სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საწოლი, სარეცხი მანქანა, ჰაერის გამწოვი - რა შეიძინა მეუფემ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 90 000 ლარით
საწოლი, სარეცხი მანქანა, ჰაერის გამწოვი - რა შეიძინა მეუფემ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 90 000 ლარით

2015 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 2016 წლის 25 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, არა­სა­მე­წარ­მეო არა­კო­მერ­ცი­ულ იუ­რი­დი­ულ პირს - "შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის გან­ვით­რე­ბის ფონდს", რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­აა ქა­ლაქ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან 90000 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს 2014 წლის 26 დე­კემ­ბრის #45 დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2015 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­ხა - 65 000 ლარი უნდა მოხ­მა­რე­ბო­და ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბის მცი­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, ასე­ვე ამ თან­ხი­დან უნდა გა­დახ­დი­ლი­ყო ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

2016 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ამ კუ­თხით მცი­რე ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და. საკ­რე­ბუ­ლოს 2015 წლის 30 დე­კემ­ბრის #56 დად­გე­ნი­ლე­ბით და­კონ­კრეტ­და, რომ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა - 55 000 ლარი უნდა მოხ­მა­რე­ბო­და ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბის, ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის მიმ­დი­ნა­რე და კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებს (გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხი­დან ეპარ­ქი­ას ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით 25 000 ლარი აქვს ათ­ვი­სე­ბუ­ლი).

თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვა სუბ­სი­დი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა, რომ­ლის სა­გა­ნი საკ­რე­ბუ­ლოს დად­გე­ნი­ლე­ბაა.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "მიმ­წო­დე­ბე­ლი (ანუ მე­რია) ვალ­დე­ბუ­ლია გა­და­უ­რი­ცხოს შე­სა­ბა­მის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე მიმ­ღებს თან­ხა არა­უ­მე­ტეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ოდე­ნო­ბი­სა, ეტა­პობ­რი­ვად, მიმ­ღე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად; აწარ­მო­ოს მო­ნი­ტო­რინ­გი ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

მიმ­ღე­ბი (შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი) ვალ­დე­ბუ­ლია: ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხა გა­მო­ი­ყე­ნოს ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, სუბ­სი­დი­ის მი­სა­ღე­ბად მიმ­წო­დე­ბელს მი­ა­წო­დოს სრულ­ყო­ფი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, მიმ­წო­დე­ბელს პე­რი­ო­დუ­ლად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის გა­და­რი­ცხუ­ლი სუბ­სი­დი­ის მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვის თა­ო­ბა­ზე.

გუ­რია ნი­უ­სის მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ქა­ლაქ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ას არა­მიზ­ნობ­რი­ვად აქვს და­ხარ­ჯუ­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საწოლი, სარეცხი მანქანა, ჰაერის გამწოვი - რა შეიძინა მეუფემ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 90 000 ლარით

საწოლი, სარეცხი მანქანა, ჰაერის გამწოვი - რა შეიძინა მეუფემ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 90 000 ლარით

2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 25 ივნისის ჩათვლით, არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს - "შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდს", რომლის დამფუძნებელი შემოქმედის ეპარქიაა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 90000 ლარი აქვს მიღებული.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #45 დადგენილების თანახმად, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა - 65 000 ლარი უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე ამ თანხიდან უნდა გადახდილიყო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედის ეპარქიის კომუნალური გადასახადები და დაფინანსებულიყო სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები.

2016 წლის ბიუჯეტში ამ კუთხით მცირე ცვლილება შევიდა. საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის #56 დადგენილებით დაკონკრეტდა, რომ გამოყოფილი თანხა  - 55 000 ლარი უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების, ეკლესია-მონასტრების მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას და შემოქმედის ეპარქიის კომუნალურ გადასახადებს (გამოყოფილი თანხიდან ეპარქიას ამ დროის მონაცემებით 25 000 ლარი აქვს ათვისებული).

თანხების გადარიცხვა სუბსიდირების ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, რომლის საგანი საკრებულოს დადგენილებაა.

ხელშეკრულებაში ვკითხულობთ: "მიმწოდებელი (ანუ მერია) ვალდებულია გადაურიცხოს შესაბამის საბანკო ანგარიშზე მიმღებს თანხა არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობისა, ეტაპობრივად, მიმღების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად; აწარმოოს მონიტორინგი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

მიმღები (შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდი) ვალდებულია: ხელშეკრულების განსაზღვრული თანხა გამოიყენოს ფონდის საქმიანობისთვის, სუბსიდიის მისაღებად მიმწოდებელს მიაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცია, მიმწოდებელს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის გადარიცხული სუბსიდიის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.

გურია ნიუსის მიერ ოფიციალურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შემოქმედის ეპარქიას არამიზნობრივად აქვს დახარჯული.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა