სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საერთოდ არ ფიქრობს ქმარ-შვილზე... "რუმიანას" და "მანიკურებს" ითხოვს" - მაგდა პაპიძის მაზლი რძლის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება
"საერთოდ არ ფიქრობს ქმარ-შვილზე... "რუმიანას" და "მანიკურებს" ითხოვს" - მაგდა პაპიძის მაზლი რძლის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის პრო­ცე­სი დღეს მი­სი­ვე მო­თხოვ­ნით მე­დი­ის­თვის და­ი­ხუ­რა. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა მაგ­და პა­პი­ძის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე პრო­ცე­სის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს, რაც მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე გაბ­რი­ჩი­ძემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

მო­სა­მარ­თლემ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მხა­რე­ებ­თან ერ­თად, მხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე, მოკ­ლუ­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დედა და­რე­ჯან მინ­დი­კა­უ­რი და­ტო­ვა.

ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დას, ლი­ა­ნა შა­მუ­გი­ას და­დე­ბი­თი ვერ­დიქ­ტის მო­ლო­დი­ნი აქვს: "ეს საქ­მე აქ არ დამ­თავ­რდე­ბა. პი­რი­ქით, დღეს და­ი­წყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი - მე ამის პი­რო­ბას ვდებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ყვე­ლა ნათ­ლად და­ი­ნა­ხავს, მკვლე­ლი ვინ არის, რო­გო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა გა­მო­ი­ტა­ნონ დღეს. მე მჯე­რა, რომ და­დე­ბი­თი ვერ­დიქ­ტი იქ­ნე­ბა, ამას ჩემი რწმე­ნით ვამ­ბობ, იმი­ტომ, რომ მე არ მყავს მკვლე­ლი შვი­ლი. მე თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დი იმას, რომ ეს გო­გო­ნას გა­კე­თე­ბუ­ლი არ არის, აქ მა­მა­კა­ცის ხელი ურე­ვია. აი, ეს დამ­ტკიც­დე­ბა რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა შა­მუ­გი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, ისი­ნი გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბი­ან ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის­გან. რო­გორც AMBEBI.GE-ს მოკ­ლუ­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ძმამ, მალ­ხაზ ქა­ფი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, "ის ფაქ­ტე­ბი რაც არ­სე­ბობს, ვი­საც ერთხელ მა­ინც აქვს ნა­ნა­ხი, მიხ­ვდე­ბა, რომ მა­გის გა­კე­თე­ბუ­ლია."

"სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობს თა­ვის ქმარ-შვილ­ზე. არ ანაღ­ვლებს რა იქ­ნე­ბა და რო­გორ, მარ­ტო თა­ვის თავ­ზე ფიქ­რობს. და­დის, თმებს იღე­ბავს, "რუ­მი­ა­ნას" და "მა­ნი­კუ­რებს" ითხოვს იქე­დან. დარ­ბაზ­ში უთხრა თა­ვის დას, ლა­ნას "რუ­მი­ა­ნა" შე­მო­მიგ­ზავ­ნეო, მარ­ტო მე კი არა, ერთი 30-მა კაც­მა გა­ი­გო­ნა", - ამ­ბობს ალ­ხაზ ქა­ფი­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საერთოდ არ ფიქრობს ქმარ-შვილზე... "რუმიანას" და "მანიკურებს" ითხოვს" - მაგდა პაპიძის მაზლი რძლის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

"საერთოდ არ ფიქრობს ქმარ-შვილზე... "რუმიანას" და "მანიკურებს" ითხოვს" - მაგდა პაპიძის მაზლი რძლის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი დღეს მისივე მოთხოვნით მედიისთვის დაიხურა. ბრალდებულის ადვოკატებმა მაგდა პაპიძის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლის წინაშე პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ სასამართლო დარბაზში მხარეებთან ერთად, მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დატოვა.

ბრალდებულის დედას, ლიანა შამუგიას დადებითი ვერდიქტის მოლოდინი აქვს: "ეს საქმე აქ არ დამთავრდება. პირიქით, დღეს დაიწყება ყველაფერი - მე ამის პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე. ყველა ნათლად დაინახავს, მკვლელი ვინ არის, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ დღეს. მე მჯერა, რომ დადებითი ვერდიქტი იქნება, ამას ჩემი რწმენით ვამბობ, იმიტომ, რომ მე არ მყავს მკვლელი შვილი. მე თავიდანვე ვამბობდი იმას, რომ ეს გოგონას გაკეთებული არ არის, აქ მამაკაცის ხელი ურევია. აი, ეს დამტკიცდება რაღაც პერიოდის შემდეგ", - განაცხადა ლიანა შამუგიამ.

რაც შეეხება ქაფიაშვილების ოჯახს, ისინი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან ნაფიცი მსაჯულებისგან. როგორც AMBEBI.GE-ს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმამ, მალხაზ ქაფიაშვილმა განუცხადა, "ის ფაქტები რაც არსებობს, ვისაც ერთხელ მაინც აქვს ნანახი, მიხვდება, რომ მაგის გაკეთებულია."

"საერთოდ არ ფიქრობს თავის ქმარ-შვილზე. არ ანაღვლებს რა იქნება და როგორ, მარტო თავის თავზე ფიქრობს. დადის, თმებს იღებავს, "რუმიანას" და "მანიკურებს" ითხოვს იქედან. დარბაზში უთხრა თავის დას, ლანას "რუმიანა" შემომიგზავნეო, მარტო მე კი არა, ერთი 30-მა კაცმა გაიგონა", - ამბობს ალხაზ ქაფიაშვილი.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ