სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა პროცესზე
რა განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა პროცესზე

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის­თვის გა­უ­გე­ბა­რია თუ რა­ტომ შე­იც­ვა­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­წყო­ბე­ბი იმ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც მას ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. რო­გორც რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, და­ახ­ლო­ე­ბით 8 თვის წინ, რო­დე­საც ის აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­ი­კი­თხა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იყო გან­წყო­ბა, რომ მათ იცოდ­ნენ თუ სად და რო­გორ და­ი­ხარ­ჯა თან­ხე­ბი, რო­მელ­თა გაფ­ლან­გვა­საც გა­მო­ძი­ე­ბა ედა­ვე­ბა.

"რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვი­ყა­ვი და­კი­თხვა­ზე, სხვა­ნა­ი­რი გან­წყო­ბა ჰქონ­დათ, რომ იცოდ­ნენ სად წა­ვი­და და რო­გორ და­ი­ხარ­ჯა ეს თან­ხე­ბი. ასე­თი რამ და­ფიქ­სირ­და პრო­კუ­რო­რის მიერ. დღეს კი რა­ტომ­ღაც შე­ი­ცა­ლა ეს გან­წყო­ბა, არ ვიცი. მე ვა­ღი­ა­რებ, რომ ჩემი ხელ­მო­წე­რე­ბი არის ამ დო­კუ­მენ­ტებ­ზე და ეს და­კი­თხვის დრო­საც ვთქვი, მაგ­რამ არ ვა­ღი­ა­რებ ბრალს", - გა­ნა­ცხა­და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის ჩა­ბა­რე­ბი­სას მის­თვის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტის აღ­მო­ჩე­ნას, რაც პრო­კუ­რორ­მა იმის არ­გუ­მენ­ტად მო­იყ­ვა­ნა, რომ გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ სამი აბი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტი ამე­რი­კა­ში შე­ი­ძი­ნა და სა­სა­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეყ­ვა­ნი­სას პრე­პა­რა­ტე­ბი თა­ვად აჩ­ვე­ნა მათ.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის პრო­ცეს­ზე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვილ­მა კი ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს 10 ათა­სი ლა­რის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლოს ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის პას­პორ­ტის ჩა­მორ­თმე­ვი­სა და "ცენ­ტრ პო­ინ­ტში" უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

საქ­მის მო­სა­მარ­თლე ამ დრო­ის­თვის სა­თათ­ბი­რო­დაა გა­სუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა პროცესზე

რა განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა პროცესზე

გუკა რჩეულიშვილისთვის გაუგებარია თუ რატომ შეიცვალა პროკურატურის განწყობები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მას ბრალი აქვს წაყენებული. როგორც რჩეულიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დაახლოებით 8 თვის წინ, როდესაც ის აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა, პროკურატურაში იყო განწყობა, რომ მათ იცოდნენ თუ სად და როგორ დაიხარჯა თანხები, რომელთა გაფლანგვასაც გამოძიება ედავება.

"როდესაც პროკურატურაში ვიყავი დაკითხვაზე, სხვანაირი განწყობა ჰქონდათ, რომ იცოდნენ სად წავიდა და როგორ დაიხარჯა ეს თანხები. ასეთი რამ დაფიქსირდა პროკურორის მიერ. დღეს კი რატომღაც შეიცალა ეს განწყობა, არ ვიცი. მე ვაღიარებ, რომ ჩემი ხელმოწერები არის ამ დოკუმენტებზე და ეს დაკითხვის დროსაც ვთქვი, მაგრამ არ ვაღიარებ ბრალს", - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

რაც შეეხება სამართალდამცველებისთვის ჩაბარებისას მისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის აღმოჩენას, რაც პროკურორმა იმის არგუმენტად მოიყვანა, რომ გუკა რჩეულიშვილი დააკავეს, რჩეულიშვილმა განმარტა, რომ სამი აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ამერიკაში შეიძინა და სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანისას პრეპარატები თავად აჩვენა მათ.

აღკვეთის ღონისძიების დადასტურების პროცესზე გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა კი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 10 ათასი ლარის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა სასამართლოს ასევე დამატებითი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის პასპორტის ჩამორთმევისა და „ცენტრ პოინტში“ უფლებამოსილების განხორციელების შეზღუდვის ღონისძიებების გატარება შესთავაზა.

საქმის მოსამართლე ამ დროისთვის სათათბიროდაა გასული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ