სოფო ლუხუტაშვილი 11 წლიდან პოდიუმზე დგას და როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მასზე. გარდა სამოდელო საქმიანობისა, ჟურნალისტიკასაც ეუფლება. უამრავი თაყვანისმცელი ჰყავს. თუმცა, ჯერჯერობით მისი გული თავისუფალია.
- მამა ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავეა. დედა ამჟამად დიასახლისია. ოთხი დედმამიშვილი მყავს: ერთი და და სამი ძმა. დიდი ოჯახი ვართ. რაც დრო გადის და ვიზრდები, მით უფრო ვაფასებ ამას. ვგრძნობ, რომ გვერდით ისეთი ადამიანები არიან, რომელთა იმედი ყოველთვის შემიძლია მქონდეს. ოჯახი ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულება გვაქვს.
- ჰოროსკოპით ვინ ხარ? თუ იცი, რა ნიშან-თვისებებით ხასიათდება შენი ჰოროსკოპი?
- ჰოროსკოპის მიხედვით მორიელი ვარ. ტიპური მორიელისგან რადიკალურად განსხვავებული გახლავართ და ასტროლოგიისაც დიდად არ მჯერა.
- მხიარული ადამიანი ხარ თუ შედარებით სერიოზული?
- მხიარული ვარ. მეგობრები ხშირად მეუბნებიან, - შენ გარეშე ვერ გავერთობითო... როცა სადმე უჩემოდ მიდიან, მირეკავენ: მოდი, მოვიწყინეთო... მიყვარს, როცა გარშემო ყველა ბედნიერი და მხიარულია. რა თქმა უნდა, არის მომენტები, როცა ძალიან სერიოზული ვხდები და უბრალოდ, მხიარულების განწყობა არ მაქვს. თუმცა, ეს ძალზე იშვიათად ხდება. ზოგადად, პოზიტიური ადამიანი ვარ. საკუთარ პრობლემებს სხვას თავზე არასდროს ვახვევ.
- რას მიიჩნევ შენს უარყოფით თვისებად?
- შემიძლია, ადამიანებს წყენა იოლად ვაპატიო, რაც კარგია, მაგრამ ხშირად გაზარალებს კიდეც. თუ ადამიანს მეორე შანსს მისცემ, ფიქრობს, რომ მესამეც ექნება. მიტევების უნარს ხშირად ადამიანები არ აფასებენ და ისევ შენ რჩები იმედგაცრუებული. იმპულსური ვარ. როცა ვბრაზდები, არასწორ გადაწყვეტილებებსაც ვიღებ. შეიძლება, ხშირ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების გამო რაღაც ვინანო, მაგრამ ვერაფერს შევცვლი, ეს ჩემი თვისებაა.
- ანუ წყენის გულში ჩადება არ გჩვევია?
- არა, წყენას გულში არასდროს ვიტოვებ, პირიქით, მალე მავიწყდება. თუმცა, რა თქმა უნდა, იმასაც გააჩნია, ვინ მაწყენინა და რა მიზეზით. თუ წყენას გულში დაიტოვებ, ურთიერთობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს: ან უნდა აპატიო, ან საბოლოოდ დაშორდე.
- რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგინოს?
- ძალიან რთულია, წონასწორობა დამაკარგვინო. ხშირად მეუბნებიან, რომ მოთმინების უნარი და "მაგარი ნერვები" მაქვს. ალბათ, იმიტომ, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ და ვცდილობ, ყველაფერს მარტივად შევხედო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წონასწორობას არასდროს ვკარგავ. საკუთარი თავის მართვა ყველანაირ სიტუაციაში შემიძლია.
- მშობლებისგან ყველაზე ხშირად, შენიშვნას რის გამო იღებ?
- მშობლებთან გულწრფელი დამოკიდებულება მაქვს. ჩემი ოჯახი იმდენად მენდობა, რომ უბრალოდ არ შემიძლია, მათი ნდობა არ გავამართლო. ყოველთვის მეგობრული საუბრები მაქვს დედ-მამასთან. მათ ჩემი ცხოვრების შესახებ ყველაფერს ვუყვები. მათი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელვანია. ვიცი, რა შეიძლება არ ესიამოვნოთ, რას ვერ გამიგებენ და ამ ყველაფერს ვითვალისწინებ. შესაბამისად, შენიშვნასაც არ ვიღებ. არ მიყვარს, როცა თავის დაცვა მიწევს. ამიტომ ვცდილობ, ყველა ჩემი ნაბიჯი სწორად გავთვალო.
- სიზარმაცე რა დოზითაა შენში? ძილი გიყვარს?
- ვერ ვიტყვი, რომ ზარმაცი ვარ. პირიქით, უმოქმედობა არ მიყვარს, ძალიან ენერგიული ვარ. რაც უფრო ბევრი საქმე მაქვს, მით მეტ ენერგიას ვიღებ. ძილი ძალიან მიყვარს და დილით ადგომა დღემდე მიჭირს.
- რა ხდება შენს პროფესიულ საქმიანობაში?
- უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ერთი წელი აკადემიური მქონდა აღებული, რადგან სააგენტოდან 6 თვე დელიში ვიყავი. ხშირად მიწევს საზღვარგარეთ ყოფნა და ამიტომ, მიჭირს სწავლისა და საქმიანობის შეთავსება. საქართველოშიც მაქვს გადაღებები, რეკლამები, ფოტოსესიები და ასე შემდეგ. მოკლედ, შემოქმედებითად აქტიური ცხოვრება მაქვს.
- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი? შეყვარებული გყავს?
- შეყვარებული არ ვარ. არასერიოზული, მოკლევადიანი ურთიერთობები ჩემი სტილი არ არის. სხვისი გრძნობებით არასდროს ვთამაშობ.
- ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ ცდილობენ ისინი შენი გულის მოგებას?
- საჩუქრებს მიძღვნიან, ძირითადად: ყვავილებს, სუნამოს და ტკბილეულს... არ მიყვარს გაურკვეველი ურთიერთობები: ადამიანი ან არის ჩემს ცხოვრებაში, ან არა. შესაბამისად, ყველას გულახდილად ვეუბნები, რასაც მასზე ვფიქრობ და შესაბამისად, ნაკლები პრობლემა მაქვს.
- თავად როგორი მამაკაცები მოგწონს? როგორი უნდა იყოს შენი რჩეული?
- გარკვეული სტერეოტიპი არ მაქვს. თუმცა, არის თვისებები, რომელსაც მამაკაცში დიდ ყურადღებას ვაქცევ. მთავარი ნდობა და ურთიერთგაგებაა. რაც მთავარია, ერთმანეთს ხასიათებით უნდა ვეწყობოდეთ; ჩვენ შორის რაღაც მსგავსება უნდა იყოს. სრულიად განსხვავებული ადამიანთან ურთიერთობის აწყობა წარმოუდგენლად მიმაჩნია.
- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება? სადილების მომზადება იცი?
- დიახ, ყველანაირ სადილს ვამზადებ. თუმცა, სახლში ამის კეთება თითქმის არასდროს მიწევს. 6 თვე ინდოეთში მარტო ვცხოვრობდი და შესაბამისად, იქ სადილების მომზადებაც მიწევდა. სწორედ ინდოეთში მივხვდი, თუ როგორი ცუდია მარტოობა. თუმცა, ამას პლუსიც აქვს: დიდ გამოცდილებას იღებ, ბევრ რაღაცას სწავლობ. შენი თავის პატრონი ხარ.
- ყველაზე გემრიელად რომელ კერძს ამზადებ?
- ყველაზე გემრიელად სალათებს ვამზადებ. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მიყვარს.
... განაგრძეთ კითხვა