სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაიცანით 11 წლის გოგონა, რომელმაც 112-ზე დარეკვით ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა
გაიცანით 11 წლის გოგონა, რომელმაც 112-ზე დარეკვით ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა

11 წლის დეა გე­ლა­ძე პა­ტა­რა გმი­რად და­ა­სა­ხე­ლეს, რად­გან მან 112-ზე დრო­უ­ლად და­რე­კა და შე­უძ­ლოდ მყოფ ბე­ბი­ას დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა.

რო­გორც 112-ის ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, გო­გო­ნა სახ­ლში ბე­ბი­ას­თან ერ­თად მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და. უეც­რად ქალ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა.

"დეამ იცო­და, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო, ის არ და­იბ­ნა და მა­შინ­ვე 112-ზე და­რე­კა. გო­გო­ნამ 112-ის ოპე­რა­ტორს სწო­რად მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. ოპე­რა­ტო­რის თხოვ­ნით, ის ხაზ­ზე მა­ნამ­დე დარ­ჩა, ვიდ­რე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და მათ­თან მი­ვი­დო­და", - ვკი­თხუ­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის 23-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლე დეა გე­ლა­ძე "112-ის გმი­რის" წო­დე­ბით 2016 წლის 1 ივ­ნისს, ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს და­ჯილ­დოვ­და.

"ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვია, მან იცის, რო­გორ უნდა დარ­ე­კოს 112-ზე და სწო­რად მი­ა­წო­დოს ოპე­რა­ტორს ინ­ფორ­მა­ცია. დეამ ბე­ბი­ის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. მისი საქ­ცი­ე­ლი სა­მა­გა­ლი­თო და მი­სა­ბა­ძია არა მარ­ტო მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის," - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, და­ვით ვარ­დი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გაიცანით 11 წლის გოგონა, რომელმაც 112-ზე დარეკვით ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა

გაიცანით 11 წლის გოგონა, რომელმაც 112-ზე დარეკვით ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა

11 წლის დეა გელაძე პატარა გმირად დაასახელეს, რადგან მან 112-ზე დროულად დარეკა და შეუძლოდ მყოფ ბებიას დახმარება აღმოუჩინა.

როგორც 112-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გოგონა სახლში ბებიასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. უეცრად ქალმა გონება დაკარგა.

"დეამ იცოდა, საგანგებო სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო, ის არ დაიბნა და მაშინვე 112-ზე დარეკა. გოგონამ 112-ის ოპერატორს სწორად მიაწოდა ინფორმაცია. ოპერატორის თხოვნით, ის ხაზზე მანამდე დარჩა, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მათთან მივიდოდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე დეა გელაძე "112-ის გმირის" წოდებით 2016 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაჯილდოვდა.

"ის გამორჩეული ბავშვია, მან იცის, როგორ უნდა დარეკოს 112-ზე და სწორად მიაწოდოს ოპერატორს ინფორმაცია. დეამ ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა. მისი საქციელი სამაგალითო და მისაბაძია არა მარტო მისი თანატოლებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის," - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს