სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კარს ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი! ეს იყო წყევლა" - რა ისტორიას იხსენებს ლანა პაპიძე დის განაჩენის შემდეგ
"კარს ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი! ეს იყო წყევლა" - რა ისტორიას იხსენებს ლანა პაპიძე დის განაჩენის შემდეგ

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის და, ლანა პა­პი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე დის გა­ნა­ჩენს ეხ­მა­უ­რე­ბა და 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში მომ­ხდარ ფაქტს იხ­სე­ნებს:

"მინ­და გი­თხრათ, თქვენ, ვი­საც ფაქ­ტობ­რი­ვად კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე გძი­ნავთ და კო­მენ­ტა­რებ­ში ერ­თმა­ნეთს ას­წრებთ... ფაქ­ტობ­რი­ვად არც ერთი დღე არ ჩა­გიგ­დი­ათ ჩემი მაგ­დას გან­კი­თხვის­თვის... მინ­და ზუს­ტად თქვენ მოგ­მარ­თოთ, სა­ნამ სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ზე და თა­ვებ­ზე არ გა­მოც­დით ამ უბე­დუ­რე­ბას, უბე­დუ­რე­ბას, რო­მელ­საც ქვია 5 წლის დის შვი­ლის და­მარ­ხვა... სა­ნამ სა­კუ­თარ თავ­ზე არ გა­მოც­დით, რა შეგ­რძნე­ბაა, როცა დას გი­წა­მე­ბენ და შენ ვე­რა­ფერს შვე­ლი... სა­ნამ თქვენს ოჯა­ხებ­ზე არ გა­მოც­დით, რა სიმ­წა­რეა, როცა შენი ხე­ლე­ბით გაზ­რდილ 5 წლის დიშ­ვილს მი­წას მი­ა­ბა­რებ და დას გი­წი­რა­ვენ... როცა შენი სი­მარ­თლე ნუ­ლის ფა­სია და როცა შავ­ზე თეთ­რი ძა­ფით კე­რა­ვენ... როცა ამ ანა­ლო­გი­ურ ტკი­ვილს გა­მოც­დით, მერე მიხ­ვდე­ბით ლანა პა­პი­ძე რა­ტომ ღრი­ა­ლებს ცხო­ვე­ლი­ვით... როცა 5 წლის ჩემი ხე­ლე­ბით გა­მოზ­რდილ თო­კო­ზე პრო­კუ­რო­რი ლეკვს და­უ­ძა­ხებს და ლეკ­ვად მო­იხ­სე­ნი­ებს, მა­შინ, როცა ბავ­შვის ცხე­და­რი არ იყო ჯერ გა­ცი­ე­ბუ­ლი და ბავ­შვს ცხო­ვე­ლი­ვით დავ­ტი­რო­დი, პრო­კუ­რო­რი ცი­ნი­კუ­რად ლეკვს ეძა­ხის... როცა ამ ყვე­ლა­ფერს გა­მოც­დით სა­კუ­თარ ოჯახ­ზე, მერე მიხ­ვდე­ბით, ლანა პა­პი­ძე რა­ტომ ღრი­ა­ლებ­და... რა­ტომ იყო და­საბ­მე­ლი ვერ­დიქ­ტის ღა­მეს! მე ჩემი მაგ­დას უბე­დუ­რე­ბას წყევ­ლას მი­ვა­წერ! წყევ­ლას, რო­მე­ლიც მაგ­და­ზე იყო და სის­რუ­ლე­ში მო­ვი­და კი­დეც....

გა­ვიხ­სე­ნებ 2015 წლის ნო­ემ­ბერს, როცა ჩემ დას­თან მი­ვე­დით მე და ჩემი ლიზი... თოკო და ლილი სახ­ლში იყ­ვნენ. მაგ­დას ოთა­ხის კარი რომ გა­ვა­ღე, ბო­ლომ­დე შე­ვა­ღე რკი­ნის კარი, ვი­ნა­ი­დან ლი­ზის დას­ვრი­ლი ქონ­და ფეხ­საც­მე­ლი ტა­ლა­ხით და შე­სას­ვლელ­ში­ვე ჩა­ვი­მუხ­ლე, ბავ­შვზე ფეხ­საც­მე­ლი რომ გა­მე­ხა­და, ლი­ზი­ზე, რომ გავ­ხა­დე და წა­მოვ­დე­ქი პირ­და­პირ თვა­ლე­ბით შე­ვას­კდი ღია კარს, რო­მელ­ზეც გა­რე­დან ნათ­ლად ეტყო­ბო­და ჩა­მოს­მუ­ლი ქო­ნი­ა­ნი 5 თითი... იმ­დე­ნად აშ­კა­რა იყო, მაგ­და მო­ვიყ­ვა­ნე კა­რებ­თან და ეს რა უს­ვია კა­რებს-თქო, ჯერ გა­ჩერ­და მერე მე ვუ­სუ­ნე და ქო­ნის სუნი ას­დი­ო­და... მაგ­დამ აზ­რზე არ ვარ, ეს რა არი­სო და გა­რე­დან გაწ­მინ­და კარი, გო­ნე­ბა­ში ჩამ­რჩა ეს ჩა­მოს­მუ­ლი ქო­ნი­ა­ნი თი­თე­ბი... დღემ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს იყო წყევ­ლა მაგ­დას კარ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაგ­და რომ მო­ეკ­ლათ, ისე დავ­მარ­ხავ­დით ჩემ სა­წყალ მაგ­დას, არც არა­ვინ გა­მო­ი­ძი­ებ­და მაგ­დას ამ­ბავს.... უც­ნა­უ­რია 2 სა­ათ­ში გა­მო­ტა­ნი­ლი ვერ­დიქ­ტი.... ასე ნაჩ­ქა­რე­ვად და­დე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... მაგ­რამ მარ­ტო იმი­ტომ ვარ მად­ლო­ბე­ლი ღმერ­თის, რომ მაგ­და ცო­ცხა­ლია და ყვე­ლა დაღ­მართს მოყ­ვე­ბა აღ­მარ­თი... ხში­რად კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის შემ­დეგ გა­მო­უ­ნა­თე­ბია ცი­სარ­ტყე­ლას!!!".

იხი­ლეთ ასე­ვე: მაგ­და პა­პი­ძეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა

რა ხდე­ბო­და დარ­ბაზ­ში, მაგ­და პა­პი­ძის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის დროს - ფო­ტო­ე­ბი ბოლო პრო­ცე­სი­დან

იხი­ლეთ ვი­დეო: მძი­მე წუ­თებ­ში მაგ­და პა­პი­ძის დედა აღელ­ვე­ბულ ლანა პა­პი­ძეს აჩუ­მებს - და­ძა­ბუ­ლო­ბა პრო­ცე­სის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"კარს ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი! ეს იყო წყევლა" - რა ისტორიას იხსენებს ლანა პაპიძე დის განაჩენის შემდეგ

"კარს ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი! ეს იყო წყევლა" - რა ისტორიას იხსენებს ლანა პაპიძე დის განაჩენის შემდეგ

მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე დის განაჩენს ეხმაურება და 2015 წლის ნოემბერში მომხდარ ფაქტს იხსენებს:

"მინდა გითხრათ, თქვენ, ვისაც ფაქტობრივად კლავიატურაზე გძინავთ და კომენტარებში ერთმანეთს ასწრებთ... ფაქტობრივად არც ერთი დღე არ ჩაგიგდიათ ჩემი მაგდას განკითხვისთვის... მინდა ზუსტად თქვენ მოგმართოთ, სანამ საკუთარ ოჯახებზე და თავებზე არ გამოცდით ამ უბედურებას, უბედურებას, რომელსაც ქვია 5 წლის დის შვილის დამარხვა... სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით, რა შეგრძნებაა, როცა დას გიწამებენ და შენ ვერაფერს შველი... სანამ თქვენს ოჯახებზე არ გამოცდით, რა სიმწარეა, როცა შენი ხელებით გაზრდილ 5 წლის დიშვილს მიწას მიაბარებ და დას გიწირავენ... როცა შენი სიმართლე ნულის ფასია და როცა შავზე თეთრი ძაფით კერავენ... როცა ამ ანალოგიურ ტკივილს გამოცდით, მერე მიხვდებით ლანა პაპიძე რატომ ღრიალებს ცხოველივით... როცა 5 წლის ჩემი ხელებით გამოზრდილ თოკოზე პროკურორი ლეკვს დაუძახებს და ლეკვად მოიხსენიებს, მაშინ, როცა ბავშვის ცხედარი არ იყო ჯერ გაციებული და ბავშვს ცხოველივით დავტიროდი, პროკურორი ცინიკურად ლეკვს ეძახის... როცა ამ ყველაფერს გამოცდით საკუთარ ოჯახზე, მერე მიხვდებით, ლანა პაპიძე რატომ ღრიალებდა... რატომ იყო დასაბმელი ვერდიქტის ღამეს! მე ჩემი მაგდას უბედურებას წყევლას მივაწერ! წყევლას, რომელიც მაგდაზე იყო და სისრულეში მოვიდა კიდეც....

გავიხსენებ 2015 წლის ნოემბერს, როცა ჩემ დასთან მივედით მე და ჩემი ლიზი... თოკო და ლილი სახლში იყვნენ. მაგდას ოთახის კარი რომ გავაღე, ბოლომდე შევაღე რკინის კარი, ვინაიდან ლიზის დასვრილი ქონდა ფეხსაცმელი ტალახით და შესასვლელშივე ჩავიმუხლე, ბავშვზე ფეხსაცმელი რომ გამეხადა, ლიზიზე, რომ გავხადე და წამოვდექი პირდაპირ თვალებით შევასკდი ღია კარს, რომელზეც გარედან ნათლად ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი... იმდენად აშკარა იყო, მაგდა მოვიყვანე კარებთან და ეს რა უსვია კარებს-თქო, ჯერ გაჩერდა მერე მე ვუსუნე და ქონის სუნი ასდიოდა... მაგდამ აზრზე არ ვარ, ეს რა არისო და გარედან გაწმინდა კარი, გონებაში ჩამრჩა ეს ჩამოსმული ქონიანი თითები... დღემდე დარწმუნებული ვარ, ეს იყო წყევლა მაგდას კარზე გაკეთებული... დარწმუნებული ვარ, მაგდა რომ მოეკლათ, ისე დავმარხავდით ჩემ საწყალ მაგდას, არც არავინ გამოიძიებდა მაგდას ამბავს.... უცნაურია 2 საათში გამოტანილი ვერდიქტი.... ასე ნაჩქარევად დადებული გადაწყვეტილება... მაგრამ მარტო იმიტომ ვარ მადლობელი ღმერთის, რომ მაგდა ცოცხალია და ყველა დაღმართს მოყვება აღმართი... ხშირად კოკისპირული წვიმის შემდეგ გამოუნათებია ცისარტყელას!!!".

იხილეთ ასევე: მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან

იხილეთ ვიდეო: მძიმე წუთებში მაგდა პაპიძის დედა აღელვებულ ლანა პაპიძეს აჩუმებს - დაძაბულობა პროცესის შემდეგ

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

"შუადღიდან რომ დაგეყარათ მარილი ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? ახლა ათობით მანქანა ილეწება" - ელისაშვილი თბილისის მერიას მიმართავს

"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის