ვერძი
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევის ნაცვლად გამოავლინეთ მეტი ვნება და სიყვარული.
კურო
ადვილად განახორციელებთ იდეებს. გაგიუმჯობესდებათ სამსახურის საქმეები. ყურადღებას ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანს და დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ.
ტყუპი
თქვენი საქმეების მოგვარებას სხვებს ნუ გადააბარებთ. მეტი ყურადღება გმართებთ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი. განსხვავებული აზრის გამო მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად გამოავლინეთ სიყვარული.
კირჩხიბი
გაბედულად იმოქმედეთ, კარგი დღეა ბიზნესის გასაფართოებლად. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. მეტად მოინდომეთ, რომ გაგიუმჯობესდეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
ლომი
საქმეებით დატვირთული დღე გელით, დაიხმარეთ კოლეგები. საოჯახო საქმეების მოგვარებისას - უფროსი ნათესავები. კარგია ფიტნესი, იოგა. სუფთა ჰაერზე სეირნობა ენერგიით აგავსებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად რომანტიკული.
ქალწული
ბევრ ვალდებულებას გაართმევთ თავს, რაც ძალასა და ენერგიას წაგართმევთ. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. ხშირად გადით სუფთა ჰაერზე, კარგია იოგა. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
სასწორი
ყურადღებით იმოქმედეთ. გამოსწორეთ დაშვებული შეცდომები. საღამოს კარგია იოგა. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი უამრავ ეჭვს გაგიქრობთ.
მორიელი
შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები და ნაკლებად ჩაერიეთ სხვების საქმეებში. მეორე ნახევართან იყავით გულწრფელი, ამით უამრავ უსიამოვნებას აიცილებთ. საღამოს დაისვენეთ და გამოიძინეთ.
მშვილდოსანი