29 წლის მატადორი ხარმა კორიდაზე სასიკვდილოდ დაჭრა - უმძიმესი კადრები არენიდან

29 წლის მატადორი ხარმა კორიდაზე სასიკვდილოდ დაჭრა - უმძიმესი კადრები არენიდან

29 წლის ესპანელი მატადორი ვიქტორ ბარიო კორიდაზე ხარს ესხვერპლა. ცნობილი მატადორი არენაზე გამოსვლისას გარდაიცვალა. დასავლური მედიის ინფორმაციით, 1985 წლის შემდეგ ეს კორიდას ფატალური შედეგით დასრულების პირველი შემთხვევაა.

ბარიო ესპანეთის ქალაქ ტერუელში გამოდიოდა, როდესაც მას ხარი დაეჯახა და რქით გულ-მკერდის არე გაუფატრა. ექიმებმა მატადორის დახმარება ვერ შეძლეს. მომხდათან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჟოიმ მწუხარება გამოთქვა. ესპანეთის მთავრობის მეთაური კორიდას დიდ მხარდამჭერად ითვლება.

ესპანეთში ერთი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი შეჯიბრი იმართება, რომელშიც ხარები მონაწილეობენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა მცირდება. 2010 წელს კატალონიამ კანარის კუნძულების მსგავსად კორიდას ჩატარება ოფიციალურად აკრძალა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა