დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ხვალიდან ტერეზა მეი დაიკავებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ხვალიდან ტერეზა მეი დაიკავებს

დიდ ბრიტანეთს ხვალიდან ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა.

მისი თქმით, 12 ივლისს ის მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომას უხელმძღვანელებს, 13 ივლისს კი, პრემიერ-მინისტრის პოსტს შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი დაიკავებს.

"მიხარია, რომ ტერეზა მეი შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება. ის ძლიერი, კომპეტენტური ადამიანია, და მას ჩემი სრული მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა ქემერონმა.

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გაიმარჯვეს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."