სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მთელმა საქართველომ იცის, რომ ტ....ანი ბიჭი ვარ" - რა უთქმელ თემებზე ალაპარაკდა ანრი ჯოხაძე და როდის პირდება მსმენელს "კულტურულ შოკს"
"მთელმა საქართველომ იცის, რომ ტ....ანი ბიჭი ვარ" - რა უთქმელ თემებზე ალაპარაკდა ანრი ჯოხაძე და როდის პირდება მსმენელს "კულტურულ შოკს"

ანრი ჯო­ხა­ძე პირ­ვე­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი სოლო კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა. კონ­ცერ­ტის სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში, რო­მე­ლიც ტე­ლე­ე­თერ­ში უკვე გა­დის, მომ­ღერ­ლის სიმ­ღე­რის ფონ­ზე გა­ის­მის ფრა­ზე­ბი - "ადა­მი­ა­ნი რომ "თბი­ლი­სოს" გა­ა­რე­მიქ­სებს, და­სა­ჭე­რია"; "ეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს", "ვის უნდა ამის ის­ტე­რი­უ­ლი კი­ვი­ლი?!", "ეს ამ კონ­ცერ­ტზე არ იმ­ღე­რებს", "გა­ხიშ­ტუ­ლი ჯო­კე­რი"... - ამ ფრა­ზებს მომ­ღე­რა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი მი­სა­მარ­თით, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კონ­ტექ­სტში ის­მენ­და...

რო­გორ ემ­ზა­დე­ბა მომ­ღე­რა­ლი კონ­ცერ­ტის­თვის და რა­ტომ ჩადო პირ­ვე­ლი სოლო კონ­ცერ­ტის სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში ასე­თი პრო­ვო­კა­ცია, ამა­ზე ანრი ჯო­ხა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს:

- ამ­დე­ნი წე­ლია სცე­ნა­ზე ხარ, აქამ­დე რა­ტომ ვერ შე­ძე­ლი სოლო კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა?

- რა­ღაც ყო­ველ­თვის ხე­ლის­შემ­შლე­ლი, პა­ტარ-პა­ტა­რა ფაქ­ტო­რე­ბი იყო ხოლ­მე, რაც მაბ­რკო­ლებ­და. წელს ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა, ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად პრო­ექტ Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში გა­და­წყვი­ტა, რომ სცე­ნას, აპა­რა­ტუ­რას და ტე­რი­ტო­რი­ას დაგ­ვით­მობ­და, რაც მთა­ვა­რია, უსას­ყიდ­ლოდ! აქ ჩემს ფრა­ზას და­ვა­მა­ტებ, "ვი­საც ტ**კი გაქვთ, გა­ა­კე­თეთ. ჰოდა, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, რომ ტ****ანი ბიჭი ვარ...

- სოლო კონ­ცერ­ტის სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში ის ფრა­ზე­ბია გაბ­ნე­უ­ლი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შენი მი­სა­მარ­თით ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, ვის­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლი იყა­ვი. რა­ტომ გა­და­წყვი­ტე, რომ ეს რეპ­ლი­კე­ბი, კონ­ცერ­ტის წინ, სა­რეკ­ლა­მო ნა­წილ­ში გა­მო­გე­ყე­ნე­ბი­ნა. ერ­თგვა­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ხომ არ არის?

- და­მე­თან­ხმე­ბი, რომ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი­დან გა­მოს­რო­ლი­ლი ფრა­ზე­ბი არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა ან­გა­რიშს­წო­რე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს, მით უფრო, რომ ნამ­დვი­ლად არ ვთვლი სა­კუ­თარ პერ­სო­ნას ისე მცი­რედ, ეს გა­მე­კე­თე­ბი­ნა. უბ­რა­ლოდ, გავ­ლი­ლი ეტა­პია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მახ­სოვს და მაძ­ლი­ე­რებს. ამას­თან, იმ ახალ­გაზ­რდა, დამ­წყე­ბი მომ­ღე­ლე­ბის­თვის მა­გა­ლი­თია, რომ არა­სო­დეს უნდა მი­აქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, ტა­ლა­ხის სრო­ლას. პრინ­ციპ­ში, ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმის­თვის, რომ ოდეს­მე ვი­ღა­ცის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი, ჭკვი­ან­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ში რეკ­ლა­მად აქ­ცი­ოს და ამით ფუ­ლიც იშო­ვოს. ამი­ტომ უნდა დავ­ფიქ­რდეთ, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა, დამ­წყე­ბი მომ­ღე­რა­ლი სცე­ნა­ზე ადის...

- წლე­ბის წინ, "თბი­ლი­სოს" გა­რე­მიქ­სე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც მო­ის­მი­ნე ფრა­ზა, რომ და­სა­ჭე­რი იყა­ვი, რა რე­აქ­ცია გქონ­და?

- სა­ნამ ამ კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებ, გე­ტყვი, რომ სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში მხო­ლოდ ის ფრა­ზე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც კო­რექ­ტუ­ლო­ბას არ სცდე­ბა და მისი ხმა­მაღ­ლა და სა­ჯა­როდ თქმა შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემი შე­უ­რა­ცხყმყო­ფე­ლი ფრა­ზე­ბის ისე­თი სია მაქვს შედ­გე­ნი­ლი (მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით აღ­ვიდ­გი­ნეთ), რაც ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­ის­მო­და, რომ იმას რგოლ­ში ვერ ჩავ­სვამ­დი, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ნა­ირ მო­რალს და ეთი­კის ნორ­მებს სცდე­ბა. მათი ავ­ტო­რე­ბი დღეს ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­ბიც დღეს მე­მე­გობ­რე­ბი­ან. რას ვი­ზამთ, ცხოვ­რე­ბა ასე­თია...

რაც შე­ე­ხე­ბა "თბი­ლი­სოს" გა­რე­მიქ­სე­ბის შემ­დეგ ჩემს რე­აქ­ცი­ას, ისე ცუ­დად გავ­ხდი, რომ ოჯახ­ში სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს, 18-19 წლის ყმაწ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა. მერე და მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნელ­და, თან, თავ­დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რეფ­ლექ­სე­ბი გა­მო­მი­მუ­შავ­და.

- აპა­ტიე ადა­მი­ა­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფა?

- არ ვარ ბოღ­მა... ხომ ვამ­ბობ, ბევ­რი მათ­გა­ნი მე­მე­გობ­რე­ბა და მიყ­ვარს კი­დეც, მათ შე­მოქ­მე­დე­ბას და მიღ­წე­ვებს ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დი. სა­ერ­თოდ, ასე ხდე­ბა, - ცხოვ­რე­ბა­ში რო­დე­საც რა­ღაც ახა­ლი ჩნდე­ბა, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა რთუ­ლად იღებს. ვი­მე­ო­რებ, ამ ფრა­ზე­ბის სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სხვე­ბის­თვის სტი­მუ­ლის მი­ცე­მას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ერ­თგვა­რი ინ­სპი­რა­ცი­აა, - გა­აგ­რძე­ლე, იარე, არ შე­ჩერ­დე და შენ მა­ინც მოხ­ვალ! ადა­მი­ანს თუ ძალა შეს­წევს, იმოძ­რა­ოს, შექ­მნას, აკე­თოს, ამ უნარს მას ვე­რა­ვინ წა­არ­თმევს. ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მე­გუ­ლე­ბა, რომ ამ კრი­ტი­კის გამო, თავს დამ­ცი­რე­ბუ­ლად გრძნობს და ვერ ვი­თარ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია.

- თა­ვად რო­გორ ხარ გან­წყო­ბი­ლი დამ­წყე­ბი მომ­ღერ­ლე­ბის მი­მართ?

- თუნ­დაც უნი­ჭო მედ­გას წინ და სა­ში­ნე­ლე­ბას მღე­რო­დეს, მი­ნი­მუმ იუ­მორ­ში გა­ვუ­ტა­რო და ისე ვუ­თხრა, ვერ და­ვამ­ცი­რებ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ახ­სოვ­დეს... ყვლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, არ არის ლა­მა­ზი.

- რო­დე­საც კონ­ცერ­ტში ჩას­მუ­ლი იყა­ვი და იქი­დან შენს გვარს იღებ­დნენ, - ამა­ზე რა რე­აქ­ცია გქონ­და?

- ასე­თი კონ­ცერ­ტი ბევ­რი იყო, მაგ­რამ ჩემ გვერ­დით კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც საკ­მა­ოდ იყ­ვე­ნენ, მათი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვერ გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი ვერ­სად. თუმ­ცა თუ ვინ­მე ასე­თი მეხ­მა­რე­ბო­და, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, რო­მე­ლიც ჩემ მი­მართ არ იყო კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, სი­ი­დან მი­ღებ­და. ერთხელ ჩემი სა­ხე­ლი წი­თე­ლი ფლო­მას­ტე­რით გა­და­ხა­ზუ­ლიც ვნა­ხე, - კი ასე­თი რა­ღა­ცე­ბი იყო. მერე ხან­და­ხან მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ იქ­ნებ სიმ­ღე­რას თავი და­ვა­ნე­ბო, რად­გან არ გა­მომ­დის... ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­შე სამ­ჯერ დავ­დე­ქი და ერთხე­ლაც გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბულ გულ­ზე, ანუ მო­რი­გი შე­მო­ტე­ვი­სას, მთე­ლი, მა­შინ უკვე 10 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის დიპ­ლო­მე­ბი და ჯილ­დო­ე­ბი გად­მო­ვი­ღე და და­ვამ­სხვრიე. ასე­თე­ბიც იყო... ამ თე­მებ­ზე არასრდოს მი­ლა­პა­რა­კია...

- ე.ი. რაკი ქარ­თულ სცე­ნა­ზე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი გქონ­და, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზას ეძებ­დი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დი და 14 კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხარ. აქე­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა ამ ფორ­მით გქონ­და?

- კი. რო­დე­საც არ გი­ღე­ბენ, ცდი­ლობ, გა­იქ­ცე იმის­თვის, რომ გა­დარ­ჩე... რო­დე­საც კა­რი­ე­რას იწყებ, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში, მი­ზე­რუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გაქვს და თუ ეს გზა შენ­თვის და­კე­ტი­ლია და თან, ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი პატ­რო­ნი, მარ­ჩე­ნა­ლი ხარ, ხვდე­ბი, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მო­სა­ძებ­ნია... იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ წარ­მა­ტე­ბებ­თან ერ­თად, ფუ­ლა­დი ჯილ­დო­ე­ბიც იყო და რე­ა­ლუ­რად წლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე აღე­ბუ­ლი თან­ხე­ბით ვცხოვ­რობ­დი.

- დღე­საც ხომ ეს სფე­როა შენი ერ­თა­დერ­თი სა­არ­სე­ბო წყა­რო?

- რა თქმა უნდა. მე სხვა ბიზ­ნე­სი არ გა­მაჩ­ნია, მხო­ლოდ მუ­სი­კით ვცხოვ­რობ, ეს მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის. მგო­ნია, რომ შრო­მა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ფას­დე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა შრო­მობ­დე და არ და­გი­ფას­დეს, გა­სა­გე­ბია, რომ ვი­ღა­ცას მეტი აქვს, ვი­ღა­ცას - ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ არ მე­გუ­ლე­ბა ჩემ ირ­გვლივ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც საქ­მი­ა­ნობს და არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი... შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი უნდა იყო და შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებ!

- ხარ თუ არა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი?

- რა თქმა უნდა...

- რა ელის მა­ყუ­რე­ბელს შენს სოლო კონ­ცერ­ტზე?

- ჩემს მსმე­ნელს, რო­მე­ლიც 30 აგ­ვი­ტოს ბა­თუ­მის ჩოგ­ბურ­თის კლუბ­ში ე.წ. კორ­ტებ­ზე მოვა, იმ სტან­დარ­ტის შოუს შევ­თა­ვა­ზებ, რა­საც დღეს მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ. ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ და ამის­თვის არა­ფერს ვი­შუ­რებ, არა­ნა­ირ ენე­გი­ას ვზო­გავ. უკვე ერთი თვით ადრე რე­პე­ტი­ცი­ებს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გავ­დი­ვარ. შეს­რულ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 20-22 სიმ­ღე­რა, მათ შო­რის, ბევ­რი დუ­ე­ტი (გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბიც). მუ­სი­კა­ლუ­რად უამ­რა­ვი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა. არა­ფერს ვამ­ბობ პერ­ფო­მანსზე, სა­დაც მა­ყუ­რე­ბელს მსუ­ბუქ კულ­ტუ­რულ შოკს მი­ვა­ღე­ბი­ნებ.

- რე­ჟი­სო­რიც თვი­თონ ხარ?

- დიახ, ანრი ჯო­ხა­ძეს ანრი ჯო­ხა­ძე ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობს... მინ­და, გა­ვა­კე­თო ის, რისი თქმა და ჩვე­ნე­ბა მა­ყუ­რებ­ლის­თვის ბო­ლომ­დე მინ­და! რე­პერ­ტუ­ა­რი უმე­ტე­სად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თულ მუ­სი­კა­ზე, არა იმი­ტომ, რომ ასე უნდა იყოს, უბ­რა­ლოდ, მი­ნი­მუმ მუ­სი­კა­ლუ­რად ვაჩ­ვე­ნო, რომ ქარ­თუ­ლიც ისე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვედ ჟღერს, რო­გორც უცხო­უ­რი. ამი­ტომ ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტი არის ქარ­თუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რის პრო­პა­გან­და, იქ­ნე­ბა ქა­ვე­რე­ბი, რო­მე­ლიც მსნელს უყ­ვარს და მეც მიყ­ვარს, თან, შო­უ­საც სჭირ­დე­ბა...

ერთ-ერთი სა­ა­მა­ყო პრო­ექ­ტი, რაც გა­ვა­კე­თე, გუ­რამ სა­ღა­რა­ძეს­თან ჩა­წე­რი­ლი სიმ­ღე­რა იყო, რო­მელ­საც სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან და 55-კა­ცი­ან კა­პე­ლას­თან ერ­თად შე­ვას­რუ­ლებ, სცე­ნა­ზე 3D ეფექ­ტით გუ­რამ სა­ღა­რა­ძე გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც შან­დორ პე­ტე­ფის ლექსს - "მიყ­ვარ­ხარ ძლი­ერ, ძლი­ერ" წა­ი­კი­თხავს. ასე რომ, ველი ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მთელმა საქართველომ იცის, რომ ტ....ანი ბიჭი ვარ" - რა უთქმელ თემებზე ალაპარაკდა ანრი ჯოხაძე და როდის პირდება მსმენელს "კულტურულ შოკს"

"მთელმა საქართველომ იცის, რომ ტ....ანი ბიჭი ვარ" - რა უთქმელ თემებზე ალაპარაკდა ანრი ჯოხაძე და როდის პირდება მსმენელს "კულტურულ შოკს"

ანრი ჯოხაძე პირველი გრანდიოზული სოლო კონცერტისთვის ემზადება. კონცერტის სარეკლამო რგოლში, რომელიც ტელეეთერში უკვე გადის, მომღერლის სიმღერის ფონზე გაისმის ფრაზები - "ადამიანი რომ "თბილისოს" გაარემიქსებს, დასაჭერია"; "ეგ საქართველოში ვერაფერს მიაღწევს", "ვის უნდა ამის ისტერიული კივილი?!", "ეს ამ კონცერტზე არ იმღერებს", "გახიშტული ჯოკერი"... - ამ ფრაზებს მომღერალი წლების განმავლობაში საკუთარი მისამართით, არასასიამოვნო კონტექსტში ისმენდა...

როგორ ემზადება მომღერალი კონცერტისთვის და რატომ ჩადო პირველი სოლო კონცერტის სარეკლამო რგოლში ასეთი პროვოკაცია, ამაზე ანრი ჯოხაძე AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- ამდენი წელია სცენაზე ხარ, აქამდე რატომ ვერ შეძელი სოლო კონცერტის გამართვა?

- რაღაც ყოველთვის ხელისშემშლელი, პატარ-პატარა ფაქტორები იყო ხოლმე, რაც მაბრკოლებდა. წელს ორმაგად სასიამოვნო იყო ის, რომ საქართველოს კულტურის განვითარების ფონდმა, ქართველი მომღერლების დასახმარებლად პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გადაწყვიტა, რომ სცენას, აპარატურას და ტერიტორიას დაგვითმობდა, რაც მთავარია, უსასყიდლოდ! აქ ჩემს ფრაზას დავამატებ, "ვისაც ტ**კი გაქვთ, გააკეთეთ. ჰოდა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ტ****ანი ბიჭი ვარ...

- სოლო კონცერტის სარეკლამო რგოლში ის ფრაზებია გაბნეული, რომელსაც წლების განმავლობაში შენი მისამართით ისინი ამბობდნენ, ვისთვისაც მიუღებელი იყავი. რატომ გადაწყვიტე, რომ ეს რეპლიკები, კონცერტის წინ, სარეკლამო ნაწილში გამოგეყენებინა. ერთგვარი ანგარიშსწორება ხომ არ არის?

- დამეთანხმები, რომ სარეკლამო რგოლიდან გამოსროლილი ფრაზები არაფრით შეიძლება ანგარიშსწორებად ჩაითვალოს, მით უფრო, რომ ნამდვილად არ ვთვლი საკუთარ პერსონას ისე მცირედ, ეს გამეკეთებინა. უბრალოდ, გავლილი ეტაპია, რომელიც ყოველთვის მახსოვს და მაძლიერებს. ამასთან, იმ ახალგაზრდა, დამწყები მომღელებისთვის მაგალითია, რომ არასოდეს უნდა მიაქციო ყურადღება დისკრედიტაციას, ტალახის სროლას. პრინციპში, ნათელი მაგალითია იმისთვის, რომ ოდესმე ვიღაცის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები, ჭკვიანმა ადამიანმა შეიძლება, მომავალში რეკლამად აქციოს და ამით ფულიც იშოვოს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, როდესაც ახალგაზრდა, დამწყები მომღერალი სცენაზე ადის...

- წლების წინ, "თბილისოს" გარემიქსების შემდეგ, როდესაც მოისმინე ფრაზა, რომ დასაჭერი იყავი, რა რეაქცია გქონდა?

- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებ, გეტყვი, რომ სარეკლამო რგოლში მხოლოდ ის ფრაზებია გამოყენებული, რომელიც კორექტულობას არ სცდება და მისი ხმამაღლა და საჯაროდ თქმა შეიძლება. თუმცა, ამის პარალელურად, ჩემი შეურაცხყმყოფელი ფრაზების ისეთი სია მაქვს შედგენილი (მეგობრების დახმარებით აღვიდგინეთ), რაც ჩემთან მიმართებაში გაისმოდა, რომ იმას რგოლში ვერ ჩავსვამდი, რადგანაც ყველანაირ მორალს და ეთიკის ნორმებს სცდება. მათი ავტორები დღეს ძალიან ცნობილი ადამიანები არიან, რომელბიც დღეს მემეგობრებიან. რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია...

რაც შეეხება "თბილისოს" გარემიქსების შემდეგ ჩემს რეაქციას, ისე ცუდად გავხდი, რომ ოჯახში სასწრაფო გამოიძახეს, 18-19 წლის ყმაწვილი ვიყავი, სრულიად ახალგაზრდა. მერე და მერე ეს ყველაფერი განელდა, თან, თავდაცვითი მექანიზმები, რეფლექსები გამომიმუშავდა.

- აპატიე ადამიანებს შეურაცხყოფა?

- არ ვარ ბოღმა... ხომ ვამბობ, ბევრი მათგანი მემეგობრება და მიყვარს კიდეც, მათ შემოქმედებას და მიღწევებს ყოველთვის პატივს ვცემდი. საერთოდ, ასე ხდება, - ცხოვრებაში როდესაც რაღაც ახალი ჩნდება, მას საზოგადოება რთულად იღებს. ვიმეორებ, ამ ფრაზების სარეკლამო რგოლში გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვებისთვის სტიმულის მიცემას ემსახურება, ერთგვარი ინსპირაციაა, - გააგრძელე, იარე, არ შეჩერდე და შენ მაინც მოხვალ! ადამიანს თუ ძალა შესწევს, იმოძრაოს, შექმნას, აკეთოს, ამ უნარს მას ვერავინ წაართმევს. ბევრი ახალგაზრდა მეგულება, რომ ამ კრიტიკის გამო, თავს დამცირებულად გრძნობს და ვერ ვითარდება, რაც ძალიან მტკივნეულია.

- თავად როგორ ხარ განწყობილი დამწყები მომღერლების მიმართ?

- თუნდაც უნიჭო მედგას წინ და საშინელებას მღეროდეს, მინიმუმ იუმორში გავუტარო და ისე ვუთხრა, ვერ დავამცირებ, რომ მთელი ცხოვრება ახსოვდეს... ყვლაფერს რომ თავი დავანებოთ, არ არის ლამაზი.

- როდესაც კონცერტში ჩასმული იყავი და იქიდან შენს გვარს იღებდნენ, - ამაზე რა რეაქცია გქონდა?

- ასეთი კონცერტი ბევრი იყო, მაგრამ ჩემ გვერდით კეთილგანწყობილი ადამიანებიც საკმაოდ იყვენენ, მათი დახმარების გარეშე ვერ გამოვჩნდებოდი ვერსად. თუმცა თუ ვინმე ასეთი მეხმარებოდა, ორგანიზატორი, რომელიც ჩემ მიმართ არ იყო კეთილგანწყობილი, სიიდან მიღებდა. ერთხელ ჩემი სახელი წითელი ფლომასტერით გადახაზულიც ვნახე, - კი ასეთი რაღაცები იყო. მერე ხანდახან მქონდა შეგრძნება, რომ იქნებ სიმღერას თავი დავანებო, რადგან არ გამომდის... ასეთი გადაწყვეტილების წინაშე სამჯერ დავდექი და ერთხელაც განერვიულებულ გულზე, ანუ მორიგი შემოტევისას, მთელი, მაშინ უკვე 10 საერთაშორისო კონკურსის დიპლომები და ჯილდოები გადმოვიღე და დავამსხვრიე. ასეთებიც იყო... ამ თემებზე არასრდოს მილაპარაკია...

- ე.ი. რაკი ქართულ სცენაზე წინააღმდეგობები გქონდა, ალტერნატიული გზას ეძებდი, საერთაშორისო კონკურსებზე დამოუკიდებლად მონაწილეობდი და 14 კონკურსის გამარჯვებული ხარ. აქედან გაქცევის მცდელობა ამ ფორმით გქონდა?

- კი. როდესაც არ გიღებენ, ცდილობ, გაიქცე იმისთვის, რომ გადარჩე... როდესაც კარიერას იწყებ, ყველა ვარიანტში, მიზერული შემოსავალი გაქვს და თუ ეს გზა შენთვის დაკეტილია და თან, ოჯახის ერთადერთი პატრონი, მარჩენალი ხარ, ხვდები, რომ ალტერნატიული მიმართულება აუცილებლად მოსაძებნია... იმ არაჩვეულებრივ წარმატებებთან ერთად, ფულადი ჯილდოებიც იყო და რეალურად წლები საერთაშორისო კონკურსებზე აღებული თანხებით ვცხოვრობდი.

- დღესაც ხომ ეს სფეროა შენი ერთადერთი საარსებო წყარო?

- რა თქმა უნდა. მე სხვა ბიზნესი არ გამაჩნია, მხოლოდ მუსიკით ვცხოვრობ, ეს მთელმა ქვეყანამ იცის. მგონია, რომ შრომა ნებისმიერ ქვეყანაში ფასდება. არ შეიძლება შრომობდე და არ დაგიფასდეს, გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი აქვს, ვიღაცას - ნაკლები, მაგრამ არ მეგულება ჩემ ირგვლივ ადამიანი, რომელიც საქმიანობს და არ აქვს შემოსავალი... შრომისუნარიანი უნდა იყო და შედეგს აუცილებლად მიიღებ!

- ხარ თუ არა ძვირადღირებული მომღერალი?

- რა თქმა უნდა...

- რა ელის მაყურებელს შენს სოლო კონცერტზე?

- ჩემს მსმენელს, რომელიც 30 აგვიტოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ე.წ. კორტებზე მოვა, იმ სტანდარტის შოუს შევთავაზებ, რასაც დღეს მსოფლიო ვარსკვლავები გვთავაზობენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამისთვის არაფერს ვიშურებ, არანაირ ენეგიას ვზოგავ. უკვე ერთი თვით ადრე რეპეტიციებს ტერიტორიაზე გავდივარ. შესრულდება დაახლოებით, 20-22 სიმღერა, მათ შორის, ბევრი დუეტი (განსხვავებულებიც). მუსიკალურად უამრავი სიახლე იქნება. არაფერს ვამბობ პერფომანსზე, სადაც მაყურებელს მსუბუქ კულტურულ შოკს მივაღებინებ.

- რეჟისორიც თვითონ ხარ?

- დიახ, ანრი ჯოხაძეს ანრი ჯოხაძე ყველაზე კარგად იცნობს... მინდა, გავაკეთო ის, რისი თქმა და ჩვენება მაყურებლისთვის ბოლომდე მინდა! რეპერტუარი უმეტესად ორიენტირებული იქნება ქართულ მუსიკაზე, არა იმიტომ, რომ ასე უნდა იყოს, უბრალოდ, მინიმუმ მუსიკალურად ვაჩვენო, რომ ქართულიც ისევე თანამედროვედ ჟღერს, როგორც უცხოური. ამიტომ ჩემი პრიორიტეტი არის ქართული რეპერტუარის პროპაგანდა, იქნება ქავერები, რომელიც მსნელს უყვარს და მეც მიყვარს, თან, შოუსაც სჭირდება...

ერთ-ერთი საამაყო პროექტი, რაც გავაკეთე, გურამ საღარაძესთან ჩაწერილი სიმღერა იყო, რომელსაც სიმფონიურ ორკესტრთან და 55-კაციან კაპელასთან ერთად შევასრულებ, სცენაზე 3D ეფექტით გურამ საღარაძე გამოჩნდება, რომელიც შანდორ პეტეფის ლექსს - "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ" წაიკითხავს. ასე რომ, ველი ჩემს გულშემატკივარს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება