სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაშველებმა მლეთაში 15 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა
მაშველებმა მლეთაში 15 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა

შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მაშ­ვე­ლებ­მა მლე­თა­ში 15 წლის გო­გო­ნა გა­და­არ­ჩი­ნეს. რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, შსს-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ 15 წლის მო­ზარდს, რო­მე­ლიც ლო­მი­სას სა­ლო­ცა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ფეხი და­უ­ცურ­და და ტრავ­მა მი­ი­ღო. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩა­ერ­თნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლე­ბი, კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გო­გო­ნა მლე­თი­დან თბი­ლის­ში ვერ­ტმფრე­ნით გად­მო­იყ­ვა­ნეს და სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­ა­თავ­სეს", - გა­ნა­ცხა­დეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მაშველებმა მლეთაში 15 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა

მაშველებმა მლეთაში 15 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მლეთაში 15 წლის გოგონა გადაარჩინეს. როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ 15 წლის მოზარდს, რომელიც ლომისას სალოცავის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და ტრავმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, გოგონა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები, კატასტროფის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა გოგონა მლეთიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს და სტაციონარში მოათავსეს", - განაცხადეს სამინისტროში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია