სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ახლახანს 11 შვილის მამა ჩამოასვენეს, მისი დედის საცოდავობით ვიწვოდი..." - სირიის ომში პანკისის ხეობიდან
"ახლახანს 11 შვილის მამა ჩამოასვენეს, მისი დედის საცოდავობით ვიწვოდი..." - სირიის ომში პანკისის ხეობიდან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. პან­კი­სის მკვიდ­რი ახალ­გაზ­რდა სი­რი­ა­ში და­ბომბვას ემსხვერ­პლა. ბექხან ტო­ხო­საშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად 2 წლის წინ გა­ემ­გზავ­რა.

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და რას ფიქ­რო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ­გაზ­რდებ­ზე, რომ­ლე­ბიც ტე­რო­რის­ტე­ბის გვერ­დით იბ­რძვი­ან, ან რო­გორ ცდი­ლო­ბენ იხ­სნან სხვა ახალ­გაზ­რდე­ბი დამ­ღუპ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­გან, ამის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნელს მექა ხან­გოშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ ეს არის დიდი ტრა­გე­დია. გვინ­და თუ არა, რე­ა­ლო­ბაა რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იბ­რძვი­ან სი­რი­ა­ში და სამ­წუ­ხა­როდ, არის დიდი მსხვერ­პლი. ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც ჩვენ ვართ, 20-მდე და­ღუ­პუ­ლი უკვე კა­ტას­ტრო­ფაა. მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი და ახ­ლაც იმა­ვე აზ­რზე ვარ - თა­ვის დრო­ზე სა­ხელ­მწი­ფოს რომ ჰქო­ნო­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, პან­კი­სის ხე­ო­ბის მი­მართ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დღეს ამ­ხე­ლა მსხვერ­პლი არ იქ­ნე­ბო­და.

- რა არის მი­ზე­ზი ახალ­გაზ­რდე­ბის წას­ვლი­სა, ფი­ნან­სე­ბი თუ იდე­ო­ლო­გია?

- ფი­ნან­სურ მო­ტივს გა­მოვ­რი­ცხავ, რად­გან რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც უკან დაბ­რუნ­და, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, რომ თურ­ქე­თი­დან წა­მო­სას­ვლე­ლი ფუ­ლიც არ ჰქონ­დათ და მშობ­ლებ­მა ჩა­ა­კი­თხეს წა­მო­საყ­ვა­ნად. ფი­ნან­სურ მო­ტივს ამ ახალ­გაზ­რდებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მოვ­რი­ცხავ, თუმ­ცა, ვი­ღაც ლი­დე­რე­ბი რომ ამ ბი­ჭე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხელს ით­ბო­ბენ, ეს თა­ვის­თვად ცხა­დია. თა­ვი­დან, 2011 წელს რო­დე­საც სი­რი­ა­ში პირ­ვე­ლად და­ი­წყო ომი, მა­შინ წას­ვლის მო­ტი­ვა­ცია ჩე­ჩე­ნი მო­ჰა­ჯი­რე­ბის და­სა­ცა­ვად წას­ვლა იყო, რომ­ლე­ბიც მო­გეს­ხე­ნე­ბათ, სი­რი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, თუ რა­ტო­მაც მი­დი­ან ეთ­ნი­კუ­რი ჩეჩ­ნე­ბი ანუ ქის­ტე­ბი ამ ომში, არის ის, რომ ბა­შარ ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასო­ცირ­დე­ბა რუ­სეთ­თან და წა­სუ­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ებ­რძვი­ან პუ­ტინს ანუ კრემლს.

- პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ შე­უძ­ლი­ათ იბ­რძო­ლონ ჩეჩ­ნეთ­ში, ან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში. მა­შინ რა­ტომ მი­დი­ან გა­ცი­ლე­ბით შორს - სი­რი­ა­ში?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად გე­თან­ხმე­ბით, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნას თვი­თონ აქვს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი, ჩეჩ­ნე­თი ჯერ კი­დევ რუ­სუ­ლი ჩექ­მის ქვე­შაა, რა თქმა უნდა, სი­რი­ა­ში ასე­თი დიდი მსხვერ­პლი ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია. თუ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა თვით­მკვლე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, მა­შინ ბა­რემ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო­სათ­ვის დაღ­ვა­რონ სის­ხლი და არა სა­დღაც უცხო­ეთ­ში, სა­დაც მუს­ლი­მე­ბი მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან. ეს არც ჰა­ზა­ვა­თია და არც ჯი­ჰა­დი.

- რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დე­ვა­რი რო­დე­საც საქ­მეს იწყებს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშო­ბე­ლის (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დე­დის) კურ­თხე­ვა, და­ლოც­ვა. ისი­ნი ვინც ომში მი­დი­ან, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ ამ კა­ნონს თუ იღე­ბენ კურ­თხე­ვას მშობ­ლი­სა­გან?

- ის­ლა­მი რო­გორც ჰუ­მა­ნუ­რი რე­ლი­გია, ქა­და­გებს რომ ადა­მი­ა­ნის სა­მო­თხე არის დე­დის ფეხ­ქვეშ და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ომში მი­დის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­დი­სა­გან ნე­ბარ­თვის აღე­ბა. არ­ცერ­თი დედა არ და­თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ შვი­ლი სხვის ომში გა­უშ­ვას საბ­რძოლ­ვე­ლად. ჩე­ჩე­ნი დე­დე­ბის 90% თა­ვი­სი ნე­ბით უშ­ვე­ბენ შვი­ლებს სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად, მეტ­საც გე­ტყვით, დე­დი­სერ­თა შვი­ლე­ბიც კი გა­უშ­ვი­ათ, მაგ­რამ, უცხო ომში, სა­დღაც არა­ბულ მი­წა­ზე გაშ­ვე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. სულ ახ­ლა­ხან 11 შვი­ლის მამა და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც ჩა­მო­ას­ვე­ნეს, მისი დე­დის სა­ცო­და­ვო­ბით ვიწ­ვო­დი. ქალ­მა ობ­ლად გა­ზარ­და ეს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი და სხვის ომში გა­უშ­ვებ­და?! გა­მო­რი­ცხუ­ლია მას დე­დის კურ­თხე­ვა მი­ე­ღო. ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი არ­ცერ­თი დედა აძ­ლევს კურ­თხე­ვას შვი­ლებს ომში წა­სას­ვლე­ლად. აქე­და­ნაც კარ­გად ჩანს, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ფრთის მიერ, ის­ლა­მი მორ­გე­ბუ­ლია სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს, რო­გორც უნ­დათ ისე წე­რენ კა­ნო­ნებს, ამი­ტო­მაც არაა მათ მი­მართ ნდო­ბა ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილ­ში.

- ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რებ ავ­ტო­რი­ტე­ტებს, თუ გაქვთ იდე­ო­ლო­გი­უ­რი სა­უბ­რე­ბი ახალ­გაზ­რდებ­თან?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ რა­დი­კა­ლურ ფრთას­თან მე არ მი­სა­უბ­რია, იმი­ტომ რომ მათ სა­უბ­რის სურ­ვი­ლიც არ აქვთ, თუმ­ცა ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დევ­რე­ბი რომ არ გა­და­ვიდ­ნენ ამ აზ­რზე და რომ არ მოხ­ვდნენ რა­დი­კა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის ქვეშ, რა თქმა უნდა, ამა­ზე მუ­დამ ვე­სა­უბ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ ეს ნა­წი­ლი მა­ინც გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ამ უბე­დუ­რე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ იმ­დე­ნად პა­ტა­რა ძალა ვართ უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა სპეც­სამ­სა­ხუ­რის წი­ნა­შე, რომ თუ სა­ხელ­მწი­ფოს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სტრა­ტე­გია არ იქნა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

- რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ?

- კომ­ლექ­სუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იქ­მნას სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, გარ­და ამი­სა მო­გეხ­სე­ნე­ბათ ხე­ო­ბის ახალ­გაზ­რდე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან კარ­გი სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით (მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის არა­ერ­თი ჩემ­პი­ო­ნია პან­კი­სი ხე­ო­ბი­დან) და მათი რე­ა­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დუ­ის­ში გა­იხ­სნა ძა­ლი­ან კარ­გი სპორტდარ­ბა­ზი, რაც ახალ­გაზ­რდებს და­ა­კა­ვებს. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მო­ი­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი კვო­ტა ხე­ო­ბის მა­ცხოვ­რე­ბელ­თათ­ვის. ამას წლე­ბია ვი­თხოვ­დით და შარ­შან რო­გორც იქნა, მოხ­და.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­სა (ზღვის დო­ნი­დან 800მ), ხე­ო­ბა ისარ­გებ­ლებს მთის კა­ნო­ნით არ­სე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით. კარ­გი პრო­ექ­ტე­ბია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, რათა ახალ­გაზ­რდე­ბი ცუდი იდე­ო­ლო­გი­ის ქვეშ კი არ მოხ­ვდნენ, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა ის­წავ­ლონ. და­მერ­წმუ­ნეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო 15-20 წლის წინ, ხე­ო­ბა­ში სულ სხვა სუ­რა­თი იქ­ნე­ბო­და, სამ­წუ­ხა­როდ ესეც არაა საკ­მა­რი­სი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა, უნდა მოხ­დეს მამა-პა­პუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მოძ­ლი­ე­რე­ბაც. ესაა სწო­რედ ის, რა­საც რა­დი­კა­ლუ­რი ფრთა ებ­რძვის და ამ ყვე­ლაფ­რის გა­დარ­ჩე­ნას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­უ­წყოს ხე­ლის სა­ხელ­მწი­ფომ.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ახლახანს 11 შვილის მამა ჩამოასვენეს, მისი დედის საცოდავობით ვიწვოდი..." - სირიის ომში პანკისის ხეობიდან

"ახლახანს 11 შვილის მამა ჩამოასვენეს, მისი დედის საცოდავობით ვიწვოდი..." - სირიის ომში პანკისის ხეობიდან

რამდენიმე დღის წინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის მკვიდრი ახალგაზრდა სირიაში დაბომბვას ემსხვერპლა. ბექხან ტოხოსაშვილი ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად 2 წლის წინ გაემგზავრა.

რა მდგომარეობაა პანკისის ხეობაში და რას ფიქრობენ ადგილობრივები ახალგაზრდებზე, რომლებიც ტერორისტების გვერდით იბრძვიან, ან როგორ ცდილობენ იხსნან სხვა ახალგაზრდები დამღუპველი გადაწყვეტილებისგან, ამის შესახებ კომენტარი ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს მექა ხანგოშვილს ვთხოვეთ:

- თავისთავად ცხადია, რომ ეს არის დიდი ტრაგედია. გვინდა თუ არა, რეალობაა რომ ჩვენი მოქალაქეები იბრძვიან სირიაში და სამწუხაროდ, არის დიდი მსხვერპლი. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, 20-მდე დაღუპული უკვე კატასტროფაა. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე აზრზე ვარ - თავის დროზე სახელმწიფოს რომ ჰქონოდა მიზანმიმართული პოლიტიკა, პანკისის ხეობის მიმართ, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამხელა მსხვერპლი არ იქნებოდა.

- რა არის მიზეზი ახალგაზრდების წასვლისა, ფინანსები თუ იდეოლოგია?

- ფინანსურ მოტივს გამოვრიცხავ, რადგან რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც უკან დაბრუნდა, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ თურქეთიდან წამოსასვლელი ფულიც არ ჰქონდათ და მშობლებმა ჩააკითხეს წამოსაყვანად. ფინანსურ მოტივს ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში გამოვრიცხავ, თუმცა, ვიღაც ლიდერები რომ ამ ბიჭების მეშვეობით ხელს ითბობენ, ეს თავისთვად ცხადია. თავიდან, 2011 წელს როდესაც სირიაში პირველად დაიწყო ომი, მაშინ წასვლის მოტივაცია ჩეჩენი მოჰაჯირების დასაცავად წასვლა იყო, რომლებიც მოგესხენებათ, სირიაში ცხოვრობენ. ყველაზე მთავარი მიზეზი, თუ რატომაც მიდიან ეთნიკური ჩეჩნები ანუ ქისტები ამ ომში, არის ის, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლება ასოცირდება რუსეთთან და წასულებს მიაჩნიათ, რომ ებრძვიან პუტინს ანუ კრემლს.

- პუტინის წინააღმდეგ შეუძლიათ იბრძოლონ ჩეჩნეთში, ან საკუთარ სამშობლოში, საქართველოში. მაშინ რატომ მიდიან გაცილებით შორს - სირიაში?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, როდესაც ჩვენს ქვეყანას თვითონ აქვს ტერიტორიები დასაბრუნებელი, ჩეჩნეთი ჯერ კიდევ რუსული ჩექმის ქვეშაა, რა თქმა უნდა, სირიაში ასეთი დიდი მსხვერპლი ყოვლად მიუღებელია და ძალიან გულსატკენია. თუ ამ ადამიანებმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ ბარემ საკუთარი სამშობლოსათვის დაღვარონ სისხლი და არა სადღაც უცხოეთში, სადაც მუსლიმები მუსლიმების წინააღმდეგ იბრძვიან. ეს არც ჰაზავათია და არც ჯიჰადი.

- რამდენადაც ცნობილია, ტრადიციული ისლამის მიმდევარი როდესაც საქმეს იწყებს, აუცილებელია მშობელის (განსაკუთრებულად დედის) კურთხევა, დალოცვა. ისინი ვინც ომში მიდიან, უგულებელყოფენ ამ კანონს თუ იღებენ კურთხევას მშობლისაგან?

- ისლამი როგორც ჰუმანური რელიგია, ქადაგებს რომ ადამიანის სამოთხე არის დედის ფეხქვეშ და როდესაც ადამიანი ომში მიდის, აუცილებელია დედისაგან ნებართვის აღება. არცერთი დედა არ დათანხმდება იმაზე, რომ შვილი სხვის ომში გაუშვას საბრძოლველად. ჩეჩენი დედების 90% თავისი ნებით უშვებენ შვილებს სამშობლოს დასაცავად, მეტსაც გეტყვით, დედისერთა შვილებიც კი გაუშვიათ, მაგრამ, უცხო ომში, სადღაც არაბულ მიწაზე გაშვება გამორიცხულია. სულ ახლახან 11 შვილის მამა დაიღუპა, როდესაც ჩამოასვენეს, მისი დედის საცოდავობით ვიწვოდი. ქალმა ობლად გაზარდა ეს ერთადერთი შვილი და სხვის ომში გაუშვებდა?! გამორიცხულია მას დედის კურთხევა მიეღო. ხეობაში მცხოვრები არცერთი დედა აძლევს კურთხევას შვილებს ომში წასასვლელად. აქედანაც კარგად ჩანს, რომ რადიკალური ფრთის მიერ, ისლამი მორგებულია საკუთარ ინტერესებს, როგორც უნდათ ისე წერენ კანონებს, ამიტომაც არაა მათ მიმართ ნდობა ხეობის მოსახლეობის დიდ ნაწილში.

- ხეობაში მცხოვრებ ავტორიტეტებს, თუ გაქვთ იდეოლოგიური საუბრები ახალგაზრდებთან?

- სიმართლე გითხრათ, ამ რადიკალურ ფრთასთან მე არ მისაუბრია, იმიტომ რომ მათ საუბრის სურვილიც არ აქვთ, თუმცა ტრადიციული ისლამის მიმდევრები რომ არ გადავიდნენ ამ აზრზე და რომ არ მოხვდნენ რადიკალური იდეოლოგიის ქვეშ, რა თქმა უნდა, ამაზე მუდამ ვესაუბრებით ახალგაზრდებს. მაქსიმალურად ვცდილობთ ეს ნაწილი მაინც გადავარჩინოთ ამ უბედურებას, სამწუხაროდ, ჩვენ იმდენად პატარა ძალა ვართ უამრავი სხვადასხვა სპეცსამსახურის წინაშე, რომ თუ სახელმწიფოს მიზანმიმართული სტრატეგია არ იქნა შემუშავებული, ძალიან გაგვიჭირდება.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

- კომლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი. აუცილებლად უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გარდა ამისა მოგეხსენებათ ხეობის ახალგაზრდები გამოირჩევიან კარგი სპორტული მონაცემებით (მსოფლიოს და ევროპის არაერთი ჩემპიონია პანკისი ხეობიდან) და მათი რეალიზებაა საჭირო. საბედნიეროდ, დუისში გაიხსნა ძალიან კარგი სპორტდარბაზი, რაც ახალგაზრდებს დააკავებს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტში გამოიყო სპეციალური კვოტა ხეობის მაცხოვრებელთათვის. ამას წლებია ვითხოვდით და შარშან როგორც იქნა, მოხდა.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ჩვენი ადგილმდებარეობისა (ზღვის დონიდან 800მ), ხეობა ისარგებლებს მთის კანონით არსებული შეღავათებით. კარგი პროექტებია განათლების სფეროში, რათა ახალგაზრდები ცუდი იდეოლოგიის ქვეშ კი არ მოხვდნენ, არამედ სახელმწიფოებრივი აზროვნება ისწავლონ. დამერწმუნეთ ეს ყველაფერი რომ ყოფილიყო 15-20 წლის წინ, ხეობაში სულ სხვა სურათი იქნებოდა, სამწუხაროდ ესეც არაა საკმარისი, აუცილებელია ტრადიციული ისლამის გაძლიერება, უნდა მოხდეს მამა-პაპური ტრადიციების მოძლიერებაც. ესაა სწორედ ის, რასაც რადიკალური ფრთა ებრძვის და ამ ყველაფრის გადარჩენას აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელის სახელმწიფომ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ