10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალური შეხვედრა კორეელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ დონჰან გვაკთან გამართა და სუფთად გაიმარჯვა.
ლიპარტელიანმა ორთაბრძოლა პირველივე წუთზე ვაზარით დაიწყო, რასაც მალევე მეორეც მიაყოლა.
ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ვალერი იაპონელ მიშუ ბაკერს შეხვდება.
ევროპის სამგზის ქართველი ჩემპიონი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მან ჯერ ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი შებოჭა, შემდეგ კი - ნაურუელი ოვინი უერა. მეოთხედფინალში ლიპარტელიანმა მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენთან ორი გაფრთხილებით ერთის საპირისპიროდ, გაიმარჯვა.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.