სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ე.წ კანონიერი ქურდი "სვანა" დაკავებულია - შს მინისტრის საგანგებო ბრიფინგი
ე.წ კანონიერი ქურდი "სვანა" დაკავებულია - შს მინისტრის საგანგებო ბრიფინგი

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, და­ვით გერ­ლი­ა­ნის პას­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით, უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს გან­მარ­ტე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, 2016 წლის 19 ივ­ნისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბას, ან "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბას".

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სამ­ყა­როს ერთ-ერ­თმა წევ­რმა, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თა.

"3 დღის მან­ძილ­ზე უწყე­ბამ გა­აზ­რე­ბუ­ლად არ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი, რათა ხელი არ შეშ­ლო­და სა­გა­მო­ძე­ბო მოქ­მე­დე­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბი­სას "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის" ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი. და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია მის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი უკ­რა­ი­ნის რეს­პუბ­ლი­კის პას­პორ­ტი.

გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პირი 2016 წლის 22 ივ­ნისს სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გვერ­დის ავ­ლით ცდი­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბას", - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, მე­დი­ა­ში და ასე­ვე უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის, რო­გორც ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის დე­პორ­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

"მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გაჩ­ნდა კი­თხვა, თუ რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შო­რის "და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის" სა­ფუძ­ველ­ზე ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბი­სა და მისი შე­საძ­ლო დე­პორ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ. მით უფრო, თუ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, რომ­ლის­გა­ნაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის საფრ­თხის შექ­მნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფაგრლებ­ში ჩვენ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მივ­მარ­თეთ უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს და ვთხო­ვეთ გან­მარ­ტე­ბა. კერ­ძოდ, იყო თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი პას­პორ­ტი ავ­თენ­ტუ­რი და თუ არა, რა­ტომ არ მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პას­პორ­ტის ჩა­მორ­თმე­ვა.

ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის­გან პა­სუხს", -აღ­ნიშ­ნა მღებ­რიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ე.წ კანონიერი ქურდი "სვანა" დაკავებულია - შს მინისტრის საგანგებო ბრიფინგი

ე.წ კანონიერი ქურდი "სვანა" დაკავებულია - შს მინისტრის საგანგებო ბრიფინგი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის პასპორტთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარეს განმარტების თხოვნით მიმართა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, 2016 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს "ქურდული სამყაროს" წევრობას, ან "კანონიერ ქურდობას".

მინისტრის განმარტებით, გამოძიებას საფუძვლად დაედო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა.

"3 დღის მანძილზე უწყებამ გააზრებულად არ გააკეთა კომენტარი, რათა ხელი არ შეშლოდა საგამოძებო მოქმედებებს. აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით განხორციელებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით დაკავებული იქნა აღნიშნული პირი. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი.

გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებას", - განაცხადა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, მედიაში და ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან საქართველოში აღნიშნული პირის, როგორც ე.წ. კანონიერი ქურდის დეპორტაცია განხორციელდა.

"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის "დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" საფუძველზე ქართული მხარისთვის წინასწარი ინფორმაციის მოწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი შესაძლო დეპორტაციის შესახებ. მით უფრო, თუ უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა.

გამოძიების ფაგრლებში ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.

ჩვენ ველოდებით ჩვენი კოლეგებისგან პასუხს", -აღნიშნა მღებრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ