სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა მოუვიდა ლარს? - ექსპერტების და მთავრობის შეფასებები
 რა მოუვიდა ლარს? - ექსპერტების და მთავრობის შეფასებები

გა­სულ კვი­რას ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მკვეთ­რად და­ე­ცა, დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,241 ლარი გახ­და. ლარი ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბით 2,2 თეთ­რით, ბრი­ტა­ნულ ფუნტთან მი­მარ­თე­ბით კი მთე­ლი 19,8 თეთ­რით გამ­ყარ­და. დიდი ბრი­ტა­ნე­თის რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ, გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით 31 წლის მი­ნი­მუმ­ზე გა­უ­ფა­სურ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლა­რის რე­კორ­დუ­ლი გა­უ­ფა­სუ­რე­ბის შემ­დგომ, რომ­ლე­ბიც იან­ვრის ბო­ლოს და­ფიქ­სირ­და, მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვლი­დან, თით­ქმის 4 თვის მან­ძილ­ზე ლა­რის კურ­სი დო­ლა­რის მი­მართ მყარ­დე­ბო­და. შე­დე­გად, ბოლო 4 თვე­ში 1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,48-დან 1,12 ლა­რამ­დე შემ­ცირ­და. თუმ­ცა ბოლო ორი კვი­რის მან­ძილ­ზე, ლა­რის კურ­სმა კვლავ გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ტენ­დენ­ცია წარ­მო­ა­ჩი­ნა და შე­დე­გად 24 ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უკვე 2,29 ნიშ­ნულ­ზე დად­გინ­და.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ჩი­ნოვ­ნი­კებს ლა­რის კურ­სის ბოლო დრო­ინ­დელ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვთ. რა გახ­და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის და­ცე­მის მი­ზე­ზი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ამ სა­კი­თხზე ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბე­ბი უმე­ტეს­წი­ლად ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა. ერ­თნი ამ­ბო­ბენ, რომ ლა­რის კურ­სზე გავ­ლე­ნა ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფე­რენ­დუმ­მა იქო­ნია, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი ერთ დღე­ში ევ­როს მი­მართ 11%-ით გა­უ­ფა­სურ­და. ხოლო მე­ო­რე­ნი, ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე მთა­ვარ მოქ­მედ ფაქ­ტო­რად ქვეყ­ნი­დან ერ­თბა­შად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დო­ლა­რის გა­დი­ნე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. მათი თქმით, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში ბან­კე­ბი­სა და კერ­ძო ფირ­მებს 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­გა­რეო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფარ­ვა მო­უხ­დათ, რა­მაც ასახ­ვა ვა­ლუ­ტის კურ­სზე ჰპო­ვა.

მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უმე­ტეს­წი­ლად ბრი­ტა­ნეთ­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნე­ბის­კენ იშ­ვე­რენ ხელს და ამას­თან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ არას­წორ მო­ლო­დი­ნებ­ზე მი­უ­თი­თე­ბენ. მათი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე ცდი­ლობს სა­რეგბ­ლის ნახ­ვას, შე­სა­ბა­მი­სად დო­ლარს მა­შინ ყი­დის, ოცა მისი ფასი მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლია, ხოლო ყი­დუ­ლობს პი­რი­ქით, რო­დე­საც დო­ლა­რის კურ­სი მი­ნი­მუმ­ზეა.

ერთი სა­კი­თხი, რა­შიც ექ­სპერ­ტე­ბი და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თან­ხმდე­ბი­ან არის ის, რომ ლა­რის კურ­სის ბოლო დრო­ინ­დელ ცვლი­ლე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუი არა­ფე­რია და მსგავ­სი კო­რექ­ტი­რე­ბა მცუ­რა­ვი გაც­ვლი­თი კურ­სის დროს და­საშ­ვე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ აჟი­ო­ტა­ჟის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და არას­წო­რი მო­ლო­დი­ნის გამო, უარი არ თქვან და­გეგ­მილ სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ებ­ზე  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა მოუვიდა ლარს? - ექსპერტების და მთავრობის შეფასებები

 რა მოუვიდა ლარს? - ექსპერტების და მთავრობის შეფასებები

გასულ კვირას ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,241 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებით 2,2 თეთრით, ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით კი მთელი 19,8 თეთრით გამყარდა. დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ, გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლის მინიმუმზე გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ლარის რეკორდული გაუფასურების შემდგომ, რომლებიც იანვრის ბოლოს დაფიქსირდა, მიმდინარე წლის თებერვლიდან, თითქმის 4 თვის მანძილზე ლარის კურსი დოლარის მიმართ მყარდებოდა. შედეგად, ბოლო 4 თვეში 1 დოლარის ღირებულება 2,48-დან 1,12 ლარამდე შემცირდა. თუმცა ბოლო ორი კვირის მანძილზე, ლარის კურსმა კვლავ გაუფასურების ტენდენცია წარმოაჩინა და შედეგად 24 ივნისის მდგომარეობით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 2,29 ნიშნულზე დადგინდა.

ეკონომიკის ექსპერტებსა და სახელმწიფო ჩინოვნიკებს ლარის კურსის ბოლო დროინდელ გაუფასურებაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. რა გახდა ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის მიზეზი დოლართან მიმართებაში, ამ საკითხზე ექსპერტთა შეფასებები უმეტესწილად ორი მიმართულებით ვითარდება. ერთნი ამბობენ, რომ ლარის კურსზე გავლენა ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა იქონია, რომლის შედეგადაც ფუნტი სტერლინგი ერთ დღეში ევროს მიმართ 11%-ით გაუფასურდა. ხოლო მეორენი, ლარის კურსის გაუფასურებაზე მთავარ მოქმედ ფაქტორად ქვეყნიდან ერთბაშად დიდი რაოდენობით დოლარის გადინებას ასახელებენ. მათი თქმით, მეორე კვარტალში ბანკებისა და კერძო ფირმებს 200 მილიონი დოლარის საგარეო ვალდებულებების დაფარვა მოუხდათ, რამაც ასახვა ვალუტის კურსზე ჰპოვა.

მთავრობის წარმომადგენლები უმეტესწილად ბრიტანეთში მომხდარ მოვლენებისკენ იშვერენ ხელს და ამასთან მოსახლეობაში არსებულ არასწორ მოლოდინებზე მიუთითებენ. მათი თქმით, საზოგადოება კურსის ცვალებადობაზე ცდილობს სარეგბლის ნახვას, შესაბამისად დოლარს მაშინ ყიდის, ოცა მისი ფასი მაქსიმალურად მაღალია, ხოლო ყიდულობს პირიქით, როდესაც დოლარის კურსი მინიმუმზეა.

ერთი საკითხი, რაშიც ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები თანხმდებიან არის ის, რომ ლარის კურსის ბოლო დროინდელ ცვლილებაში განსაკუთრებუი არაფერია და მსგავსი კორექტირება მცურავი გაცვლითი კურსის დროს დასაშვებია. შესაბამისად საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს და არასწორი მოლოდინის გამო, უარი არ თქვან დაგეგმილ სავალუტო ოპერაციებზე  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი