სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები
დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები

ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ა­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 37 წლის ქა­ლი­სა და მისი სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­თი­ვე სოფ­ლი­და­ნაა.

ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ ისურ­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"სო­ფელ­ში გას­ვლი­საც კი გვე­ში­ნია. პო­ლი­ცია რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მუ­შა­ობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლი ამ სოფ­ლი­დან არის და რო­გორც ვი­ცით, ჯერ კი­დევ არ და­უ­ჭე­რი­ათ. ეძე­ბენ დამ­ნა­შა­ვეს", - აღ­ნიშ­ნა მან.

"რაც მოხ­და სა­ში­ნე­ლე­ბაა. მთე­ლი სო­ფე­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლია. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ნა­თე­სა­ვებ­მა იპო­ვეს. ისი­ნი ნა­წა­მე­ბი და ნა­ცე­მე­ბი არი­ან. ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და ფული წა­ღე­ბუ­ლი არ არის. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მილი გა­დაჭ­რი­ლია. ალ­ბათ, ეგო­ნათ ხან­ძა­რი კვალს წაშ­ლი­და. მთე­ლი სო­ფე­ლი ვე­ლო­დე­ბით, რომ მკვლელს იპოვ­ნი­ან", - გან­სცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში 37 წლის ქა­ლი­სა და მისი სამი შვი­ლის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. ბავ­შვე­ბის ასა­კი 5, 16 და 18 წე­ლია. სახ­ლში მხო­ლოდ ქალი და მისი შვი­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, მამი კი რუ­სეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბა. მომ­ხდა­რის მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ცხედ­რე­ბი ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ო­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც გვა­მებს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დათ.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 2 დღის წინ მოხ­და, ცხედ­რე­ბი მე­ზობ­ლებ­მა გუ­შინ შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს. დე­და­სა და უფ­როს გო­გო­ნებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვის არე­ში აქვთ ბლაგ­ვი საგ­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი. უმ­ცრო­სი, 5 წლის ბიჭი კი გა­გუ­დუ­ლია. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სხვა ინ­ფორ­მა­ცია ამ ეტაპ­ზე არ ვრცელ­დე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები

დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლების ინფორმაციით, 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მათივე სოფლიდანაა.

ამის შესახებ ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ჟურნალისტებს განუცხადა.

"სოფელში გასვლისაც კი გვეშინია. პოლიცია რამდენიმე ადგილას მუშაობს. სავარაუდოდ, მკვლელი ამ სოფლიდან არის და როგორც ვიცით, ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ. ეძებენ დამნაშავეს", - აღნიშნა მან.

"რაც მოხდა საშინელებაა. მთელი სოფელი შეშინებულია. გარდაცვლილები ნათესავებმა იპოვეს. ისინი ნაწამები და ნაცემები არიან. ძვირფასეულობა და ფული წაღებული არ არის. ბუნებრივი აირის მილი გადაჭრილია. ალბათ, ეგონათ ხანძარი კვალს წაშლიდა. მთელი სოფელი ველოდებით, რომ მკვლელს იპოვნიან", - განსცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, მამი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს. დედასა და უფროს გოგონებს, სავარაუდოდ, თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ