სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პატარებთან ერთად მყოფი დედები პანიკაში ჩავარდნენ..." - მიუნხენში მყოფი საქართველოს მოქალაქე თავდასხმის დეტალებს ჰყვება
"პატარებთან ერთად მყოფი დედები პანიკაში ჩავარდნენ..." - მიუნხენში მყოფი საქართველოს მოქალაქე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

მი­უნ­ხენ­ში მცხოვ­რე­ბი ბა­თუ­მე­ლი მეგი ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი გუ­შინ­დე­ლი თავ­დას­ხმის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მეგი ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, 18:50 სა­ა­თის­თვის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში, სა­დაც ის მუ­შა­ობს, შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, და­კე­ტი­ლი­ყო მა­ღა­ზი­ე­ბი. ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი წარ­მო­ად­გენს ფი­ლი­ალს იმ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის, რო­მელ­შიც გუ­შინ თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და მდე­ბა­რე­ობს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ძა­ლი­ან ახ­ლოს. მეგი ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის თქმით, 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 300-მდე ადა­მი­ა­ნი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში იყო ჩა­კე­ტი­ლი უსაფრ­თო­ე­ბის მიზ­ნით.

"სა­ღა­მოს, 7-ს აკ­ლდა რამ­დე­ნი­მე წუთი ჩვენ­თან ინ­ფორ­მა­ცია შე­მო­ვი­და, რომ სას­წრა­ფოდ დაგ­ვე­კე­ტა მა­ღა­ზი­ე­ბი. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ი­წყო პა­ნი­კა, ხალ­ხი შე­მო­ვარ­და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში. წა­მებ­ში უკვე ქუ­ჩებ­შიც შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და გა­და­ად­გი­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ არე­უ­ლო­ბამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. 8-ის წუ­თებ­ზე და­ი­კე­ტა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი. 300 ადა­მი­ა­ნი მა­ინც ვიქ­ნე­ბო­დით შე­ნო­ბა­ში ჩა­კე­ტი­ლე­ბი.

გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ად­გილ­ზე უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით ჩვე­ნი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის გამო. იყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამი ტე­რო­რის­ტი ახორ­ცი­ე­ლებ­და სრო­ლებს, მაგ­რამ ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ ერთი იყო. რა­საც ფან­ჯრე­ბი­დან ვხე­დავ­დი, 5 სა­ა­თის გა­ნამ­ვლო­ბა­ში მი­უნ­ხე­ნის ცენ­ტრში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გა­ვი­გე, რომ 2 300-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი აკონ­ტრო­ლებ­და ქუ­ჩებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ას. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან პა­ტა­რებ­თან ერ­თად მყო­ფი დე­დე­ბი პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნენ, რე­კავ­დნენ და შვე­ლას ითხოვ­დნენ. ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხიც ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბულ­ნი და შე­წუ­ხე­ბულ­ნი იყ­ვნენ. ღა­მის პირ­ველ სა­ა­თის შემ­დეგ უკვე სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­ირ­ტალ­და და დაგ­ვრთეს ნება დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა შე­ნო­ბა. დღეს სიმ­შვი­დეა მი­უნ­ხენ­ში. ერ­თა­დერ­თი ისაა, რომ ხალ­ხი არ მოძ­რა­ობს ქუ­ჩა­ში. მო­ვე­დი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში, სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა ხალ­ხი შე­მო­დის", - აღ­ნიშ­ნა მეგი ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­რაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 18 წლის ბიჭ­მა.

"ტე­რო­რის­ტის ოჯა­ხის მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ­მა თქვა, რომ 18 წლის ბიჭი, მშობ­ლებ­თან და 12 წლის ძმას­თან ერ­თად ტე­რაქ­ტის ად­გი­ლი­დან ახ­ლოს, ავ­ტო­სად­გურ­თან ცხოვ­რობს. მამა ტაქ­სის მძღო­ლია, ხოლო დედა დი­ა­სახ­ლი­სი. ირა­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ოჯა­ხია. მშობ­ლე­ბიც შოკ­ში არი­ან მომ­ხდა­რის გამო და ტე­რო­რის­ტებ­თან მათი შვი­ლის კავ­შირს გა­მო­რი­ცხა­ვენ. რო­გორც ვიცი, სრო­ლე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 9 ადა­მი­ა­ნი" , - აღ­ნიშ­ნა მეგი ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მი­უნ­ხენ­ში სწავ­ლობს და მუ­შა­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"პატარებთან ერთად მყოფი დედები პანიკაში ჩავარდნენ..." - მიუნხენში მყოფი საქართველოს მოქალაქე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

"პატარებთან ერთად მყოფი დედები პანიკაში ჩავარდნენ..." - მიუნხენში მყოფი საქართველოს მოქალაქე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

მიუნხენში მცხოვრები ბათუმელი მეგი ჩერქეზიშვილი გუშინდელი თავდასხმის დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მეგი ჩერქეზიშვილმა განუცხადა, 18:50 საათისთვის სავაჭრო ცენტრში, სადაც ის მუშაობს, შევიდა შეტყობინება, დაკეტილიყო მაღაზიები. ჩერქეზიშვილის განმარტებით, აღნიშნული სავაჭრო ცენტრი წარმოადგენს ფილიალს იმ სავაჭრო ცენტრის, რომელშიც გუშინ თავდასხმა განხორციელდა და მდებარეობს შემთხვევის ადგილიდან ძალიან ახლოს. მეგი ჩერქეზიშვილის თქმით, 5 საათის განმავლობაში 300-მდე ადამიანი სავაჭრო ცენტრში იყო ჩაკეტილი უსაფრთოების მიზნით.

"საღამოს, 7-ს აკლდა რამდენიმე წუთი ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა, რომ სასწრაფოდ დაგვეკეტა მაღაზიები. რამდენიმე წუთში დაიწყო პანიკა, ხალხი შემოვარდა სავაჭრო ცენტრში. წამებში უკვე ქუჩებშიც შეუძლებელი გახდა გადაადგილება, იმიტომ, რომ არეულობამ სატრანსპორტო საშუალებების პარალიზება გამოიწვია. 8-ის წუთებზე დაიკეტა სავაჭრო ცენტრი. 300 ადამიანი მაინც ვიქნებოდით შენობაში ჩაკეტილები.

გვაფრთხილებდნენ, რომ ადგილზე უნდა დავრჩენილიყავით ჩვენივე უსაფრთხოების გამო. იყო ინფორმაცია, რომ სამი ტერორისტი ახორციელებდა სროლებს, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი იყო. რასაც ფანჯრებიდან ვხედავდი, 5 საათის განამვლობაში მიუნხენის ცენტრში გადაადგილება შეუძლებელი იყო. გავიგე, რომ 2 300-ზე მეტი პოლიციელი აკონტროლებდა ქუჩებში სიტუაციას. სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეებიდან პატარებთან ერთად მყოფი დედები პანიკაში ჩავარდნენ, რეკავდნენ და შველას ითხოვდნენ. ასაკოვანი ხალხიც ძალიან შეშინებულნი და შეწუხებულნი იყვნენ. ღამის პირველ საათის შემდეგ უკვე სიტუაცია განეირტალდა და დაგვრთეს ნება დაგვეტოვებინა შენობა. დღეს სიმშვიდეა მიუნხენში. ერთადერთი ისაა, რომ ხალხი არ მოძრაობს ქუჩაში. მოვედი სავაჭრო ცენტრში, სამსახურში, მაგრამ ძალიან ცოტა ხალხი შემოდის", - აღნიშნა მეგი ჩერქეზიშვილმა.

მისივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტი განახორციელა 18 წლის ბიჭმა.

"ტერორისტის ოჯახის მეზობლად მცხოვრებმა თქვა, რომ 18 წლის ბიჭი, მშობლებთან და 12 წლის ძმასთან ერთად ტერაქტის ადგილიდან ახლოს, ავტოსადგურთან ცხოვრობს. მამა ტაქსის მძღოლია, ხოლო დედა დიასახლისი. ირანული წარმომავლობის ოჯახია. მშობლებიც შოკში არიან მომხდარის გამო და ტერორისტებთან მათი შვილის კავშირს გამორიცხავენ. როგორც ვიცი, სროლების შედეგად გარდაცვლილია 9 ადამიანი" , - აღნიშნა მეგი ჩერქეზიშვილმა, რომელიც მიუნხენში სწავლობს და მუშაობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი