გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში "ბელორუსის" ტიპის ტრაქტორით სამი მამაკაცი ადიდებული ლიახვის გადალახვას შეეცადა. ახალგაზრდებმა მდინარის გადალახვა ვერ შეძლეს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს.
შსს-ს მაშველებმა სამივე მამაკაცი გადაარჩინეს.