სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" - "პალიტრა L"-ის, "კვირის პალიტრისა" და ეროვნული მუზეუმის პროექტის დეტალები
"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" - "პალიტრა L"-ის, "კვირის პალიტრისა" და ეროვნული მუზეუმის პროექტის დეტალები

სა­ინ­ტე­რე­სო და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი - ასე შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ პრო­ექ­ტი "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია".

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L"-ისა და "კვი­რის პა­ლიტ­რის" მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და და ის წიგნ-ალ­ბომ­სა და მო­ნე­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს, 24 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გვი­ამ­ბობს.

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თა. კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

"ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. წიგნ-ალ­ბო­მი რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის და "პა­ლიტ­რა L" -ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ თა­ვის მფლო­ბე­ლო­ბა­ში ჰქონ­დეს ეს წიგნ-ალ­ბო­მი და თვე­ში ერთხელ პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ის­თვის ერთი მო­ნე­ტით შე­ავ­სოს.

ზო­გა­დად ფუ­ლის მოჭ­რის პრე­რო­გა­ტი­ვა ყო­ველ­თვის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პე­ტენ­ცია იყო. ნუ­მიზ­მა­ტი­კის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნას გვაძ­ლევს ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს წიგ­ნი და­ა­ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლას. მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო"-გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია" ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გახ­დეს წიგნ-ალ­ბო­მის მფლო­ბე­ლი, თვე­ში ერთხელ კი პი­რად კო­ლექ­ცი­ას თითო მო­ნე­ტა შე­მა­ტოს. წიგნ-ალ­ბომ­ში სა­გან­გე­ბო­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ზუს­ტი ას­ლე­ბით ივ­სე­ბა. ალ­ბომს მოჰ­ყვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლუპა.

ალ­ბომ­ზე ნუ­მიზ­მატ­თა და ის­ტო­რი­კოს­თა გუნ­დი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. წიგნ-ალ­ბომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნე­ტე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში.

"ამ მო­ნე­ტე­ბით მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რია არის სა­ინ­ტე­რე­სო გზა, რომ გაჰ­ყვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო გზებს, იმ პე­რი­ო­დებს, რო­დე­საც ფული იჭ­რე­ბო­და. ის 24 მო­ნე­ტა ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი იმ პე­რი­ო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ მე­ფე­ებ­თან, რო­მე­ლიც მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ყვე­ლა ფული დე­ვალ­ვა­ცი­ას გა­ნიც­დის. თუმ­ცა ეს ფული, რო­მელ­მაც ის­ტო­რი­ას გა­უძ­ლო, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ფა­სე­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" - "პალიტრა L"-ის, "კვირის პალიტრისა" და ეროვნული მუზეუმის პროექტის დეტალები

"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" - "პალიტრა L"-ის, "კვირის პალიტრისა" და ეროვნული მუზეუმის პროექტის დეტალები

საინტერესო და ინოვაციური პროექტი - ასე შეაფასა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პროექტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია".

პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, "გამომცემლობა პალიტრა L"-ისა და "კვირის პალიტრის" მიერ განხორციელდა და ის წიგნ-ალბომსა და მონეტების კოლექციას აერთიანებს, 24 განსხვავებული მონეტა, საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

პროექტის პრეზენტაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პროექტის ავტორებს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

"ეროვნულ მუზეუმში ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნ-ალბომი რომელიც შეიქმნა ეროვნული მუზეუმის და "პალიტრა L" -ის თანამშრომლობით, ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ თავის მფლობელობაში ჰქონდეს ეს წიგნ-ალბომი და თვეში ერთხელ პირადი კოლექციისთვის ერთი მონეტით შეავსოს.

ზოგადად ფულის მოჭრის პრეროგატივა ყოველთვის სახელმწიფო კომპეტენცია იყო. ნუმიზმატიკის ისტორიის შესწავლა მკაფიო წარმოდგენას გვაძლევს ქვეყნის ისტორიაზე, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაზე და პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე. მე დარწმუნებული ვარ ეს წიგნი დააინტერესებს ყველას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს და წარმატება ვუსურვო"-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, გახდეს წიგნ-ალბომის მფლობელი, თვეში ერთხელ კი პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ზუსტი ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა.

ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

"ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვე საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდებს, როდესაც ფული იჭრებოდა. ის 24 მონეტა ძალიან სკურპულოზურად არის შერჩეული იმ პერიოდებთან დაკავშირებით, იმ მეფეებთან, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი იყო. ყველა ფული დევალვაციას განიცდის. თუმცა ეს ფული, რომელმაც ისტორიას გაუძლო, ყოველთვის იქნება ფასეული", - განაცხადა "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი