სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც ქართულმა საზოგადოებამ "ცენტრისტების" კლიპის წინააღმდეგ დააფიქსირა"
"პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც ქართულმა საზოგადოებამ "ცენტრისტების" კლიპის წინააღმდეგ დააფიქსირა"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ე­სალ­მე­ბა იმ ერ­თი­ა­ნო­ბას და მი­უ­ღებ­ლო­ბას, რაც ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა და მმარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ და­ა­ფიქ­სი­რა "ცენ­ტრის­ტე­ბის" კლი­პის წი­ნა­აღ­მდეგ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა კახა კო­ჟო­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მთლი­ა­ნად ეს ამ­ბა­ვი და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ცია მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ჩვენ სწო­რად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ერთი მხრივ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მე­ო­რე მხრივ, ეს არ არის შე­უ­ზღუ­და­ვი და გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში ის შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს.

"მო­ცე­მულ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ნამ­დვი­ლად გვაქვს საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­და­დე­ბა ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ერ­თი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და გა­ნუ­ყო­ფე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და რო­დე­საც რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ნო­ნებს ოკუ­პან­ტის ჯა­რებს, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბა და პო­ზი­ცია. ასეთ დროს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი ამ პო­ზი­ცი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და კო­ჟო­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში თუ პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა.

"ვფიქ­რობ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ასე­თი მოქ­მე­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ აკ­რძა­ლოს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც შე­ლა­ხავს და და­ე­მუქ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ვერ ვი­ტყვი რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­სა­მარ­თლო, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა", - აღ­ნიშ­ნა კო­ჟო­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მხრი­დან კლი­პის გაშ­ვე­ბას, მრჩე­ვე­ლის თქმით, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მსგავ­სი ტი­პის პრო­პა­გან­და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყოს მხარ­და­ჭე­რი­ლი.

"თუმ­ცა, თუ უფრო ნათ­ლად და­ი­წე­რე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ეს პო­ზი­ცია ისე რომ არც ერთ ჟურ­ნა­ლისტს თუ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არ გა­უჩ­ნდე­ბა ორ­მა­გი აღ­ქმა არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კო­ჟო­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც ქართულმა საზოგადოებამ "ცენტრისტების" კლიპის წინააღმდეგ დააფიქსირა"

"პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც ქართულმა საზოგადოებამ "ცენტრისტების" კლიპის წინააღმდეგ დააფიქსირა"

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმა და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა "ცენტრისტების" კლიპის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანად ეს ამბავი და ქართული საზოგადოების პოზიცია მიანიშნებს, რომ ჩვენ სწორად გვაქვს გააზრებული ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლების და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლების მნიშვნელობა და მეორე მხრივ, ეს არ არის შეუზღუდავი და განსაკუთრებულ შემთხვევაში ის შესაძლებელია შეიზღუდოს.

"მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან, რადგან საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლის პირველივე წინადადება ამბობს, რომ საქართველო არის ერთიანი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო და როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ საქართველოში დააკანონებს ოკუპანტის ჯარებს, ეს არის სახელმწიფოს, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება და პოზიცია. ასეთ დროს საქართველოს პრეზიდენტი და თითოეული მოქალაქე იქნება ერთიანი ამ პოზიციაში", - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, საინტერესო იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში თუ პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესები დაიწყება.

"ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ასეთი მოქმედება. საქართველოს კანონი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ამბობს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალოს იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც შელახავს და დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას. ვერ ვიტყვი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუმცა საინტერესო საქმეა", - აღნიშნა კოჟორიძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან კლიპის გაშვებას, მრჩეველის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი ტიპის პროპაგანდა საქართველოში არ იყოს მხარდაჭერილი.

"თუმცა, თუ უფრო ნათლად დაიწერება კანონმდებლობაში ეს პოზიცია ისე რომ არც ერთ ჟურნალისტს თუ სხვა დაწესებულებას არ გაუჩნდება ორმაგი აღქმა არსებული კანონმდებლობის, უკეთესი იქნება", - აღნიშნა კოჟორიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."