10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უარი არ თქვათ ახალ შემოთავაზებებზე, დაიწყეთ ახალი საქმეები, რომლებიც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. გაბუტულ პარტნიორთან შესარიგებლად პირველი ნაბიჯი თავად გადადგით.

კურო

კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ იყავით მეტად მეგობრული. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს თავის მოსაზრება და განსხვავებული აზრის გამო არ უნდა იკამათოთ. კარგი დღეა ძველი რომანის გასაახლებლად, რომანტიკული ნაცნობობისთვის.

ტყუპი

დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ, მოუწყვეთ რომანტიკული საღამო.

კირჩხიბი

ძალები მოიკრიბეთ და ყველა პრობლემას წარმატებით მოაგვარებთ. ოჯახის წევრებს წვეულება მოუწყვეთ, საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობით და კამათით გულს ნუ ატკენთ.

ლომი

ახალ საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ, გავლენიან ადამიანებს დაიმეგობრებთ. გამოასწორეთ საქმეებში დაშვებული შეცდომები. ოჯახის წევრები მზრუნველობით გაგანებივრებენ. ზოგიერთი მივიწყებული რომანის აღდგენას მოისურვებს. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, ძილის წინ საინტერესო წიგნი წაიკითხეთ.

ქალწული

გწამდეთ საკუთარი ძალების და გაბედულად იმოქმედეთ. საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ მოთმინება. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის. საყვარელ ადამიანთან დაძაბულობა დიპლომატიურად მოაგვარეთ,

რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას.

სასწორი

სიფრთხილე გმართებთ მუშაობისას. ახალი კონტრაქტების გაფორმება რამდენიმე დღით გადადეთ. მეტად დაისვენეთ, ნუ ჩაერთვებით ახალ პროექტებში. უყურადღებობით ნუ გაანაწყენებთ მეუღლეს. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მორიელი

გაუფრთხილდით ნერვებს, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანების ნათქვამს. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. მეტი დრო გაატარეთ მეგობრების, ახლობლების გარემოცვაში. გაამდიდრეთ რაციონი ხილით. გამოიძინეთ.

მშვილდოსანი

ყველა ჩანაფიქრს და იდეას დღეს ნუ განახორციელებთ. მუშაობისას კოლეგები დაიხმარეთ, მეტად დაისვენეთ. საქმეებით დატვირთული დღის მიუხედავად გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანთან ურთიერთობისთვის.  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს