განათლების მინისტრი "ჯარში გაიწვიეს" - "იძულებული ვარ, ახლაც პაემნებზე ვიარო"

განათლების მინისტრი "ჯარში გაიწვიეს" - "იძულებული ვარ, ახლაც პაემნებზე ვიარო"

იმისათვის, რომ მკითხველს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა გავაცნოთ, მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდს მოვიშველიებთ: დაიბადა 1973 წელს, წარჩინებით დაამთავრა კომაროვის სკოლა. იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე. მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, შემდეგ -"ინტელექტ ბანკში", შემდგომ წლებში კი რამდენჯერმე შეიცვალა საქმიანობა. 2008 წელს "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა შესთავაზეს. ექვსი წლის წინ, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა "მართვის აკადემია", სადაც ძალზე საინტერესო, გამორჩეულ ლექციებს კითხულობდა. დღეს კი, ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრია. რას ფიქრობს მინისტრი განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და მის მომავალზე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

-ბატონო ალექსანდრე, ეროვნული გამოცდები დასრულდა. როგორ ჩააბარეს გამოცდები ახალგაზრდებმა, როგორ შეიძლება შეფასდეს მათი ცოდნის დონე?

- ვიტყოდი, რომ კარგად ჩააბარეს. რამდენიმე ადგილას სპეციალურად მივედი საგულშემატკივროდ. რაც შევნიშნე და ყველაზე მეტად მომეწონა, ის არის, რომ გარეთ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა შემცირდა. ხალხი შეეჩვია, რომ აღარ არის აუცილებელი, აბიტურიენტს გარეთ მამაც ელოდებოდეს და დედაც. ეს ნიშნავს, რომ უფრო დამოუკიდებელი თაობა მოდის. საგამოცდო პროცესს რაც შეეხება, ტექნიკურად ისიც საკმაოდ გამართული იყო. წელს გამოცდებზე კომპიუტერები გამოვიყენეთ. თუ ადრე მთლიანი ტესტი ქაღალდზე იყო მოცემული, წელს კომპიუტერით ჩააბარეს. ამან ვიღაცას დისკომფორტი შეუქმნა, იყო შემთხვევები, როცა დენი გამოირთო. ბუნებრივია, დაკარგული დრო დაუმატეს, მაგრამ ახალგაზრდები მაინც ღელავდნენ. მთლიანობაში შეიძლება ვთქვათ, რომ 38-მა ათასმა აბიტურიენტმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამოცანას. გამოცდებმა ძალიან კარგად, მშვიდად და წყნარად ჩაიარა. იმედს გამოვთქვამ, რომ კარგი შედეგები იქნება. უნარ-ჩვევების შედეგები ნამდვილად არ ჩამოუვარდება წინა წლების შედეგებს.

- მიუხედავად ამისა, ყოველ წელს არ წყდება კრიტიკა, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები არადამაკმაყოფილებელია, რომ უცოდინარი თაობა მოდის. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ეს იმიტომ ხდება, რომ სხვისი კრიტიკა მოდაშია. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ ვიღაც "ცუდის" ფონზე შენ უკეთესი და უფრო ჭკვიანი გამოჩნდე. არ მრჩება მე ისეთი შთაბეჭდილება, რომ უცოდინარი თაობა მოდის. უნდა ვთქვათ, რომ სასვენ ნიშნებზე ახალგაზრდები მთელ მსოფლიოში უარს ამბობენ -ეს "ფეისბუკმა", "ჩათმა" და მესიჯებმა მოიტანა. ცხადია, წინა თაობის ადამიანი ამას გაუნათლებლობას უწოდებს, მაგრამ შეიძლება ეს გაუნათლებლობის ნიშანი სულაც არ იყოს. უბრალოდ, ახლანდელი განათლება ძირეულად განსხვავდება ადრინდელი განათლებისაგან. დღევანდელი ახალგაზრდები უფრო გონიერები არიან და დასკვნის გაკეთებაც უკეთესად შეუძლიათ, როცა წინა თაობებში მეხსიერება და რაღაც წესის დამახსოვრება ითვლებოდა გონიერების ნიშნად. ყველა წინა თაობა ამტკიცებს, რომ უარესი თაობები მოდის, რასაც არ ვიზიარებ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი