სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვარსკვლავები, რომლებმაც შვილები სახლის პირობებში გააჩინეს
ვარსკვლავები, რომლებმაც შვილები სახლის პირობებში გააჩინეს

ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მშო­ბი­ა­რო­ბა აირ­ჩი­ეს:

მსა­ხი­ობ­მა დემი მურ­მა ბრი­უს უი­ლი­სის­გან სამი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა ცო­ტამ თუ იცის, რომ მურ­მა სა­მი­ვე ბავ­შვზე სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა.

კა­ნა­დელ­მა მომ­ღე­რალ­მა ალა­ნის მო­რი­სეტ­მა 2011 წელს პირ­ვე­ლი შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია მომ­ღე­რალს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბე­ბი­ა­ქა­ლი ეხ­მა­რე­ბო­და. "სა­კუ­თა­რი თავი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ჩემი სახ­ლი ჩემი პა­ტა­რა გან­საწ­მენ­დე­ლია. ქმა­რი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და, და­ნარ­ჩე­ნი კი ყვე­ლა­ფე­რი ღმერ­თის ხელ­ში იყო", - გა­ნა­ცხა­და მო­რი­სეტ­მა.

შე­სა­ნიშ­ნა­ვი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი ჯე­ნი­ფერ კო­ნე­ლი სამი შვი­ლის დე­დაა. მსა­ხი­ობს ორი ვაჟი ჰყავს და ერთი გო­გო­ნა აგ­ნე­სი, რო­მე­ლიც 2011 წელს სა­კუ­თა­რი სახ­ლის კედ­ლებ­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. უფრო სწო­რად, აბა­ზა­ნის, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მშო­ბი­ა­რო­ბა.

სუ­პერ­მო­დელ­მა სინ­დი კრო­უ­ფორდმა ორი­ვე შვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბას მისი მე­უღ­ლე და სამი ბე­ბი­ა­ქა­ლი ეს­წრე­ბო­და.

კი­დევ ერთი სუ­პერ­მო­დე­ლი, "ვიქ­ტო­რი­ას სიქ­რე­თის" ან­გე­ლო­ზი ჟი­ზელ ბუნდჰე­ნი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მშო­ბი­ა­რო­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. მისი ვაჟი ბენჟ­მი­ნი და ქა­ლიშ­ვი­ლი ვი­ვი­ე­ნი სახ­ლში გაჩ­ნდნენ. მო­დელ­მა სა­ა­ბა­ზა­ნო­ში, წყალ­ში იმ­შო­ბი­ა­რა. აგ­რეთ­ვე ჟი­ზელ­მა უარი თქვა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებ­ზე. მშო­ბი­ა­რო­ბის დროს ჟი­ზე­ლი სუნ­თქვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ტექ­ნი­კას იყე­ნებ­და, რო­მე­ლიც იო­გა­ზე ის­წავ­ლა.

ევან რე­ი­ჩელ ვუდ­მა თა­ვის პირ­ვე­ლი შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო რიკი ლე­იკს მისი შთამ­ბეჭ­და­ვი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გამო The business of being born. არც კი ვი­ცო­დი, რომ არ­ჩე­ვა­ნი მქონ­და, რო­დე­საც მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე მიდ­გე­ბო­და საქ­მე. მისი ფილ­მი ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რა და გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა სა­კუ­თარ სახ­ლში. ამის­თვის მე და ჩემი შვი­ლი უღ­რმეს მად­ლო­ბას ვუხ­დით მას", - წერს ვუდი სა­კუ­თა­რი ტვი­ტე­რის გვერ­დზე.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა ბი­უს­ტმა - პა­მე­ლა ან­დერ­სონ­მაც თა­ვის დრო­ზე სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბა აირ­ჩია. მისი ორი­ვე შვი­ლი სახ­ლში გაჩ­ნდა, თა­ვად მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს კი მხო­ლოდ ერთი მოწ­ვე­უ­ლი ბე­ბი­ა­ქა­ლი ეს­წრე­ბო­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვარსკვლავები, რომლებმაც შვილები სახლის პირობებში გააჩინეს

ვარსკვლავები, რომლებმაც შვილები სახლის პირობებში გააჩინეს

ვარსკვლავები, რომლებმაც სახლის პირობებში მშობიარობა აირჩიეს:

მსახიობმა დემი მურმა ბრიუს უილისისგან სამი შვილი გააჩინა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მურმა სამივე ბავშვზე სახლში იმშობიარა.

კანადელმა მომღერალმა ალანის მორისეტმა 2011 წელს პირველი შვილი სახლში გააჩინა. რასაკვირველია მომღერალს პროფესიონალი ბებიაქალი ეხმარებოდა. "საკუთარი თავი საავადმყოფოში ვერ წარმომიდგენია. ჩემი სახლი ჩემი პატარა განსაწმენდელია. ქმარი ძალიან მეხმარებოდა, დანარჩენი კი ყველაფერი ღმერთის ხელში იყო", - განაცხადა მორისეტმა.

შესანიშნავი ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ კონელი სამი შვილის დედაა. მსახიობს ორი ვაჟი ჰყავს და ერთი გოგონა აგნესი, რომელიც 2011 წელს საკუთარი სახლის კედლებში მოევლინა ქვეყანას. უფრო სწორად, აბაზანის, სადაც მიმდინარეობდა მშობიარობა.

სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა ორივე შვილი საკუთარ სახლში გააჩინა. მშობიარობას მისი მეუღლე და სამი ბებიაქალი ესწრებოდა.

კიდევ ერთი სუპერმოდელი, "ვიქტორიას სიქრეთის" ანგელოზი ჟიზელ ბუნდჰენი სახლის პირობებში მშობიარობას ანიჭებს უპირატესობას. მისი ვაჟი ბენჟმინი და ქალიშვილი ვივიენი სახლში გაჩნდნენ. მოდელმა სააბაზანოში, წყალში იმშობიარა. აგრეთვე ჟიზელმა უარი თქვა ტკივილგამაყუჩებლებზე. მშობიარობის დროს ჟიზელი სუნთქვის განსაკუთრებულ ტექნიკას იყენებდა, რომელიც იოგაზე ისწავლა.

ევან რეიჩელ ვუდმა თავის პირველი შვილი სახლში გააჩინა.

"მინდა მადლობა გადავუხადო რიკი ლეიკს მისი შთამბეჭდავი დოკუმენტური ფილმის გამო The business of being born. არც კი ვიცოდი, რომ არჩევანი მქონდა, როდესაც მშობიარობაზე მიდგებოდა საქმე. მისი ფილმი ბევრ რამეში დამეხმარა და გადამაწყვეტინა ბუნებრივი მშობიარობა ჩამეტარებინა საკუთარ სახლში. ამისთვის მე და ჩემი შვილი უღრმეს მადლობას ვუხდით მას", - წერს ვუდი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ბიუსტმა - პამელა ანდერსონმაც თავის დროზე სახლში მშობიარობა აირჩია. მისი ორივე შვილი სახლში გაჩნდა, თავად მშობიარობის პროცესს კი მხოლოდ ერთი მოწვეული ბებიაქალი ესწრებოდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება