სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გასაიდუმლოებული კომბინაცია ლარის წინააღმდეგ
გასაიდუმლოებული კომბინაცია ლარის წინააღმდეგ

დღეს ლა­რის მო­მა­ვა­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ურ­კვე­ვე­ლი და ბუნ­დო­ვა­ნია. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მთავ­რო­ბა ცდი­ლობს ხალ­ხი 2,4-ის ნიშ­ნულს შე­ა­გუ­ოს. ხალ­ხი კი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ბიზ­ნე­სი - დამფრ­თხა­ლი, ხოლო ფი­ნან­სის­ტე­ბი - დაბ­ნე­ულ­ნი. არა­ნა­ი­რი მი­ნიშ­ნე­ბა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ახლო ან თუნ­დაც შო­რულ მო­მა­ვალ­ში, არ კეთ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი და სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ვა­ლუ­ტე­ბი მყარ­დე­ბა, ქარ­თუ­ლი ლარი კი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ 3 პუნ­ქტით გა­უ­ფა­სურ­და. ეკო­ნო­მის­ტე­ბის ნა­წი­ლის პროგ­ნო­ზი, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლარი ისევ გამ­ყა­რე­ბის გზას და­ად­გე­ბო­და, არ გა­მარ­თლდა.

წინა სამ­შა­ბათს ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი დო­ლა­რის მი­მართ 2,3093 ლარი იყო, დღეს 2,3393 ლა­რია. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა მკვეთ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბის­კენ 14 ივ­ნი­სი­დან შე­მობ­რუნ­და მა­შინ, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში ყვე­ლა ქვეყ­ნის ვა­ლუ­ტა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მა­ნა­თის გარ­და, მყარ­დე­ბო­და. პირ­ვე­ლი ივ­ნი­სის შემ­დეგ რუ­სუ­ლი რუბ­ლი დო­ლა­რის მი­მართ 66 ნიშ­ნუ­ლი­დან 64,20 ნიშ­ნუ­ლამ­დეა გამ­ყა­რე­ბუ­ლი. საკ­მა­ოდ კარ­გი პო­ზი­ცია უკა­ვია თურ­ქულ ლი­რას, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ებ­ში გა­უ­ფა­სუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ვა­ლუ­ტა იყო. თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ლირა დო­ლა­რის მი­მართ 2,95 ნიშ­ნუ­ლი­დან 2,90 ნიშ­ნუ­ლამ­დე გამ­ყარ­და. ასე­ვე მყარ­დე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი გრივ­ნაც კი - 25,14-დან 24,15-მდე.

ბოლო პე­რი­ოდ­ში რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რი სომ­ხუ­რი დრა­მია, რო­მე­ლიც ისევ გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა. 1-ლი ივ­ნი­სის შემ­დეგ მან დო­ლა­რის მი­მართ 477,88 ნიშ­ნუ­ლი­დან 476,74 ნიშ­ნუ­ლამ­დე გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა პო­ზი­ცი­ე­ბი. თვე­ნა­ხევ­რი­ან პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მა­ნა­თი დო­ლა­რის მი­მართ 6 პუნ­ქტით გა­უ­ფა­სურ­და, ქარ­თუ­ლი ლარი კი - 21 პუნ­ქტით.

ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მთავ­რო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ხმას არ იღე­ბენ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი დაბ­ნე­ულ­ნი არი­ან, მო­მა­ვა­ლი ყვე­ლას­თვის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

"გა­ურ­კვე­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბია. არა მარ­ტო მე, არა­მედ ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა ვერ ხსნის ამას. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბიც აღარ კეთ­დე­ბა, არა­და, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა 21 პუნ­ქტით გა­უ­ფა­სურ­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, რა­ტომ უფა­სურ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტა, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ გვაქვს", - აცხა­დებს "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსთან" პირ­ვე­ლი საკ­რე­დი­ტო კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გივი კო­რინ­თე­ლი და დას­ძენს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით კურ­სი ახლა არ უნდა უფა­სურ­დე­ბო­დეს, ვექ­ტო­რი უფრო გამ­ყა­რე­ბის­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი.

კო­რინ­თე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ წინა პე­რი­ო­დებ­თან შე­და­რე­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბა აშ­კა­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

"რე­ა­ლუ­რად რაც ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას ვა­ლუ­ტის კურ­სის ფორ­მი­რე­ბა­ზე - ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის სალ­დო, ჩა­რი­ცხვე­ბი, ტუ­რიზ­მი და ა. შ. ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია. მე­ტიც, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ ლარი

მა­ინც უფა­სურ­დე­ბა. ამა­ზე პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ფორმ­ცა­ია აქვს ეროვ­ნულ ბანკს და გან­ცხა­დე­ბა სწო­რედ ამ უწყე­ბი­დან უნდა გა­კეთ­დეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გივი კო­რინ­თე­ლი.

"ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სი": ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ამ­ბობს, რომ იგი მხო­ლოდ ინფლა­ცი­ა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და ამ კუ­თხით ქვე­ყა­ნა­ში კარ­გი ვი­თა­რე­ბაა. ვა­ლუ­ტის კურ­სი კი მისი საზ­რუ­ნა­ვი არ არის...

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

))
0

შენი ქმარი მიხვდა რომ მისი დრო წავიდა? კი ხართ ჩაფრენილები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გასაიდუმლოებული კომბინაცია ლარის წინააღმდეგ

გასაიდუმლოებული კომბინაცია ლარის წინააღმდეგ

დღეს ლარის მომავალი ყველაზე მეტად გაურკვეველი და ბუნდოვანია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობა ცდილობს ხალხი 2,4-ის ნიშნულს შეაგუოს. ხალხი კი გაღიზიანებულია, ბიზნესი - დამფრთხალი, ხოლო ფინანსისტები - დაბნეულნი. არანაირი მინიშნება, თუ რა შეიძლება მოხდეს ახლო ან თუნდაც შორულ მომავალში, არ კეთდება.

საქართველოს მეზობელი და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მყარდება, ქართული ლარი კი ერთი კვირის განმავლობაში კიდევ 3 პუნქტით გაუფასურდა. ეკონომისტების ნაწილის პროგნოზი, რომ მოულოდნელად გაუფასურებული ლარი ისევ გამყარების გზას დაადგებოდა, არ გამართლდა.

წინა სამშაბათს ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,3093 ლარი იყო, დღეს 2,3393 ლარია. ეროვნული ვალუტა მკვეთრი გაუფასურებისკენ 14 ივნისიდან შემობრუნდა მაშინ, როდესაც რეგიონში ყველა ქვეყნის ვალუტა, აზერბაიჯანული მანათის გარდა, მყარდებოდა. პირველი ივნისის შემდეგ რუსული რუბლი დოლარის მიმართ 66 ნიშნულიდან 64,20 ნიშნულამდეა გამყარებული. საკმაოდ კარგი პოზიცია უკავია თურქულ ლირას, რომელიც ბოლო თვეებში გაუფასურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ვალუტა იყო. თვენახევრის განმავლობაში ლირა დოლარის მიმართ 2,95 ნიშნულიდან 2,90 ნიშნულამდე გამყარდა. ასევე მყარდება უკრაინული გრივნაც კი - 25,14-დან 24,15-მდე.

ბოლო პერიოდში რეგიონში ყველაზე სტაბილური სომხური დრამია, რომელიც ისევ გამყარების ტენდენციით ხასიათდება. 1-ლი ივნისის შემდეგ მან დოლარის მიმართ 477,88 ნიშნულიდან 476,74 ნიშნულამდე გაიუმჯობესა პოზიციები. თვენახევრიან პერიოდში აზერბაიჯანული მანათი დოლარის მიმართ 6 პუნქტით გაუფასურდა, ქართული ლარი კი - 21 პუნქტით.

ქვეყანაში სრული უპასუხისმგებლობაა. მთავრობა და ეროვნული ბანკი ხმას არ იღებენ, სპეციალისტები დაბნეულნი არიან, მომავალი ყველასთვის შემაშფოთებელია.

"გაურკვეველი პროცესებია. არა მარტო მე, არამედ ბევრი ჩემი კოლეგა ვერ ხსნის ამას. თუ დააკვირდებით, ოფიციალური განცხადებებიც აღარ კეთდება, არადა, ეროვნული ვალუტა 21 პუნქტით გაუფასურდა. სიმართლე გითხრათ, რატომ უფასურდება ქართული ვალუტა, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელი და დასძენს, რომ ყველანაირი ეკონომიკური თეორიის მიხედვით კურსი ახლა არ უნდა უფასურდებოდეს, ვექტორი უფრო გამყარებისკენ უნდა იყოს მიმართული.

კორინთელი აღნიშნავს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ წინა პერიოდებთან შედარებით, მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია.

"რეალურად რაც ახდენს ზეგავლენას ვალუტის კურსის ფორმირებაზე - ექსპორტ-იმპორტის სალდო, ჩარიცხვები, ტურიზმი და ა. შ. ყველაფერი გამოსწორებულია. მეტიც, გაუმჯობესებულია თითქმის ყველა მაჩვენებელი, მაგრამ ლარი

მაინც უფასურდება. ამაზე პასუხი არ არსებობს. ყველაზე მეტი ინფორმცაია აქვს ეროვნულ ბანკს და განცხადება სწორედ ამ უწყებიდან უნდა გაკეთდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება", - აღნიშნავს გივი კორინთელი.

"ბიზნეს-რეზონანსი": ეროვნული ბანკი ამბობს, რომ იგი მხოლოდ ინფლაციაზეა პასუხისმგებელი და ამ კუთხით ქვეყანაში კარგი ვითარებაა. ვალუტის კურსი კი მისი საზრუნავი არ არის...

წაიკითხეთ სრულად

"გუშინწინ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ - კეზერაშვილის" - ირაკლი კობახიძე გვარამიასა და კეზერაშვილის "სიზმრებს ხსნის"

"სააკაშვილმა გახარიას კი არა, მელიას გაუჩალიჩა... უკუდურესად ეჭვიანი კაცია" - თამარ ჩერგოლეიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი