სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დედაჩემი სამკურნალოა, მცემსო" - თბილისში ქალს სოციალურმა სამსახურმა სამი შვილი დროებით ჩამოართვა
"დედაჩემი სამკურნალოა, მცემსო" - თბილისში ქალს სოციალურმა სამსახურმა სამი შვილი დროებით ჩამოართვა

თბი­ლის­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ ერთ-ერთი ოჯა­ხი­დან სამი ბავ­შვის დრო­ე­ბით გან­რი­დე­ბას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, რო­მელ­საც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვი­ან ღა­მით შე­ეს­წრნენ. მათი თქმით, არას­რულ­წლო­ვა­ნი დე­დას ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და ამ­ბობ­და, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო.

"ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო ქუ­ჩა­ში, დედა ბავ­შვს ეუბ­ნე­ბო­და შე­მო­დი სახ­ლშიო, ბავ­შვი ყვი­რო­და, არ შე­მო­ვალ, მცე­მო. ხელი მოვ­კი­დე, ვი­ფიქ­რე შე­ვიყ­ვან, დედა გა­აბ­რა­ზა­მეთ­ქი, მაგ­რამ არ შე­მომ­ყვა, დე­და­ჩე­მია სამ­კურ­ნა­ლო, მცემ­სო" - ამ­ბობს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი მი­ვი­და მათ­თან და თქვა, რომ დედ-მამა სცემს.

ბავ­შვე­ბის დედა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბა, რომ მას "ვი­ღა­ცე­ებ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო მი­უგ­ზავ­ნეს, რომ დე­დო­ბა ჩა­მო­არ­თვან": "ესო გი­ჟი­აო, ბავ­შვე­ბი გა­ვიყ­ვა­ნოთ, ძა­ლა­დო­ბა არის ბავ­შვებ­ზეო. "ფორ­თო­ჩკა" იყო ღია, არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა, ბავ­შვი ახ­ლაც ამ­ბობს დე­დას არ ვუ­ცე­მი­ვა­რო" - ამ­ბობს სამი შვი­ლის დედა.

არა­სამ­თავ­რო­ბოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მი­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოჯახ­ში მი­ვი­და ქა­ლის დედა, რომ­ლის შვილ­საც ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის წაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა. ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნას ითხოვ­და დე­დამ­თი­ლიც. და­პი­რის­პი­რე­ბა ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნის სა­კი­თხზე, სწო­რედ ბე­ბი­ებს შო­რის მოხ­და. სა­ბო­ლო­ოდ, სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შა­კებ­მა ბავ­შვე­ბი, პატ­რუ­ლის თან­ხლე­ბით, ქა­ლის დე­დას­თან გა­და­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"დედაჩემი სამკურნალოა, მცემსო" - თბილისში ქალს სოციალურმა სამსახურმა სამი შვილი დროებით ჩამოართვა

"დედაჩემი სამკურნალოა, მცემსო" - თბილისში ქალს სოციალურმა სამსახურმა სამი შვილი დროებით ჩამოართვა

თბილისში, სოციალური სამსახურის მიერ ერთ-ერთი ოჯახიდან სამი ბავშვის დროებით განრიდებას ხმაური მოჰყვა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის" წარმომადგენლები გვიან ღამით შეესწრნენ. მათი თქმით, არასრულწლოვანი დედას ცემაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო.

"ხალხმრავლობა იყო ქუჩაში, დედა ბავშვს ეუბნებოდა შემოდი სახლშიო, ბავშვი ყვიროდა, არ შემოვალ, მცემო. ხელი მოვკიდე, ვიფიქრე შევიყვან, დედა გააბრაზამეთქი, მაგრამ არ შემომყვა, დედაჩემია სამკურნალო, მცემსო" - ამბობს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში ერთ-ერთი თვითმხილველი.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ არასრულწლოვანი მივიდა მათთან და თქვა, რომ დედ-მამა სცემს.

ბავშვების დედა ჟურნალისტებთან საუბარში ყვება, რომ მას "ვიღაცეებმა არასამთავრობო მიუგზავნეს, რომ დედობა ჩამოართვან": "ესო გიჟიაო, ბავშვები გავიყვანოთ, ძალადობა არის ბავშვებზეო. "ფორთოჩკა" იყო ღია, არაფერი არ მომხდარა, ბავშვი ახლაც ამბობს დედას არ ვუცემივარო" - ამბობს სამი შვილის დედა.

არასამთავრობოს წარმომადგენლებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია და სოციალური სამსახური მიიყვანეს. მოგვიანებით, ოჯახში მივიდა ქალის დედა, რომლის შვილსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ და შვილიშვილების წაყვანა მოითხოვა. ბავშვების წაყვანას ითხოვდა დედამთილიც. დაპირისპირება ბავშვების წაყვანის საკითხზე, სწორედ ბებიებს შორის მოხდა. საბოლოოდ, სოციალურმა მუშაკებმა ბავშვები, პატრულის თანხლებით, ქალის დედასთან გადაიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი