პირველად საქართველოში - Comedy Club თბილისს ეწვევა!!!

პირველად საქართველოში - Comedy Club თბილისს ეწვევა!!!

20 აგვისტოს 19 საათზე სპორტის სასახლეში ტელეკომპანია TNT-ს ყველაზე პოპულარული პროექტის Comedy Club შოუ გაიმართება.

15-კომედიანტისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოში შოუმდე ერთი დღით ადრე, 19 აგვისტოს ჩამოვა: პროექტის დამფუძნებელი გარიკ მარტიროსიანი, გარიკ ხარლამოვი, ტიმურ ბატრუდინოვი, დემის კარიბოვი, ანდრეი სკოროხოდი, სოხუმში დაბადებული ზურაბ მატუა, ანდრეი ავერინი, დიმიტრი სოროკინი, მარინა კრავეცი, ჯგუფი USB, დიმიტრი გრაჩევი (სწორედ ის ასახიერებს პუტინს), ვარდან ზადოიანი.

სპორტის სასახლეში მისულ მაყურებელს 3-საათიანი შოუ დახვდება. Comedy Club წელს ტურნეში იმყოფება. საქართველოში ისინი სოჭიდან ჩამოვლენ და შოუს შემდეგ ერევანისკენ გააგრძელებენ გზას, სადაც უკვე 23 აგვისტოს გამართავენ შოუს.

პროექტის ღირებულებიდან გამომდინარე განისაზღვრა ბილეთის ფასიც - ბილეთის ყიდვას მაყურებელი 50-300 ლარის ფარგლებში შეძლებს. ონლაინ შეძენა შესაძლებელია www.biletebi.ge, www.tkt.ge, ასევე ჭავჭავაძის 7-ში, მაღაზიაში “ბიბლუსი”

Comedy Club-ის ხუმრობის საგანს წარმოადგენს ყველაფერი: კავკასიელები და მათთან დაკავშირებული სტერეოტიპები, ვლადიმერ პუტინის პერსონა და მმართველობის სტილი, ადამიანური ურთიერთობები და სხვა.

პოპულარული იუმორისტული შოუ Comedy Club პირველად ეთერში 2005 წლის 23 აპრილს გავიდა. მას შემდეგ მათი სხარტი ხუმრობები, შეუდარებელი პაროდიები და ვირტუოზული იმპროვიზაციები მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი