როგორ ატარებს დროს თინა ხიდაშელი თანამდებობის დატოვების შემდეგ

როგორ ატარებს დროს თინა ხიდაშელი თანამდებობის დატოვების შემდეგ

თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 აგვისტოს დატოვა. მის მიერ თანამდებობების დატოვება "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

ხიდაშელი თანამდებობის დატოვების შემდეგ, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილ მოადგილეებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:

"ის, რაც 15 თვე ვერ მოვახერხეთ Beso Loladze, იმას (დავით ებრალიძე) კიდევ არც ფბ აქვს და არც ტვიტერი :) Anna Dolidze შენ გვაკლიხარ".

"დღეს დიდი განხიბვლის დღეა :)

წაშლილი კომენტარების, გულების, სიყვარულის ახსნების რაოდენობით შთაგონებული სტატუსია ეს. :)

და ვისაც გჯერათ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ, ადამიანები ვართ, თანამდებობების და სოციალური სტატუსის მიუხედავად, მთავარია ურთიერთობები რომელიც ცხოვრების გზაზე ერთმანეთს რომ გადავეყრებით მაშინ გვიყალიბდება, მაშინ ყველაზე მთავარი დღე ყოფილა დღეს ჩემთვის.

43 წლის ვარ, და 18 წლიდან სულ მუდამ ვშრომობ, ცხოვრებამ სად არ გადამისროლა და რა არ გამოვცადე, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება ჩემს თავს.....

მე მაინც მიყვარხართ იმ დღეებისთვის რომელიც ერთად, წარმატებით გამოვიარეთ

ფაცებუქო ძალსა შენსა", - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს