ეყოლება, თუ არა სალომე ჭაჭუას კიდევ ერთი უკრაინელი მეწყვილე

ეყოლება, თუ არა სალომე ჭაჭუას კიდევ ერთი უკრაინელი მეწყვილე

როგორც ცნობილია, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ბოლო სეზონის დროს სალომე ჭაჭუას და მაქს რიჟიკოვის წყვილი დაიშალა.

მაქსი ოდესაში დაბრუნდა, პრაიმ დანსის მოსწავლეები დღემდე წერენ სოციალურ ქსელში, რომ მასწავლებელი ენატრებათ.

როგორც ჩანს, მაქსის გეგმებში საქართველოში დაბრუნება აღარ შედის.

სალომე კი ახალ მეწყვილეს ეძებს. უკვე მეორედ "ფეისბუქზე" თავისი მონაცემები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახალ პარტნიორს ეძებს.

სალომეს ახალი პარტნიორის მოძებნაში მისი ყოფილი შეყვარებული გიგი გაჩეჩილაძეც ეხმარებოდა, თუმცა როგორც ჩანს, უშედეგოდ.

ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი სალომეს სთავაზობს, ალექსეი პრიმაკოვს დაუკავშირდეს. როგორც ირკვევა, უკრაინელი მოცეკვავეც ეძებს პარტნიორს.

ალექსეი პრიმაკოვი კიევში ცხოვრობს და გარდა იმისა, რომ კარგად ცეკვავს, ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში ინდივიდუალურადაც ატარებს გაკვეთილებს.

იხილეთ ფოტო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება