რატომ დაიშალა სალომე ჭაჭუას და მაქს რიჟიკოვის წყვილი - სალომე მომხდარზე გულახდილად საუბრობს

რატომ დაიშალა სალომე ჭაჭუას და მაქს რიჟიკოვის წყვილი - სალომე მომხდარზე გულახდილად საუბრობს

როგორც ცნობილია, პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს დაიშალა სალომე ჭაჭუას და მაქს რიჟიკოვის წყვილი.

წყვილს ერთად დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ამიტომ მომხდარით ყველა გაოცებული დარჩა.

მაქს რიჟიკოვი ოდესაში დაბრუნდა, სალომე ჭაჭუა ახალ მეწყვილეს ეძებს. ჟურნალ "სარკესთან" სალომე მომხდარზე გულახდილად საუბრობს:

"ხშირად იშლებიან წყვილები. მეწყილე აღარ მყავს. მაქსმა თავის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. რაღაც პრობლემები ჰქონდა ოჯახში და ვეღარ მოხერხდა ჩვენი წყვილად დარჩენა. კარგი მეწყვილე მინდა. მაქსის პოვნაც იმიტომ გამიჭირდა, რომ კარგი დონის მოცეკვავეებს საქართველოში ჩამოსვლა არ სურთ.

მაქსი ჩემთვის პირველი უცხოელი მეწყვილე იყო, იქამდე ყოველთვის ქართველი მეწყვილეები მყავდა, მაგრამ ახლა ქართველთან დადგომას არ ვფიქრობ, თან ყველა დაკავებულია.

საერთო ჯამში, უფრო მარტივი იქნება, ქართველი მეწყვილე მყავდეს, რადგან მე არ მომიწევს მისი სამსახურში აყვანა და გარკვეული ხარჯების გაღება, მაგრამ მაინც უცხოელი მირჩევნია."

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება