ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ქვეითად მოსიარულე ირანის მოქალაქეს მსუბუქი მარკის ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.