სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობა პანიკაშია - რეალურია თუ არა ბავშვების გატაცების ფაქტები?
გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობა პანიკაშია - რეალურია თუ არა ბავშვების გატაცების ფაქტები?

გო­რის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კა­შია. ამის მი­ზე­ზი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟია.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ატე­ნის ხე­ო­ბის ერთ-ერთი სოფ­ლი­დან 4 წლის ბი­ჭუ­ნა და­ი­კარ­გა, ახლა კი, და­დის ხმე­ბი, გო­რის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან 5 ბავ­შვის და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე. AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ას არა­ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა, სა­დაც ისი­ნი სა­უბ­რობ­დნენ ბავ­შვე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებ­ზე. წყა­რო­ე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ გან­სხვა­ვე­ბულ ფაქ­ტებს, ერთ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ბი­ან "წი­თე­ლი მან­ქა­ნით მოძ­რა­ვი მა­ნი­ა­კე­ბის" შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სოფ­ლი­დან ბავ­შვებს იტა­ცე­ბენ, მე­ო­რე­ნი ასა­ხე­ლე­ბენ შავი ფე­რის ჯიპს და ყვე­ბი­ან, რომ "მა­მა­ოს და დე­და­ოს ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლებს უც­დი­ათ ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა, ბავ­შვი ათი წლი­საა და თვი­თონ ყვე­ბა რო­გორ გად­მომხტა­რა მან­ქა­ნი­დან".

თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ფაქ­ტის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლი არც ერთი მათ­გა­ნი არ იყო - მათი თქმით გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებ­ზე სხვის­გან გა­ი­გეს. გა­ტა­ცე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტებს კი ისი­ნი ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბას უკავ­ში­რე­ბენ.

AMBEBI.GE-მ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა იმ სოფ­ლებ­ში სცა­და, სა­ი­და­ნაც სა­ვა­რა­უ­დო გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია. თავ­და­პირ­ვე­ლად, სო­ფელ კა­რა­ლეთს ვეს­ტუმ­რეთ. სოფ­ლის თავ­შეყ­რის ად­გი­ლას, გა­სა­უბ­რე­ბი­სას სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ­ბა­ვი ჭორს და­უ­კავ­ში­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გვი­თხრეს, რომ მსგავ­სი ჭორი არა­ერ­თხელ გა­უ­გი­ათ, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არა­ვის უნა­ხავს. კა­რა­ლე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მნა­თეს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

"მსგავ­სი რამ გა­მი­გია მეც და სტი­ქა­როს­ნებ­საც. თუმ­ცა, ეს ჭო­რე­ბი უფ­როა ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე. ჩემი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც გავ­რცელ­და ხმე­ბი კუ­მის­ში მოჩ­ვე­ნე­ბის შე­სა­ხებ. არ ვამ­ბობ რომ აქაც მოჩ­ვე­ნე­ბაა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ფაქ­ტი ბავ­შვის და­კარ­გვი­სა, კა­რა­ლეთ­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა" - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-თან სა­უბ­რი­სას ეკ­ლე­სი­ის მნა­თემ.

კა­რა­ლე­თე­ლებ­მა ძე­ვე­რა­ში გა­დაგ­ვა­მი­სა­მა­რეს, იმ იმე­დით რომ იქ მა­ინც ექ­ნე­ბო­დათ მსგავს ფაქ­ტებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა სო­ფელ ძე­ვე­რას მკვიდ­რებ­მა გვი­თხრეს, რომ მათ სო­ფელ­ში არა­ვინ და­კარ­გუ­ლა, "ბავ­შვე­ბი კა­რა­ლეთ­ში იკარ­გე­ბი­ა­ნო".

რე­ა­ლუ­რად სო­ფელ კა­რა­ლეთ­ში, ძე­ვე­რა­სა და სა­თე­მოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ბავ­შვე­ბის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბის მეტს ვე­რა­ფერს მი­ვა­გე­ნით.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ზე სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს შიდა ქარ­თლის რე­გი­ონ­ში გარ­კვე­ულ პირ­თა ჯგუ­ფის მიერ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მა­სობ­რი­ვად და­კარ­გვის და გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ დრომ­დე არ შე­მო­სუ­ლა არც ერთი მსგავ­სი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­ზარ­დე­ბის გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან გა­და­მოწ­მდა და არ და­დას­ტურ­და სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია", - აცხა­დე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობა პანიკაშია - რეალურია თუ არა ბავშვების გატაცების ფაქტები?

გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობა პანიკაშია - რეალურია თუ არა ბავშვების გატაცების ფაქტები?

გორის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა პანიკაშია. ამის მიზეზი მცირეწლოვანი ბავშვების გატაცების თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟია.

რამდენიმე თვის წინ ატენის ხეობის ერთ-ერთი სოფლიდან 4 წლის ბიჭუნა დაიკარგა, ახლა კი, დადის ხმები, გორის მიმდებარე სოფლებიდან 5 ბავშვის დაკარგვის თაობაზე. AMBEBI.GE-ს რედაქციას არაერთმა მოქალაქემ მიმართა, სადაც ისინი საუბრობდნენ ბავშვების მასობრივი გატაცების ფაქტებზე. წყაროები ასახელებენ განსხვავებულ ფაქტებს, ერთ შემთხვევაში ყვებიან "წითელი მანქანით მოძრავი მანიაკების" შესახებ, რომლებიც სოფლიდან ბავშვებს იტაცებენ, მეორენი ასახელებენ შავი ფერის ჯიპს და ყვებიან, რომ "მამაოს და დედაოს ფორმაში ჩაცმულებს უცდიათ ბავშვის გატაცება, ბავშვი ათი წლისაა და თვითონ ყვება როგორ გადმომხტარა მანქანიდან".

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტის უშუალო თვითმხილველი არც ერთი მათგანი არ იყო - მათი თქმით გატაცების ფაქტებზე სხვისგან გაიგეს. გატაცების სავარაუდო ფაქტებს კი ისინი ორგანოებით ვაჭრობას უკავშირებენ.

AMBEBI.GE-მ ინფორმაციის გადამოწმება იმ სოფლებში სცადა, საიდანაც სავარაუდო გატაცების ფაქტების შესახებ მოვიდა ინფორმაცია. თავდაპირველად, სოფელ კარალეთს ვესტუმრეთ. სოფლის თავშეყრის ადგილას, გასაუბრებისას სოფლის მოსახლეობამ ამბავი ჭორს დაუკავშირა.

ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მსგავსი ჭორი არაერთხელ გაუგიათ, თუმცა კონკრეტული დაზარალებული არავის უნახავს. კარალეთის ეკლესიაში მნათეს გავესაუბრეთ.

"მსგავსი რამ გამიგია მეც და სტიქაროსნებსაც. თუმცა, ეს ჭორები უფროა ვიდრე სინამდვილე. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ხმები კუმისში მოჩვენების შესახებ. არ ვამბობ რომ აქაც მოჩვენებაა, თუმცა რეალურად ფაქტი ბავშვის დაკარგვისა, კარალეთში არ დაფიქსირებულა" - განაცხადა AMBEBI.GE-თან საუბრისას ეკლესიის მნათემ.

კარალეთელებმა ძევერაში გადაგვამისამარეს, იმ იმედით რომ იქ მაინც ექნებოდათ მსგავს ფაქტებზე კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა სოფელ ძევერას მკვიდრებმა გვითხრეს, რომ მათ სოფელში არავინ დაკარგულა, "ბავშვები კარალეთში იკარგებიანო".

რეალურად სოფელ კარალეთში, ძევერასა და სათემოსკენ მიმავალ გზაზე ბავშვების დაკარგვის შესახებ ჭორების მეტს ვერაფერს მივაგენით.

Ambebi.ge კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბავშვების გატაცებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვის და გატაცების ფაქტები არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ შემოსულა არც ერთი მსგავსი შინაარსის შეტყობინება მოზარდების გატაცების შესახებ. ასევე, სამართალდამცველების მხრიდან გადამოწმდა და არ დადასტურდა სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალური ქსელით გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს -  ამინდის პროგნოზი

როგორია შატილის ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - "პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს"

"დაკეტილია საზღვარი, მშობლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას" - შატილის ტრაგედიას 54 წლის ქალი და მისი 19 წლის ძმისშვილი ემსხვერპლნენ