­ცერ­ტი მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად. სა­კონ­ცერ­ტო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბე­ბით, ერთი პერ­სო­ნა­ლუ­რი კონ­ცერ­ტი შვი­ლის­თვის ბიზ­ნეს­მენს 30 000 ევრო და­უჯ­და.

ორი კუნ­ძუ­ლი სა­ჩუქ­რად დი­მიტ­რი რი­ბა­ლოვ­ლე­ვის­გან

2013 წელს ბიზ­ნეს­მენ­მა ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ბერ­ძნუ­ლი კუნ­ძუ­ლი სკორ­პი­ო­სი შე­ი­ძი­ნა და ბო­ნუ­სად მის გვერ­დით მყო­ფი კუნ­ძუ­ლი სპარ­ტიც მი­ა­ყო­ლა. რო­გორც ბერ­ძნულ მე­დი­ა­ში წე­რენ, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში ბიზ­ნეს­მენ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ასი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

იახ­ტა სა­ჩუქ­რად კლა­ივ პალ­მე­რის­გან

2009 წელს სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილს 15 წლის იუ­ბი­ლე­ზე ბიზ­ნეს­მენ­მა კლა­ივ პალ­მერ­მა 30-მეტ­რი­ა­ნი იახ­ტა "ჰო­რი­ზონ­ტი" აჩუ­ქა, რო­მე­ლიც 5,3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

წარმოუდგენელი საჩუქრები, რომლებსაც მილიარდერები შვილებს ჩუქნიან

წარმოუდგენელი საჩუქრები, რომლებსაც მილიარდერები შვილებს ჩუქნიან

რამდენიმე თვის წინ რომან აბრამოვიჩმა თავისი პატარა შვილისთვის დაბადების დღე კომიკოს ბენ სტილერს მიალოცინა...

წარმოგიდგენთ მილიარდერების მიერ საკუთარი შთამომავლებისთვის მიძღვნილ უჩვეულო საჩუქრებს.

როკ ჯგუფის კონცერტი რომან აბრამოვიჩისგან

რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა თავის შუათანა ქალიშვილის, სოფიასთვის ნამდვილი როკ-კონცერტი მოაწყო. მან ორ მუსიკალურ ჯგუფს გადაუხადა ფული იმისთვის, რომ პერსონალურად მისი შვილის დაბადების დღისთვის გაემართათ კონცერტი. 18 წლის იუბილე სოფიამ საკუთარ ღამის კლუბში, 500 მეგობართან ერთად აღნიშნა, სადაც მისი საყვარელი ბენდები - Scouting for girls და Mcbusted უკრავდნენ.

ნახევარი ბანკი საჩუქრად სერგეი ვერმეენკოსგან

2008 წელს ტელეგადაცემა "რუსულ სენსაციებში" სერგეი ვერმეენკომ (2008 წელს "ფორბსმა" მისი ქონება 1,4 მილიარდ დოლარად შეაფასა) განაცხადა, რომ "ცენტრკომბანკის" აქციების 50% ქალიშვილ მარგარიტას აჩუქა 25 წლის იუბილეზე, შემდეგ კი ამ ძღვენს სამშენებლო კომპანიების 51%-იანი წილიც დაურთო.

ტიმატის კონცერტი საჩუქრად ზიადა მანასირისგან

"სკგ - რეგიონის" აღმასრულებელი დირექტორის ქალიშვილმა 15 წლის იუბილეზე რეპერ ტიმატის კონცერტი მიიღო საჩუქრად. საკონცერტო სააგენტოს ცნობებით, ერთი პერსონალური კონცერტი შვილისთვის ბიზნესმენს 30 000 ევრო დაუჯდა.

ორი კუნძული საჩუქრად დიმიტრი რიბალოვლევისგან

2013 წელს ბიზნესმენმა ქალიშვილის სახელზე ბერძნული კუნძული სკორპიოსი შეიძინა და ბონუსად მის გვერდით მყოფი კუნძული სპარტიც მიაყოლა. როგორც ბერძნულ მედიაში წერენ, უძრავ ქონებაში ბიზნესმენმა დაახლოებით ასი მილიონი დოლარი გადაიხადა.

იახტა საჩუქრად კლაივ პალმერისგან

2009 წელს საკუთარ ქალიშვილს 15 წლის იუბილეზე ბიზნესმენმა კლაივ პალმერმა 30-მეტრიანი იახტა "ჰორიზონტი" აჩუქა, რომელიც 5,3 მილიონი დოლარი ღირდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს