ფოთში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ფოთში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კოკაიას ხეივანში ერთმანეთს "ოპელისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია