სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯექსონის პირადი ექიმის სკანდალური განცხადება: "მაიკლს 12 წლის ნათლულზე სურდა დაქორწინება და 11 წლის ემა უოთსონი უყვარდა"
ჯექსონის პირადი ექიმის სკანდალური განცხადება: "მაიკლს 12 წლის ნათლულზე სურდა დაქორწინება და 11 წლის ემა უოთსონი უყვარდა"

მა­იკლ ჯექ­სონს თა­ვი­სი­ვე ნათ­ლუ­ლი მა­შინ შე­უყ­ვარ­და, რო­დე­საც გო­გო­ნა 5 წლის იყო, - ამ სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას პო­პის მე­ფის პი­რა­დი ექი­მი კონ­რად მი­უ­რეი აკე­თებს. გო­გო­ნა მა­იკ­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის, მსა­ხი­ობ მარკ ლეს­ტე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო. რო­დე­საც ჰა­რი­ე­ტი 12 წლის გახ­და, მომ­ღე­რა­ლი იმ­დე­ნად იყო ნათ­ლუ­ლით შე­პყრო­ბი­ლი, რომ სურ­და მას­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო.

წიგნ­ში This Is It, რო­მელ­შიც 63 წლის მი­უ­რეი მეგა-ვარ­სკვლავ­თან მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ბა და მის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ამ­ხელს, ექი­მი ასე­ვე წერს, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯექ­სონს "ჰარი პო­ტე­რის" ვარ­სკვლა­ვი, 11 წლის ემა უოთ­სო­ნი შე­უყ­ვარ­და. თუ უარს მი­ი­ღებ­და ნათ­ლუ­ლის­გან, ჯექ­სო­ნი უოთ­სო­ნის ცო­ლად შერ­თვას აპი­რებ­და.

63 წლის ექი­მი მი­უ­რეი წერს, რომ ჯექ­სო­ნი მას თა­ვის ახლო მე­გობ­რის ქა­ლიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდა. "მა­იკლს ჰა­რი­ე­ტი მა­შინ შე­უყ­ვარ­და, რო­დე­საც გო­გო­ნა 5 წლის იყო. რო­დე­საც 12-ს გახ­და, მთხო­ვა, გავ­ყო­ლო­დი გო­გო­ნას მა­მას­თან ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. მი­თხრა, რომ გო­გო­ნას მამა მარკ ლეს­ტე­რი იყო, მისი ახლო მე­გო­ბა­რი. რო­დე­საც ვკი­თხე, გო­გო­ნა რამ­დე­ნი წლი­საა-თქო, მი­თხრა, ზუს­ტად არ ვი­ციო, და­ახ­ლო­ე­ბით 12-ის იქ­ნე­ბაო. მე ვუ­თხა­რი, რომ ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი არ იყო. პი­რო­ბა მი­მა­ცე­მი­ნა, რომ ამის შე­სა­ხებ კრინტს არ დავ­ძრავ­დი", - იხ­სე­ნებს მი­უ­რეი.

მი­სი­ვე თქმით, ჯექ­სონს 2001 წელს, რო­დე­საც "ჰარი პო­ტე­რი" იხი­ლა, თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და ჰერ­მი­ონ გრე­ინ­ჯე­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ემა უოთ­სო­ნი, რო­მე­ლიც იმ დროს მხო­ლოდ 11 წლის იყო. "ის მის­თვის მე­ო­რე არ­ჩე­ვა­ნი იყო, თუ ჰა­რი­ეტ­თან არ გა­მო­ვი­დო­და ქორ­წი­ნე­ბა" - დას­ძენს პო­პის მე­ფის პი­რა­დი ექი­მი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mirror.co.uk-ს მი­ხედ­ვით

წა­ი­კი­თხეთ: რა იპო­ვეს ოთახ­ში, სა­დაც მა­იკლ ჯექ­სო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - შო­კის­მომ­გვრე­ლი ფო­ტო­ე­ბი პო­პის მე­ფის სა­ძი­ნებ­ლი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯექსონის პირადი ექიმის სკანდალური განცხადება: "მაიკლს 12 წლის ნათლულზე სურდა დაქორწინება და 11 წლის ემა უოთსონი უყვარდა"

ჯექსონის პირადი ექიმის სკანდალური განცხადება: "მაიკლს 12 წლის ნათლულზე სურდა დაქორწინება და 11 წლის ემა უოთსონი უყვარდა"

მაიკლ ჯექსონს თავისივე ნათლული მაშინ შეუყვარდა, როდესაც გოგონა 5 წლის იყო, - ამ სკანდალურ განცხადებას პოპის მეფის პირადი ექიმი კონრად მიურეი აკეთებს. გოგონა მაიკლის უახლოესი მეგობრის, მსახიობ მარკ ლესტერის ქალიშვილი იყო. როდესაც ჰარიეტი 12 წლის გახდა, მომღერალი იმდენად იყო ნათლულით შეპყრობილი, რომ სურდა მასზე რაც შეიძლება სწრაფად დაქორწინებულიყო.

წიგნში This Is It, რომელშიც 63 წლის მიურეი მეგა-ვარსკვლავთან მუშაობის შესახებ ყვება და მის საიდუმლოებებს ამხელს, ექიმი ასევე წერს, რომ მოგვიანებით ჯექსონს "ჰარი პოტერის" ვარსკვლავი, 11 წლის ემა უოთსონი შეუყვარდა. თუ უარს მიიღებდა ნათლულისგან, ჯექსონი უოთსონის ცოლად შერთვას აპირებდა.

63 წლის ექიმი მიურეი წერს, რომ ჯექსონი მას თავის ახლო მეგობრის ქალიშვილის სიყვარულში გამოუტყდა. "მაიკლს ჰარიეტი მაშინ შეუყვარდა, როდესაც გოგონა 5 წლის იყო. როდესაც 12-ს გახდა, მთხოვა, გავყოლოდი გოგონას მამასთან ქორწინების თაობაზე მოსალაპარაკებლად. მითხრა, რომ გოგონას მამა მარკ ლესტერი იყო, მისი ახლო მეგობარი. როდესაც ვკითხე, გოგონა რამდენი წლისაა-თქო, მითხრა, ზუსტად არ ვიციო, დაახლოებით 12-ის იქნებაო. მე ვუთხარი, რომ ასეთ პატარა ასაკში ქორწინება ნებადართული არ იყო. პირობა მიმაცემინა, რომ ამის შესახებ კრინტს არ დავძრავდი", - იხსენებს მიურეი.

მისივე თქმით, ჯექსონს 2001 წელს, როდესაც "ჰარი პოტერი" იხილა, თავდავიწყებით შეუყვარდა ჰერმიონ გრეინჯერის როლის შემსრულებელი ემა უოთსონი, რომელიც იმ დროს მხოლოდ 11 წლის იყო. "ის მისთვის მეორე არჩევანი იყო, თუ ჰარიეტთან არ გამოვიდოდა ქორწინება" - დასძენს პოპის მეფის პირადი ექიმი.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით

წაიკითხეთ: რა იპოვეს ოთახში, სადაც მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა - შოკისმომგვრელი ფოტოები პოპის მეფის საძინებლიდან

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა