ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, მოწილეები კი ხანძრის განზრახ გაჩენას ერთმანეთს აბრალებენ

ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, მოწილეები კი ხანძრის განზრახ გაჩენას ერთმანეთს აბრალებენ

ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები არიან შეკრებილები. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იტყობინება, ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მონაწილეების ინფორმაციით, ზარალის საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ ბაზრის ტერიტორიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წუხელ დამწვარი ობიექტის შპს „საირხეს“ მეწილეები დავით ხუსკივაძე და ბაზრის დირექტორი ცეზარ მაღლაკელიძე. აღნიშნული პირები ხანძრის განზრახ გაჩენაში ერთმანეთს სდებენ ბრალს. როგორც ირკვევა მეწილეებს შორის დავა 17 წელია გრძელდება და პროკურატურასა და სასამართლოს არა ერთ ინსტანციაში სამართლებრივი დავის მიუხედავად, პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსია აქვთ მოვაჭრეებსაც. მათი თქმით, ობიექტის დირექტორი ცეზარ მაღლაკელიძე აღნიშნული დაპირისპირების გამო რამდენიმე დღის წინ იმუქრებოდა, რომ სავაჭრო ობიექტს გადაწვავდა.

ერთ-ერთი მოვაჭრე რამდენიმე წუთის წინ ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი