"ამ ბანდიტებთან როგორ უნდა ითანამშრომლოს" - რა იცის ვახტანგ რჩეულიშვილმა შვილის ადგილსამყოფელის შესახებ

"ამ ბანდიტებთან როგორ უნდა ითანამშრომლოს" - რა იცის ვახტანგ რჩეულიშვილმა შვილის ადგილსამყოფელის შესახებ

"ჩვენი მთავარი მიზანია მოსახლეობას ბინები ჩავაბაროთ და რაც არ უნდა გაიგიჟოს თავი ხელისუფლებამ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ" - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" დამფუძვნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის გარშემო მიმდინარე სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

რჩეულიშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას მისი ოჯახის ქონების ხელში ჩაგდება უნდა.

"დღეს რაც ხდება, ეს არის ქონების გადანაწილება. ამ გაუბედურებულ ხალხს ამისთვის იყენებენ. სინამდვილეში, მოსახლეობას რომ ბინები არ აქვთ, ამ ხელისუფლების ბრალია... რაც შეეხება კონკრეტულად მაგნოლიის ობიექტს, რა საგამოძიებო უწყების საქმეა ეს ობიექტი, რომელიც უკვე დასრულებულია და სადაც ხალხი ცხოვრობს. ნაგავი რომ არის და წყალი რომ ჩამოდის, ეს პროკურატურის საქმეა?", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

"ცენტრ პოინტის" დამფუძვნებელმა შვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ "გუკა რჩეულიშვილს ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ მაია რჩეულიშვილი დააშანტაჟონ".

"როგორ უნდა ითანამშრომლოს გუკამ ამ ბანდიტებთან, რომლებსაც უნდათ ქონება დაათმობინონ... გუკას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ მასთან სამართალდამცველები მისვლას აპირებდნენ. გეტყვით რა მოხდა რეალურად, ზევით ეშელონებში არის გაურკვევლობა... ცდილობენ გუკათი მაია დააშანტაჟონ. საქართველოში ეს მიღებული თვისებაა - შვილით შანტაჟი. არ ვიცი გუკა ეხლა სად არის. იმედია, საქართველოში არ არის", - აღნიშნა რჩეულიშვილმა.

სამართალდამცველებმა გუშინ შპს "ცენტრ პოინტი აჭარას" დირექტორები ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი დააკავეს. პროკურატურაში 11:00 საათზე დაკითხვაზე დაბარებული გუკა რჩეულიშვილი არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საგამოძიებო უწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ვაჟზე ძებნის გამოცხადებას გეგმავს.

წაიკითხეთ: რა მდგომარეობაშია ბათუმის "მაგნოლია" და რას ამბობენ მობინადრეები რჩეულიშვილებზე: "მტვერია, ნაგავია, ვირთხები დარბიან ყველგან"

"გამოიტანეთ განაჩენი, ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე..." - რას წერს მაია რჩეულიშვილის დისშვილი ნინო დარასელი "ცენტრ პონტის" სკანდალზე

ლელა კილაძის პირველი კომენტარი გუკა რჩეულიშვილის საქმეზე: "დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."