სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყალბი 5-10-20-ლარიანების დამზადებაზე ორი მოქალაქე დააკავეს - სად ასაღებდნენ კუპირებს დაკავებულები
ყალბი 5-10-20-ლარიანების დამზადებაზე ორი მოქალაქე დააკავეს - სად ასაღებდნენ კუპირებს დაკავებულები

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ყალ­ბი ფუ­ლის ჯგუ­ფუ­რად დამ­ზა­დე­ბი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ - სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - ი. ნ. და მ. მ., წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით ამ­ზა­დებ­დნენ და თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­სა და ტაქ­სის მძღო­ლებ­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ასა­ღებ­დნენ კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბულ ყალბ, ერთი და იგი­ვე სე­რი­უ­ლი ნომ­რის მქო­ნე 5, 10 და 20 ლა­რი­ან კუ­პი­უ­რებს, მათ შო­რის ახა­ლი დი­ზა­ი­ნის ბანკნო­ტებს.

"ბრალ­დე­ბულ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია ყალ­ბი ფუ­ლის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და კუს­ტა­რუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყალ­ბი ფუ­ლის კუ­პი­უ­რე­ბი. კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი თან­ხა ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი­დან", - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 212-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ყალბი 5-10-20-ლარიანების დამზადებაზე ორი მოქალაქე დააკავეს - სად ასაღებდნენ კუპირებს დაკავებულები

ყალბი 5-10-20-ლარიანების დამზადებაზე ორი მოქალაქე დააკავეს - სად ასაღებდნენ კუპირებს დაკავებულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც "ამბები.გე"-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები - ი. ნ. და მ. მ., წინასწარ შეთანხმებით ამზადებდნენ და თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტაქსის მძღოლებზე სისტემატიურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე 5, 10 და 20 ლარიან კუპიურებს, მათ შორის ახალი დიზაინის ბანკნოტებს.

"ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული ყალბი ფულის კუპიურები. კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ