სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, დიდი და მოსიყვარულე ოჯახია..." - როგორია "ნაირას" რეალური ცხოვრება
"ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, დიდი და მოსიყვარულე ოჯახია..." - როგორია "ნაირას" რეალური ცხოვრება

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ბოლო სე­რი­ე­ბი სულ უფრო და­ძა­ბუ­ლია. ამ­ჟა­მად მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ზა­ზას და ქე­თის ოჯა­ხის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. სა­ლო­მე შარ­ვა­ძის გმი­რის (ქე­თის) სა­ი­დუმ­ლო დე­დამ­თილ­მა გა­ი­გო, რო­მელ­საც რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, საკ­მა­ოდ მძაფ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და. სწო­რედ ამ სე­რი­ას მა­ყუ­რე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნი­ხი­ლავ­და.

დე­დამ­თი­ლის, ნა­ი­რას როლს ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც ასე­ვე სე­რი­ა­ლის კას­ტინ­გე­ბის მე­ნე­ჯე­რია. რო­გო­რია მისი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ეკ­რანს მიღ­მა - გთა­ვა­ზობთ მჟა­ვა­ნა­ძის ინ­ტერ­ვი­უს, ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" არ­ქი­ვი­დან:

- დე­და­ჩე­მი, ეთერ და­დი­ა­ნი, ექი­მი გახ­ლავთ, საკ­მა­ოდ კარ­გი ექი­მი. მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს მისი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვსა­ზღვრავ. შა­ბათ-კვი­რა­საც კი სულ ავად­მყო­ფებ­თან იყო. რთუ­ლად ნა­ხავ­დით სახ­ლში. მე ძი­რი­თა­დად ბე­ბი­ას­თან ვიზ­რდე­ბო­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სახ­ლში ხში­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ ამ პრო­ფე­სი­ა­ზე, ექი­მო­ბა მა­ინც არ ავირ­ჩიე. დე­და­ჩე­მი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქალი იყო და არის დღე­საც. 84 წლი­საა და ასე მგო­ნია, მის გა­რე­შე ნა­ბიჯ­საც ვერ გა­დავ­დგამ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ხუ­ცია, თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს ცხოვ­რე­ბა­ზე, ყვე­ლა­ფერს მას ვე­კი­თხე­ბი. მინ­და გი­თხრათ, რომ საკ­მა­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვედ აზ­როვ­ნებს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და საკ­მა­ოდ კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. რა­მეს რომ ვი­თა­მა­შებ და ნა­ხავს, ზუს­ტად მე­უბ­ნე­ბა, სად შე­მე­შა­ლა და რა მო­ე­წო­ნა.

მა­მა­ჩე­მი, კუ­კუ­რი მჟა­ვა­ნა­ძე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. ჰქონ­და სა­ხალ­ხო თე­ატ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე თე­ატ­რში ვიზ­რდე­ბო­დი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­მის პრო­ფე­სი­ას გავ­ყე­ვი. 18 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა. მარ­ტო­ნი ვი­ყა­ვით მე და მამა სახ­ლში, დედა არ იყო თბი­ლის­ში. მარ­ტი იყო, მა­მას თა­ვი­სი თე­ატ­რი ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი გას­ტრო­ლებ­ზე ლიტ­ვა­ში - ვილ­ნი­უს­ში. მეც მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. რომ ჩა­მოვფრინ­დით, მე­ო­რე დი­ლით სის­ხლის ჩაქ­ცე­ვა და­ე­მარ­თა. 1-2 სა­ა­თი იცო­ცხლა. გონ­ზე იყო. გვერ­დით ვე­ჯე­ქი და ვტი­რო­დი. ის კი მა­რი­გებ­და. მე­სა­მე შვი­ლი ვი­ყა­ვი, ნა­ბო­ლა­რა და მას­თან ვცხოვ­რობ­დი. ჩემი დები გა­თხო­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ უკვე. ყვე­ლას, ვინც მო­მაკ­ვდავ მა­მას­თან შე­დი­ო­და, ეუბ­ნე­ბო­და, ეკას მი­მი­ხე­დე­თო. მა­შინ უკვე პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი. ჩემი მე­გო­ბა­რი იყო მამა, ერთ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით და ძა­ლი­ან ადრე გა­მო­მე­ცა­ლა ხე­ლი­დან, ძა­ლი­ან და­მაკ­ლდა...

- რო­გორც უმ­ცროს შვილს, გა­თა­მა­მებ­დნენ ოჯახ­ში?

- ძა­ლი­ან. მა­მა­ჩე­მის­გან უფრო მახ­სოვს გა­თა­მა­მე­ბა, დედა ცოტა მკაც­რი იყო. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი ბავ­შვო­ბი­დან და დღე­საც ასე­თი ვარ.

- ის ერთი და მთა­ვა­რი, ოჯა­ხი რომ ჰქვია, რო­დის მო­ვი­და?

- 23 წლის ვი­ყა­ვი. ინ­სტი­ტუ­ტი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და. ერთი იყო მარ­თლაც და მთა­ვა­რი. შე­ვა­ბერ­დით ერ­თმა­ნეთს. ჩემი პრო­ფე­სი­ის არ არის ჩემი მე­უღ­ლე. ახლა არ არის ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ ჩემი ქმა­რია, ერ­თად ვართ და ორი შვი­ლი მყავს მის­გან. მიყ­ვარ­და და დღემ­დე მიყ­ვარს. ერთხელ ვთქვი, მიყ­ვარ­და-მეთ­ქი და მი­საყ­ვე­დუ­რა, რას ჰქვია გიყ­ვარ­დიო (იცი­ნის).

- სიყ­ვა­რუ­ლი ხუნ­დე­ბაო, რომ ამ­ბო­ბენ, მარ­თა­ლია?

- ჩემ­თვის არ გა­ხუ­ნე­ბუ­ლა. ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნეთ ერ­თად მე და ჩემ­მა ქმარ­მა და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დღემ­დე გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. ეტყო­ბა, მე მხო­ლოდ ერთხელ სიყ­ვა­რუ­ლი შე­მიძ­ლია. დიდი ბი­ჭე­ბი გვყავს, 22 წლის და 15-ის. სა­ერ­თოდ, ვგიჟ­დე­ბი ოჯახ­ზე. სი­ტყვა ოჯა­ხი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა შემ­შურ­დეს ადა­მი­ა­ნის, არის დიდი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, დიდი და მოსიყვარულე ოჯახია..." - როგორია "ნაირას" რეალური ცხოვრება

"ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, დიდი და მოსიყვარულე ოჯახია..." - როგორია "ნაირას" რეალური ცხოვრება

"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიები სულ უფრო დაძაბულია. ამჟამად მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი ზაზას და ქეთის ოჯახისკენ არის მიმართული. სალომე შარვაძის გმირის (ქეთის) საიდუმლო დედამთილმა გაიგო, რომელსაც როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა. სწორედ ამ სერიას მაყურებელი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით განიხილავდა.

დედამთილის, ნაირას როლს ეკა მჟავანაძე ასრულებს, რომელიც ასევე სერიალის კასტინგების მენეჯერია. როგორია მისი რეალური ცხოვრება ეკრანს მიღმა - გთავაზობთ მჟავანაძის ინტერვიუს, ჟურნალ "რეიტინგის" არქივიდან:

- დედაჩემი, ეთერ დადიანი, ექიმი გახლავთ, საკმაოდ კარგი ექიმი. მის პროფესიონალიზმს მისი დაკავებულობიდან გამომდინარე ვსაზღვრავ. შაბათ-კვირასაც კი სულ ავადმყოფებთან იყო. რთულად ნახავდით სახლში. მე ძირითადად ბებიასთან ვიზრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ხშირად ლაპარაკობდნენ ამ პროფესიაზე, ექიმობა მაინც არ ავირჩიე. დედაჩემი ტრადიციული ქალი იყო და არის დღესაც. 84 წლისაა და ასე მგონია, მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცია, თავისი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე, ყველაფერს მას ვეკითხები. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ თანამედროვედ აზროვნებს. ყველანაირად ინფორმირებულია და საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს. რამეს რომ ვითამაშებ და ნახავს, ზუსტად მეუბნება, სად შემეშალა და რა მოეწონა.

მამაჩემი, კუკური მჟავანაძე, წლების განმავლობაში. მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ. ჰქონდა სახალხო თეატრი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. შეიძლება ითქვას, რომ მე თეატრში ვიზრდებოდი. ფაქტობრივად, მამის პროფესიას გავყევი. 18 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მარტონი ვიყავით მე და მამა სახლში, დედა არ იყო თბილისში. მარტი იყო, მამას თავისი თეატრი ჰყავდა წაყვანილი გასტროლებზე ლიტვაში - ვილნიუსში. მეც მათთან ერთად ვიყავი. რომ ჩამოვფრინდით, მეორე დილით სისხლის ჩაქცევა დაემართა. 1-2 საათი იცოცხლა. გონზე იყო. გვერდით ვეჯექი და ვტიროდი. ის კი მარიგებდა. მესამე შვილი ვიყავი, ნაბოლარა და მასთან ვცხოვრობდი. ჩემი დები გათხოვილები იყვნენ უკვე. ყველას, ვინც მომაკვდავ მამასთან შედიოდა, ეუბნებოდა, ეკას მიმიხედეთო. მაშინ უკვე პირველ კურსზე ვიყავი. ჩემი მეგობარი იყო მამა, ერთ საქმეს ვემსახურებოდით და ძალიან ადრე გამომეცალა ხელიდან, ძალიან დამაკლდა...

- როგორც უმცროს შვილს, გათამამებდნენ ოჯახში?

- ძალიან. მამაჩემისგან უფრო მახსოვს გათამამება, დედა ცოტა მკაცრი იყო. დამოუკიდებელი ვიყავი ბავშვობიდან და დღესაც ასეთი ვარ.

- ის ერთი და მთავარი, ოჯახი რომ ჰქვია, როდის მოვიდა?

- 23 წლის ვიყავი. ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა. ერთი იყო მართლაც და მთავარი. შევაბერდით ერთმანეთს. ჩემი პროფესიის არ არის ჩემი მეუღლე. ახლა არ არის ქალაქში, მაგრამ ჩემი ქმარია, ერთად ვართ და ორი შვილი მყავს მისგან. მიყვარდა და დღემდე მიყვარს. ერთხელ ვთქვი, მიყვარდა-მეთქი და მისაყვედურა, რას ჰქვია გიყვარდიო (იცინის).

- სიყვარული ხუნდებაო, რომ ამბობენ, მართალია?

- ჩემთვის არ გახუნებულა. ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად მე და ჩემმა ქმარმა და მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე გვიყვარს ერთმანეთი. ეტყობა, მე მხოლოდ ერთხელ სიყვარული შემიძლია. დიდი ბიჭები გვყავს, 22 წლის და 15-ის. საერთოდ, ვგიჟდები ოჯახზე. სიტყვა ოჯახი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, არის დიდი და მოსიყვარულე ოჯახი...წაიკითხეთ სრულად

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს