სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პაკისტანელების სქემა ქართულ ავტობაზარზე - "მყიდველს არავინ უხსნის, რომ მანქანები აწყობილია"
 პაკისტანელების სქემა ქართულ ავტობაზარზე - "მყიდველს არავინ უხსნის, რომ მანქანები აწყობილია"

სა­ქარ­თვე­ლო­დან მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტი კვლავ მცირ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ბიზ­ნე­სი სულს ღა­ფავს. 2014 წლის 1-ლი აპ­რი­ლი ის თა­რი­ღია, როცა აზერ­ბა­ი­ჯან­ში "ევრო-4" სტან­დარ­ტი ამოქ­მედ­და, - აიკ­რძა­ლა 2005 წლამ­დე წარ­მო­ე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი, 2004 წლამ­დე წარ­მო­ე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი და 2011 წლამ­დე წარ­მო­ე­ბუ­ლი ია­პო­ნუ­რი მან­ქა­ნე­ბის შეყ­ვა­ნა.

შე­ზღუდ­ვამ დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტს. მა­გა­ლი­თად, 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან რე­ექ­სპორტზე 587,296 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ვი­და, 2013-ში ეს მო­ნა­ცე­მი 703,817 მლნ-მდე გა­ი­ზარ­და, 2014-ში მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უკვე 517,786 მლნ-მდე ჩა­მო­ვი­და, ხოლო 2015-ში 179,646 მლნ დო­ლა­რამ­დე და­ე­ცა. ბოლო 2 წე­ლი­წად­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტი 35-40%-ით შემ­ცირ­და, 2016 წლის იან­ვარ-აპ­რილ­ში კი სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ 48,375 მლნ ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მან­ქა­ნაა გა­სუ­ლი.

ავ­ტო­დი­ლე­რე­ბის თქმით, არის რამ­დე­ნი­მე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბაც, რაც უფრო ამ­ძი­მებს ბა­ზარ­ზე შექ­მნილ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბაზ­რის და­კარ­გვის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­დან მე­ო­რე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტი ყვე­ლა­ზე დიდი მო­ცუ­ლო­ბით სომ­ხეთ­ში გა­დის. მა­გა­ლი­თად, 2015 წელს ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან რე­ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის 63%, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით კი წლე­ულს სომ­ხეთ­ში რე­ექ­სპორ­ტი 49%-ით შემ­ცირ­და. დი­ლე­რე­ბის თქმით, ია­პო­ნი­ი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი ბოლო დროს სომ­ხეთ­შიც გა­იხ­სნა, სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს უკვე თა­ვად აქვთ კავ­ში­რი ია­პო­ნურ კომ­პა­ნი­ებ­თან და მან­ქა­ნე­ბიც ჩა­მოჰ­ყავთ.

ბა­თუ­მი­სა და ფო­თის ნავ­სად­გუ­რებ­ში გა­ფორ­მე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნი­დან (გეზ) ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მოყ­ვა­ნი­სას მათ თით­ქმის იგი­ვე პი­რო­ბე­ბი და გა­და­სა­ხა­დი ხვდე­ბათ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს. თუ, მა­გა­ლი­თად, გეზ-იდან მან­ქა­ნის გაყ­ვა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს 122 ლარი აქვს გა­და­სახ­დე­ლი, სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან რე­ექ­სპორ­ტით გაჰ­ყავს, სა­ხელ­მწი­ფო 150 ლა­რის გა­დახ­დას აკის­რებს. ავ­ტო­დი­ლე­რე­ბი ჩი­ვი­ან, რომ სწო­რედ ასე­თი მცი­რე გან­სხვა­ვე­ბის გამო გახ­და მიმ­ზიდ­ვე­ლი სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ჩა­მოყ­ვა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო კი მე­ო­რე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის უკვე სომ­ხე­თის ბა­ზარ­საც კარ­გავს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პაკისტანელების სქემა ქართულ ავტობაზარზე - "მყიდველს არავინ უხსნის, რომ მანქანები აწყობილია"

 პაკისტანელების სქემა ქართულ ავტობაზარზე - "მყიდველს არავინ უხსნის, რომ მანქანები აწყობილია"

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი კვლავ მცირდება. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი სულს ღაფავს. 2014 წლის 1-ლი აპრილი ის თარიღია, როცა აზერბაიჯანში "ევრო-4" სტანდარტი ამოქმედდა, - აიკრძალა 2005 წლამდე წარმოებული ევროპული, 2004 წლამდე წარმოებული ამერიკული და 2011 წლამდე წარმოებული იაპონური მანქანების შეყვანა.

შეზღუდვამ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტს. მაგალითად, 2012 წელს საქართველოდან რეექსპორტზე 587,296 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა, 2013-ში ეს მონაცემი 703,817 მლნ-მდე გაიზარდა, 2014-ში მაჩვენებელი უკვე 517,786 მლნ-მდე ჩამოვიდა, ხოლო 2015-ში 179,646 მლნ დოლარამდე დაეცა. ბოლო 2 წელიწადში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 35-40%-ით შემცირდა, 2016 წლის იანვარ-აპრილში კი საქართველოდან მხოლოდ 48,375 მლნ ლარის ღირებულების მანქანაა გასული.

ავტოდილერების თქმით, არის რამდენიმე ახალი გარემოებაც, რაც უფრო ამძიმებს ბაზარზე შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობას. აზერბაიჯანის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, საქართველოდან მეორეული ავტომობილების რეექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით სომხეთში გადის. მაგალითად, 2015 წელს ამ ქვეყანაში გავიდა საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომობილების 63%, რაოდენობრივი თვალსაზრისით კი წლეულს სომხეთში რეექსპორტი 49%-ით შემცირდა. დილერების თქმით, იაპონიიდან ავტომობილების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლობები ბოლო დროს სომხეთშიც გაიხსნა, სომხეთის მოქალაქეებს უკვე თავად აქვთ კავშირი იაპონურ კომპანიებთან და მანქანებიც ჩამოჰყავთ.

ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გაფორმების ეკონომიკური ზონიდან (გეზ) ავტომობილის გამოყვანისას მათ თითქმის იგივე პირობები და გადასახადი ხვდებათ, რაც საქართველოს მოქალაქეებს. თუ, მაგალითად, გეზ-იდან მანქანის გაყვანისთვის საქართველოს მოქალაქეს 122 ლარი აქვს გადასახდელი, სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ავტომობილი საქართველოდან რეექსპორტით გაჰყავს, სახელმწიფო 150 ლარის გადახდას აკისრებს. ავტოდილერები ჩივიან, რომ სწორედ ასეთი მცირე განსხვავების გამო გახდა მიმზიდველი სომხეთის მოქალაქეებისთვის ავტომობილების საქართველოს გავლით ჩამოყვანა, საქართველო კი მეორეული ავტომობილებისთვის უკვე სომხეთის ბაზარსაც კარგავს განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი