სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ
მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის საქ­მის გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ბრალ­დე­ბულ­მა სა­ბო­ლოო სი­ტყვა თქვა, რის შემ­დე­გაც ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ვერ­დიქ­ტის გა­მო­სა­ტა­ნად გა­ვიდ­ნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო| უახ­ლე­სი კად­რე­ბი მაგ­და პა­პი­ძის პრო­ცე­სი­დან: ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ვერ­დიქ­ტის გა­მო­სა­ტა­ნად გა­დი­ან

სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში გას­ვლამ­დე ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტე­ბე­ბი მის­ცა. კერ­ძოდ, ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს გა­ნე­მარ­ტათ

კა­ნო­ნის რო­მე­ლი მუხ­ლე­ბით უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ და რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ი­ღონ, მი­უ­ხე­და­ვად მათი პი­რა­დი სიმ­პა­თი­ი­სა თუ ან­ტი­პა­თი­ი­სა.

"თქვენ ვალ­დე­ბუ­ლი ხართ და­ად­გი­ნოთ, ჩა­ი­დი­ნა თუ არა მაგ­და პა­პი­ძემ ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, კერ­ძოდ, მოკ­ლა თუ არა მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი", - გა­ნუ­მარ­ტა მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე გაბ­რი­ჩი­ძემ ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­სა­ა­თი­ა­ნი ვადა მი­ე­ცე­მათ და აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში მათ ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მარ­თლე­ბის ან გამ­ტყუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თხმად უნდა მი­ი­ღონ. თუკი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თხმად არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მო­სა­მარ­თლე მათ 6 სა­ა­თი­ან ვა­დას მის­ცემს და ამ ვა­და­ში ვერ­დიქ­ტი ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით უნდა იყო მი­ღე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, 12 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი 8 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი ერთი ვერ­დიქ­ტის მომ­ხრე იქ­ნე­ბა. თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მო­სა­მარ­თლე ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს და­მა­ტე­ბით 3 სა­ა­თი­ან ვა­დას მის­ცემს, რათა ხმა­თა იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბით იყოს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დასრულებულია. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა თქვა, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ.

იხილეთ ვიდეო| უახლესი კადრები მაგდა პაპიძის პროცესიდან: ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გადიან

სათათბირო ოთახში გასვლამდე ნაფიც მსაჯულებს მოსამართლემ განმარტებები მისცა. კერძოდ, ნაფიც მსაჯულებს განემარტათ

კანონის რომელი მუხლებით უნდა იხელმძღვანელონ და რომ გადაწყვეტილება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ, მიუხედავად მათი პირადი სიმპათიისა თუ ანტიპათიისა.

"თქვენ ვალდებული ხართ დაადგინოთ, ჩაიდინა თუ არა მაგდა პაპიძემ ოჯახური დანაშაული, კერძოდ, მოკლა თუ არა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი", - განუმარტა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ ნაფიც მსაჯულებს.

კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად სამსაათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს და ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით უნდა იყო მიღებული. კერძოდ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა ხმათა იგივე რაოდენობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ