საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს.
"უიქენდზე მე და ჩემი 10 წლის ვაჟი, ნიკოლოზი ოდესაში "დინამოს" ბაზაზე ვთამაშობთ. მას თავი ლებრონ ჯეიმსი ჰქონია, მაგრამ ვიდრე NBA-ის ვარსკვლავებთან ითამაშებს, ჩემთან თამაშს ჯერდება", - წერს სააკაშვილი.
ფოტოს სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსიც იზიარებს.