სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი სიკვდილით დასაჯეს
ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი სიკვდილით დასაჯეს

ირა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სი და ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის ექ­სპერ­ტი შაჰ­რამ ამი­რი ირან­ში სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მეც­ნი­ე­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ოფი­ცი­ა­ლურ­მა თე­ი­რან­მა ოჯა­ხის წევ­რებს ფი­ზი­კო­სის ცხე­და­რი უკვე გა­დას­ცა. მას ნა­ი­ა­რე­ვი ყელ­სა და კი­სერ­ზე ეტყო­ბა.

ირა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი 2009 წელს მე­ქა­ში ჰა­ჯი­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რა, რის შემ­დე­გაც სახ­ლში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს ჰყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლურ­მა ვა­შინგტონ­მა საჰ­რამ ამი­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მეს­თან სა­კუ­თა­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო, თუმ­ცა 2010 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC News-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ამი­რი და­სავ­ლეთ­ში გა­იქ­ცა, რათა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და.

ამი­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­უ­დის არა­ბე­თი მეც­ნი­ე­რის გა­ტა­ცე­ბა­სა და მისი აშშ-სთვის გა­და­ცე­მა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. 2010 წელს მეც­ნი­ე­რი ირან­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც ის გმი­რი­ვით მი­ი­ღეს. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თეთრმა სა­ახ­ლმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამი­რი სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­ვი­და აშშ-ში და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი სიკვდილით დასაჯეს

ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი სიკვდილით დასაჯეს

ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი ირანში სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას მეცნიერის ოჯახის წევრები ავრცელებენ. ახლობლების განმარტებით, ოფიციალურმა თეირანმა ოჯახის წევრებს ფიზიკოსის ცხედარი უკვე გადასცა. მას ნაიარევი ყელსა და კისერზე ეტყობა.

ირანელი მეცნიერი 2009 წელს მექაში ჰაჯიში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ამერიკის დაზვერვის სამსახურს ჰყავდა დაკავებული. ოფიციალურმა ვაშინგტონმა საჰრამ ამირის გაუჩინარების საქმესთან საკუთარი თანამონაწილეობა კატეგორიულად უარყო, თუმცა 2010 წელს ტელეკომპანია ABC News-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ ამირი დასავლეთში გაიქცა, რათა დაზვერვის სამსახურს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვებაში დახმარებოდა.

ამირის გაუჩინარების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ საუდის არაბეთი მეცნიერის გატაცებასა და მისი აშშ-სთვის გადაცემაში დაადანაშაულა. 2010 წელს მეცნიერი ირანში დაბრუნდა, სადაც ის გმირივით მიიღეს. თუმცა მოგვიანებით თეთრმა საახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამირი საკუთარი ნებით ჩავიდა აშშ-ში და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა