ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩ­მა "მიშ­ვი­ლა" - რჩევები დროის მართვის შესახებ საქმიანი ქალისგან

ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩ­მა "მიშ­ვი­ლა" - რჩევები დროის მართვის შესახებ საქმიანი ქალისგან

იყო დრო, რო­ცა დღეს­დღე­ო­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი, ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნი ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ებ­ში მი­დი­ო­და და ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან ტექ­ს­ტებს თარ­გ­მ­ნი­და, გა­სამ­რ­ჯე­ლოდ კი - გვერ­დ­ში ლარს იღებ­და... უამ­რა­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლი აქვს გა­მოც­ვ­ლი­ლი. ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ხუთ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად კი შინ მოს­წავ­ლე­ებს ინ­გ­ლი­სურ ენას ას­წავ­ლი­და. მი­სი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი სა­ი­დუმ­ლო მო­უს­ვენ­რო­ბა გახ­ლავთ. ამ­ჟა­მად, მო­უს­ვე­ნა­რი და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ნა­თია თა­ნა­ნაშ­ვი­ლი მის მი­ერ­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შემ­ს­წავ­ლელ ცენტრს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს და სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ა­ში ლექ­ცი­ა­საც კითხუ­ლობს... უამ­რა­ვი საქ­მის მი­უ­ხე­და­ვად, არც ხა­სი­ა­თი გა­უ­ხე­შე­ბია და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის­თ­ვი­საც იც­ლის, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი გახ­ლავთ...

დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­სი შე­მარ­თე­ბა და საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი, უფ­რო მე­ტად ნა­ყო­ფი­ე­რი ცხოვ­რე­ბის და­საწყე­ბად...

- პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტი ვარ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე ბრი­ტა­ნეთ­ში, ლი­ცე­უმ­ში ვსწავ­ლობ­დი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის იმ­ხე­ლა ბა­ზა მქონ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ახალს ვე­ღა­რა­ფერს ვის­წავ­ლი­დი. ამი­ტომ უცხო ენის ფა­კულ­ტე­ტის ნაც­ვ­ლად, დიპ­ლო­მა­ტია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ავირ­ჩიე.

- აღ­ნიშ­ნეთ, ბრი­ტა­ნეთ­ში ვსწავ­ლობ­დიო. იქ რო­გორ მოხ­ვ­დით?

- ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩ­მა და­მა­ფი­ნან­სა - "მიშ­ვი­ლა" და ლი­ცე­უმ­ში ჩა­ვა­ბა­რე.

- ელ­ჩის ასე­თი ყუ­რადღე­ბა რით და­იმ­სა­ხუ­რეთ?

- ელ­ჩის გო­გო­ნა - ლინ­და ჩე­მი ახ­ლო მე­გო­ბა­რი იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. ბი­ძა­ჩე­მი სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და. ის და ელ­ჩი მე­გობ­რობ­დ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მე და ლინ­დაც დავ­მე­გობ­რ­დით. შემ­დეგ, რო­ცა ელჩს მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი ამო­ე­წუ­რა და ლინ­და ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუნ­და, ჩემს ოჯახს შეს­თა­ვა­ზა, - და­ვა­ფი­ნან­სებ, ჩემ­თან იცხოვ­რო­სო. ბრი­ტა­ნეთ­ში წა­მიყ­ვა­ნა, ლი­ცე­უმ­ში მას­წავ­ლა და შემ­დეგ გა­მო­მიშ­ვა... 15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე (16 წლის იყო) ავიყ­ვა­ნე. მახ­სოვს, თვე­ში 25 ლარს ვი­ღებ­დი. 1 თვის მე­რე უკ­ვე 2 მოს­წავ­ლე მყავ­და... ჩე­მი საქ­მე თით­ქ­მის ბავ­შ­ვო­ბი­დან მქონ­და: 19 წლის სტუ­დენ­ტ­მა სარ­დაფ­ში თარ­ჯი­მან­თა სა­კუ­თა­რი ბი­უ­რო გავ­ხ­სე­ნი. მა­ნამ­დე თარ­ჯი­მან­თა ბი­უ­რო­ებ­ში ტექ­ს­ტებს ლა­რად ვთარ­გ­მ­ნი­დი, ლექ­სი­კო­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით. მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტით და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით და თარ­გ­მ­ნა­ში ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დი...

- თარ­ჯი­მან­თა სა­კუ­თა­რი ბი­უ­როს გახ­ს­ნა­ში ვინ­მე და­გეხ­მა­რათ თუ უკ­ვე თა­ვად გქონ­დათ სა­ა­მი­სო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზა?

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არა­ვინ დამ­ხ­მა­რე­ბია. გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა მო­ვაგ­რო­ვე, ზო­გი ვი­სეს­ხე, სარ­დაფ­ში რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თე. თავ­და­პირ­ვე­ლად, მარ­ტო ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ ორი მე­გო­ბა­რი ავიყ­ვა­ნე... მა­ნამ­დე ტან­საც­მ­ლის მა­ღა­ზია მქონ­და. მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­მოსს თა­ვად ვკე­რავ­დი, თე­ქა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, კაშ­ნე­ებს ვქსოვ­დი...

- კერ­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლეთ?

- სამ­კერ­ვა­ლო­ში მე­გობ­რე­ბი მყავ­და, რომ­ლე­ბიც სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ დი­ზა­ინს, კერ­ვას და ა.შ. ხელ­გარ­ჯი­ლო­ბა მეც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. 2-3 თვე ერთ ქალ­ბა­ტონ­თან თარ­გე­ბის აღე­ბას და სხვა დე­ტა­ლებს ვსწავ­ლობ­დი.

- სამ­კერ­ვა­ლოს თარ­ჯი­მან­თა ბი­უ­როდ გა­და­კე­თე­ბა რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ?

- ჩე­მი პრო­ფი­ლი მა­ინც უფ­რო თარ­გ­მა­ნი იყო. ტან­საც­მ­ლის მა­ღა­ზია ერ­თ­გ­ვა­რი გა­სარ­თო­ბი გახ­ლ­დათ... გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, თარ­ჯი­მან­თა ბი­უ­როს ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე შე­ვუ­ერ­თეთ. რამ­დე­ნი­მე კომ­პი­უ­ტე­რი ვი­ყი­დეთ. ჩვენს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დი­ო­და: ქსე­როქ­სი, აკინ­ძ­ვა, ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა... ამა­სო­ბა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე და ოფი­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი რო­მე­ლი იყო?

- თბი­ლის­ში, ცნო­ბილ სას­ტუმ­რო­ში აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მე­ნე­ჯე­რის ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი; შემ­დეგ ერთ-ერთ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან გი­დად ვმუ­შა­ობ­დი; მე­რე იმა­ვე კომ­პა­ნი­ა­ში უფ­რო მა­ღა­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ვი­კა­ვე. იქი­დან ევ­რო­კავ­ში­რის ფონ­დებ­ში თარ­ჯიმ­ნად გა­და­ვე­დი. 22 წლის გო­გოს­თ­ვის ეს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა იყო. ერ­თ­გ­ვა­რი შე­ჯიბ­რე­ბის სა­ხით, გა­მოც­დილ თარ­ჯიმ­ნებს შო­რის შე­მარ­ჩი­ეს. მრგვალ მა­გი­დას­თან, სინ­ქ­რონ­ში თარ­გ­მა­ნი მიხ­დე­ბო­და. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი სინ­ქ­რო­ნუ­ლი თარ­გ­მა­ნი რომ და­ვას­რუ­ლე, ჰოლ­ში გა­ვე­დი. ხელ­ში ჭი­ქით წყა­ლი მე­ჭი­რა. გა­თი­შუ­ლი, კე­დელ­თან ვი­დე­ქი და ხე­ლი მი­კან­კა­ლებ­და. 2 ენა­ზე დი­ნა­მი­კუ­რად მო­მუ­შა­ვე ტვი­ნი ისე­თი გა­დატ­ვირ­თუ­ლი მქონ­და, არა­ვის და­ნახ­ვა და ზედ­მე­ტი კითხ­ვის მოს­მე­ნა არ მინ­დო­და... შემ­დეგ ბან­კებ­ში, გა­ე­როს ფონ­დებ­ში თარ­ჯიმ­ნად ვმუ­შა­ობ­დი, სკო­ლა­ში - ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლად... ერთ-ერთ ბან­კ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პი­რა­დი თარ­ჯი­მა­ნიც გახ­ლ­დით. მე­რე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში ამიყ­ვა­ნეს, რო­გორც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თარ­ჯი­მა­ნი. სა­მი­ნის­ტ­როს­თან დღე­საც ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ.

ასე­ვე, თბი­ლი­სი­დან ვა­შინ­გ­ტონ­ში 4 წე­ლი ვმუ­შა­ობ­დი - ერთ-ერ­თი კომ­პა­ნი­ის Aplication World-ის მომ­ხ­მა­რებ­ლებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით ვეხ­მა­რე­ბო­დი. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი მქონ­და - კომ­პა­ნი­ას კად­რი ამე­რი­კა­ში რომ აეყ­ვა­ნა, შე­საძ­ლოა, მის­თ­ვის 4 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ე­ხა­და, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ თან­ხის მე­ოთხე­დი ჩემ­ხე­ლა გო­გოს­თ­ვის კარ­გი გა­სამ­რ­ჯე­ლო იყო.

- ამ კომ­პა­ნი­ა­ში რო­გორ მოხ­ვ­დით?

- იმ ბან­კ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, უძ­ლი­ე­რე­სი პროგ­რა­მის­ტი - შო­თა ქას­რა­ძეც მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც ჩე­მი მე­გო­ბა­რია. ის ამე­რი­კა­ში საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და და ჩემ მი­ერ ნახ­სე­ნებ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. კომ­პა­ნი­ას და­ბა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი კად­რი სჭირ­დე­ბო­და და შო­თამ ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბაც და ტრე­ნინ­გიც "სკა­ი­პით" გა­ვი­ა­რე. ალ­ბათ, ესეც იღ­ბა­ლია - სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩ­ნ­დი... იმავ­დ­რო­უ­ლად, ერთ-ერთ ბრი­ტა­ნულ სკო­ლა­ში ინ­გ­ლი­სუ­რის პე­და­გო­გად ვმუ­შა­ობ­დი, სა­ი­და­ნაც ტენ­დერ­ში მო­ვი­გეთ და ბრი­ტა­ნე­თის სა­კონ­სუ­ლომ დაგ­ვა­ფი­ნან­სა. გა­ე­როს და­ფი­ნან­სე­ბით, კომ­პა­ნი­ებ­ში ინ­გ­ლი­სურ ენას ვას­წავ­ლი­დი... პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა სკო­ლა­შიც პე­და­გო­გად ვმუ­შა­ობ­დი, ბან­კ­ში კი - თარ­ჯიმ­ნად... დღის ბო­ლოს, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლე­ებს ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი. დრო­ის სიმ­ცი­რის გა­მო, ბევ­რი მოს­წავ­ლის აყ­ვა­ნას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი.

- ცენ­ტ­რის გახ­ს­ნა გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, რის­კი­ა­ნი ნა­ბი­ჯი არ იყო? დღეს­დღე­ო­ბით, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რი კურ­სი არ­სე­ბობს...

- ამ ბიზ­ნე­სის წა­მოწყე­ბი­სას ში­შის გრძნო­ბა არ გამ­ჩე­ნია, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი ისე­დაც მყავ­და. კონ­კუ­რენ­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა: სხვა ცენ­ტ­რებს ის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი არ აქვთ, რაც - ჩვენ: ვე­ბი­ნა­რე­ბი (სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ­მე­თო­დი), ბა­ნა­კე­ბი... ვე­ბი­ნა­რე­ბის გა­მო, ბევ­რ­მა გაგ­ვაკ­რი­ტი­კა - მა­გა­ლი­თად, ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში რო­გორ უნ­და ვის­წავ­ლო­თო? არა­და, ეს სწავ­ლე­ბის საკ­მა­ოდ გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი მე­თო­დია. რე­გი­ო­ნე­ბი­დან ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გვაქვს... ყვე­ლა­ზე დი­დი ინო­ვა­ცია მა­ინც, ბავ­შ­ვ­თა ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ზაფხუ­ლო და სა­ზამ­თ­რო ბა­ნა­კე­ბი გახ­ლავთ: მსგავს ბა­ნა­კებს ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი აწყობ­დ­ნენ, მაგ­რამ ისი­ნი აქ­ცენტს ტუ­რიზ­მ­ზე აკე­თებ­დ­ნენ, ჩვენ კი ფო­კუ­სი­რე­ბას გა­ნათ­ლე­ბა­ზე ვახ­დენთ. ბა­ნა­კებ­ში ბრი­ტა­ნე­ლი და ამე­რი­კე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი გვყავს, ხო­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი (სუ­პერ­ვა­ი­ზე­რე­ბი) ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან. გვყავს პე­დი­ატ­რე­ბი - უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა და­ცუ­ლი განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი