სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი IV ლაშას სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც ერთადერთი ცალია შემორჩენილი
გიორგი IV ლაშას სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც ერთადერთი ცალია შემორჩენილი

გი­ორ­გი IV ლა­შას სპი­ლენ­ძის უნი­კა­ლუ­რი მო­ნე­ტა, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი ცა­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, სწო­რი ჭედ­ვი­საა. ამ მო­ნე­ტის ტიპი - მთე­ლი ტა­ნით აღ­მარ­თუ­ლი მე­ფის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა - იმე­ო­რებს ბი­ზან­ტი­უ­რი მო­ნე­ტის ტიპს. თუმ­ცა, ზედ­წე­რი­ლი მას­ზე ქარ­თუ­ლი და არა­ბუ­ლია.

1208-1210 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თურქ-სელ­ჩუკ­თა წი­ნა­აღ­მდეგ აწყობს ძლე­ვა­მო­სილ ლაშ­ქრო­ბებს, რო­მელ­შიც თვით მეფე გი­ორ­გი IV ლაშა მო­ნა­წი­ლე­ობს. მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის შემ­დეგ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ლაშა-გი­ორ­გის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია, მისი სა­ზე­ი­მოდ მე­ფედ კურ­თხე­ვა 1210 წელს. მო­ნე­ტა­ზე აი­სა­ხა ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა.

მე­მა­ტი­ა­ნე ლა­შას დიდ წი­ნა­პარს და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს ადა­რებს: "მი­სი­თა მკლა­ვი­თა ომნი დასხნა და გარ­და­ი­ხა­და სიმცრო­ვე­სა შინა სწორ­ნი და­ვით პა­პის-პა­პი­სა მი­სი­სა­ნი".

სპი­ლენ­ძი. გი­ორ­გი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

AV. მეფე იმ­პე­რა­ტო­რის ინ­სიგ­ნი­ე­ბით. ქარ­თუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "გი­ორ­გი, ძე თა­მა­რი­სი. ქო­რო­ნი­კო­ნი 430".

RV. ვარ­დუ­ლის ოთხ ფურ­ცელ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია არა­ბუ­ლი წარ­წე­რა: "მე­ფე­თა მეფე გი­ორ­გი, ძე თა­მა­რი­სი, მახ­ვი­ლი მე­სი­ი­სა. წელ­სა ექ­ვსას ექ­ვსსა" (1210 წ.)

გა­ი­გეთ მეტი "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ის" შე­სა­ხებ

გა­მო­ი­წე­რეთ მო­ნე­ტე­ბის წიგ­ნი-ალ­ბო­მი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი IV ლაშას სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც ერთადერთი ცალია შემორჩენილი

გიორგი IV ლაშას სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც ერთადერთი ცალია შემორჩენილი

გიორგი IV ლაშას სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც ერთადერთი ცალია შემორჩენილი, სწორი ჭედვისაა. ამ მონეტის ტიპი - მთელი ტანით აღმართული მეფის გამოსახულება - იმეორებს ბიზანტიური მონეტის ტიპს. თუმცა, ზედწერილი მასზე ქართული და არაბულია.

1208-1210 წლებში საქართველოს სამეფო სამხრეთის მიმართულებით, თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ აწყობს ძლევამოსილ ლაშქრობებს, რომელშიც თვით მეფე გიორგი IV ლაშა მონაწილეობს. მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ უნდა მომხდარიყო ლაშა-გიორგის ძალაუფლების ლეგიტიმაცია, მისი საზეიმოდ მეფედ კურთხევა 1210 წელს. მონეტაზე აისახა ქვეყნის რეალური პოლიტიკური ვითარება.

მემატიანე ლაშას დიდ წინაპარს დავით აღმაშენებელს ადარებს: "მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიხადა სიმცროვესა შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი".

სპილენძი. გიორგი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

AV. მეფე იმპერატორის ინსიგნიებით. ქართული ზედწერილი: "გიორგი, ძე თამარისი. ქორონიკონი 430".

RV. ვარდულის ოთხ ფურცელში მოთავსებულია არაბული წარწერა: "მეფეთა მეფე გიორგი, ძე თამარისი, მახვილი მესიისა. წელსა ექვსას ექვსსა" (1210 წ.)

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს