სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ალბათ მაგდა დაემუქრა ლანას, თუ ჩემს მხარეს არ იქნები, ჩემს გვერდით დაჯდებიო" - რა კითხვები აქვს ლილი მინდიკაურს პაპიძის ოჯახთან
"ალბათ მაგდა დაემუქრა ლანას, თუ ჩემს მხარეს არ იქნები, ჩემს გვერდით დაჯდებიო" - რა კითხვები აქვს ლილი მინდიკაურს პაპიძის ოჯახთან

თბი­ლის­ში, ფე­რა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან 8 თვე გა­ვი­და. 19 დე­კემ­ბერს მამა-შვი­ლის, თორ­ნი­კე და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დე­დას, ლილი მინ­დი­კა­ურს შვი­ლის ოთახ­ში შეს­ვლა უჭ­რის. კედ­ლებ­ზე მოკ­ლუ­ლი მამა-შვი­ლის სუ­რა­თე­ბია გაკ­რუ­ლი. მინ­დი­კა­უ­რი ჟურ­ნალ "სარ­კეს" ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, მარ­თა­ლია, თქვენს ტკი­ვილს ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლის, მაგ­რამ ოდ­ნავ შვე­ბა მა­ინც თუ მოგგვა­რათ მაგ­და პა­პი­ძის­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბამ?

- თით­ქოს - კი, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მტკი­ვა, ის ცო­ცხა­ლია, ჩე­მე­ბი... დედა, და ხომ მი­დი­ან მას­თან, ხომ ნა­ხუ­ლო­ბენ? მე კი საფ­ლა­ვის ქვებს ვე­ფე­რე­ბი. მკვლე­ლი და­ი­სა­ჯა, მაგ­რამ მე - რა? მაგ­და ცო­ცხა­ლია, მზე­ზე, ჰა­ერ­ზე გა­მო­დის, ჩე­მე­ბი კი... სიკ­ვდი­ლით დას­ჯა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ის უფრო გა­მი­ხარ­დე­ბო­და, მაგ­რამ ასე­თი კა­ნო­ნი ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს.

- თით­ქმის ერ­თთვი­ან გან­ხილ­ვას ყო­ველ­დღე ეს­წრე­ბო­დით, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით მაგ­დას ქცე­ვებს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე?

- რო­გორ პი­როვ­ნე­ბა­დაც მას ვიც­ნობ­დით, იმ ემო­ცი­ით არ იჯდა სა­სა­მარ­თლო­ზე. თუ მას ამ სი­სას­ტი­კეს აბ­რა­ლებ­დნენ, მისი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე წყნა­რად არ უნდა მჯდა­რი­ყო. ბო­ლოს რომ და­მი­პი­რის­პირ­და და წი­ვილ-კი­ვი­ლით გა­ვარ­და, აი, ის იყო ნაღ­დი მაგ­და, რო­მელ­საც ჩვენ ვიც­ნობ­დით.

- ბავ­შვის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბაც და­უმ­ტკი­ცეს. თქვე­ნი აზ­რით, მას ესეც წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი?

- კი, იმ ჩა­ნა­წე­რი­და­ნაც ირ­კვე­ვა ეს, რო­მელ­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ ვი­თომ მე დავ­წე­რე. ექ­სპერ­ტი­ზა­მაც და­ამ­ტკი­ცა, რომ ეს მაგ­და­სი იყო, წერს, ორი­ვეს გა­ვუმ­ზა­დო ტან­საც­მე­ლი და მეც გა­ვიმ­ზა­დო ტან­საც­მე­ლიო. ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ და­გეგ­მა და, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა თქვა, სუფ­თა ფურ­ცლი­დან უნ­დო­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა, ყვე­ლას მო­ცი­ლე­ბა სურ­და.

ღმერ­თს მად­ლო­ბა, რომ ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა. მაგ­დამ ვერ შეძ­ლო, რომ ომა­რი მან­ქა­ნა­ში ჩა­ე­ტე­ნა, მე­ო­რე სარ­თულ­ზე შუქი რომ აინ­თო, ხელი შე­ე­შა­ლა და ამი­ტომ და­მი­ძა­ხა მეც. მას ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი.

- თქვე­ნი აზ­რით, რას აპი­რებ­და?

- ცხედ­რებს სა­დღაც გა­დაყ­რი­და ან ბენ­ზინს გა­და­ას­ხამ­და. სა­დაც ამ­დე­ნი რამე მო­ი­ფიქ­რა, რა­მეს იზამ­და, მაგ­რამ ღმერ­თი ამა­ში მა­ინც და­მეხ­მა­რა, რომ ჩემი მკვდრე­ბის საფ­ლა­ვე­ბი მაქვს და ბო­ლომ­დე ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თა­ვი­სი გან­ზრახ­ვა... ალ­ბათ მაგ­და რა­ღა­ცით და­ე­მუქ­რა, შე­მო­უთ­ვა­ლა ლა­ნას, თუ ჩემს მხა­რეს არ იქ­ნე­ბი, ჩემ გვერ­დით დაჯ­დე­ბიო. ბევ­რი კი­თხვა ჩნდე­ბა, მათ შო­რის ის, თუ რა­ტომ ჰქონ­და ლა­ნას იმ ღა­მეს ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი, არა­და ტე­ლე­ფო­ნი არა­სო­დეს გა­უ­თი­შავს. რა­ტომ ეხ­ვე­წე­ბო­და მაგ­დას, რომ ბავ­შვი მას­თან და­ე­ტო­ვე­ბი­ნა? როცა ჩვენ უროს არ­სე­ბო­ბის აზ­რზე არ ვი­ყა­ვით, ლა­ნამ სა­ი­დან იცო­და, რომ მაგ­დამ ურო იყი­და და 25 ლარი გა­და­ი­ხა­და? დე­დის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი დო­ლა­რე­ბით ურო­ში 25 ლარი გა­და­ი­ხა­დე, 20 დე­კემ­ბერს ამას გაჰ­კი­ო­და.

- ანუ ვა­რა­უ­დობთ, რომ ლა­ნამ იცო­და, მაგ­და რა­საც აპი­რებ­და?

- კი, შე­იძ­ლე­ბა იმ დო­ნემ­დე, რაც მაგ­დამ გა­ა­კე­თა, არ იცო­და, არც ბავ­შვზე იცო­და, მაგ­რამ ომარს რომ რა­ღა­ცას უპი­რებ­და, ეს ლა­ნამ ასი პრო­ცენ­ტით იცო­და.

და­საფ­ლა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ლია შა­მუ­გია იყო ჩემ­თან. მი­თხრა, ლილი, ჩემი შვი­ლის ნაც­ვლად ბო­დიშს გიხ­დი, მუხ­ლებ­ზე და­ვე­ცე­მი და ისე მო­გიხ­დი ბო­დიშს. ვიცი, რომ ჩემი შვი­ლი ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არის და ის ჩემ­თვი­საც მკვდა­რია, აღარ არ­სე­ბობ­სო. ახლა რა­ტომ იბ­რძვი­ან და ამ ბრძო­ლით რას ელი­ან, არ ვიცი.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ალბათ მაგდა დაემუქრა ლანას, თუ ჩემს მხარეს არ იქნები, ჩემს გვერდით დაჯდებიო" - რა კითხვები აქვს ლილი მინდიკაურს პაპიძის ოჯახთან

"ალბათ მაგდა დაემუქრა ლანას, თუ ჩემს მხარეს არ იქნები, ჩემს გვერდით დაჯდებიო" - რა კითხვები აქვს ლილი მინდიკაურს პაპიძის ოჯახთან

თბილისში, ფერაძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან 8 თვე გავიდა. 19 დეკემბერს მამა-შვილის, თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების ცხედრები იპოვეს.  ომარ ქაფიაშვილის დედას, ლილი მინდიკაურს შვილის ოთახში შესვლა უჭრის. კედლებზე მოკლული მამა-შვილის სურათებია გაკრული. მინდიკაური ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა:

-  ქალბატონო ლალი, მართალია, თქვენს ტკივილს ვერაფერი უშველის, მაგრამ ოდნავ შვება მაინც თუ მოგგვარათ მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებამ?

- თითქოს - კი, მაგრამ მაინც ძალიან მტკივა, ის ცოცხალია, ჩემები... დედა, და ხომ მიდიან მასთან, ხომ ნახულობენ? მე კი საფლავის ქვებს ვეფერები. მკვლელი დაისაჯა, მაგრამ მე - რა? მაგდა ცოცხალია, მზეზე, ჰაერზე გამოდის, ჩემები კი... სიკვდილით დასჯა რომ ყოფილიყო, ის უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ ასეთი კანონი ჩვენთან არ არსებობს.

- თითქმის ერთთვიან განხილვას ყოველდღე ესწრებოდით, როგორ შეაფასებდით მაგდას ქცევებს სასამართლო პროცესებზე?

- როგორ პიროვნებადაც მას ვიცნობდით, იმ ემოციით არ იჯდა სასამართლოზე. თუ მას ამ სისასტიკეს აბრალებდნენ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ასე წყნარად არ უნდა მჯდარიყო. ბოლოს რომ დამიპირისპირდა და წივილ-კივილით გავარდა, აი, ის იყო ნაღდი მაგდა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით.

- ბავშვის განზრახ მკვლელობაც დაუმტკიცეს. თქვენი აზრით, მას ესეც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი?

- კი, იმ ჩანაწერიდანაც ირკვევა ეს, რომელზეც ამბობენ, რომ ვითომ მე დავწერე. ექსპერტიზამაც დაამტკიცა, რომ ეს მაგდასი იყო, წერს, ორივეს გავუმზადო ტანსაცმელი და მეც გავიმზადო ტანსაცმელიო. ყველაფერი წინასწარ დაგეგმა და, როგორც პროკურორმა თქვა, სუფთა ფურცლიდან უნდოდა ბერძენიშვილთან ცხოვრების დაწყება, ყველას მოცილება სურდა.

ღმერთს მადლობა, რომ ეს ვერ მოახერხა. მაგდამ ვერ შეძლო, რომ ომარი მანქანაში ჩაეტენა, მეორე სართულზე შუქი რომ აინთო, ხელი შეეშალა და ამიტომ დამიძახა მეც. მას ყველაფერი სხვანაირად ჰქონდა დაგეგმილი.

- თქვენი აზრით, რას აპირებდა?

- ცხედრებს სადღაც გადაყრიდა ან ბენზინს გადაასხამდა. სადაც ამდენი რამე მოიფიქრა, რამეს იზამდა, მაგრამ ღმერთი ამაში მაინც დამეხმარა, რომ ჩემი მკვდრების საფლავები მაქვს და ბოლომდე ვერ განახორციელა თავისი განზრახვა... ალბათ მაგდა რაღაცით დაემუქრა, შემოუთვალა ლანას, თუ ჩემს მხარეს არ იქნები, ჩემ გვერდით დაჯდებიო. ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის ის, თუ რატომ ჰქონდა ლანას იმ ღამეს ტელეფონი გათიშული, არადა ტელეფონი არასოდეს გაუთიშავს. რატომ ეხვეწებოდა მაგდას, რომ ბავშვი მასთან დაეტოვებინა? როცა ჩვენ უროს არსებობის აზრზე არ ვიყავით, ლანამ საიდან იცოდა, რომ მაგდამ ურო იყიდა და 25 ლარი გადაიხადა? დედის გამოგზავნილი დოლარებით უროში 25 ლარი გადაიხადე, 20 დეკემბერს ამას გაჰკიოდა.

- ანუ ვარაუდობთ, რომ ლანამ იცოდა, მაგდა რასაც აპირებდა?

- კი, შეიძლება იმ დონემდე, რაც მაგდამ გააკეთა, არ იცოდა, არც ბავშვზე იცოდა, მაგრამ ომარს რომ რაღაცას უპირებდა, ეს ლანამ ასი პროცენტით იცოდა.

დასაფლავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლია შამუგია იყო ჩემთან. მითხრა, ლილი, ჩემი შვილის ნაცვლად ბოდიშს გიხდი, მუხლებზე დავეცემი და ისე მოგიხდი ბოდიშს. ვიცი, რომ ჩემი შვილი ამის გამკეთებელი არის და ის ჩემთვისაც მკვდარია, აღარ არსებობსო. ახლა რატომ იბრძვიან და ამ ბრძოლით რას ელიან, არ ვიცი.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი