სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სოფელი გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში
სოფელი გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში

ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც პა­ტა­რა შვე­ი­ცა­რი­ას შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის მხა­რე­ში, ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს.

სო­ფე­ლი გონა ღე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია. ის ღებ­ზე მაღ­ლაა და და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი­თაა შე­მო­ზღუ­დუ­ლი. მდე­ბა­რე­ობს კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი წყალ­გამ­ყო­ფი ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე, მდი­ნა­რე ჩვე­შუ­რის (რი­ო­ნის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დი) ნა­პი­რას. ზღვის დო­ნი­დან 1680 მეტრზე, ქა­ლაქ ონი­დან და­შო­რე­ბუ­ლია 39 კი­ლო­მეტ­რით.

2002 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით სო­ფელ­ში ცხოვ­რობს 2 კაცი. მას შემ­დეგ, რაც აქა­უ­რო­ბა და­ი­ცა­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბამ სო­ფე­ლი სა­ზა­ფხუ­ლო სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­ძო­ვარ-სა­თი­ბად აქ­ცია.

გო­ნამ­დე ჯერ შო­ბე­თი უნდა გა­ი­ა­რო, მერე ვე­ლე­ბი, ჩვე­შო, ლობ­ჟა­ნი­ძე­ე­ბის სა­ლო­ცა­ვი საჯ­ვა­რია. კლი­მა­ტი თან­და­თან საგ­რძნობ­ლად იც­ვლე­ბა. გო­ნას მთელ სიგ­რძე­ზე მდი­ნა­რე ჩვე­შუ­რი გას­დევს. სო­ფე­ლი მის ცალ მხა­რე­საა და­სახ­ლე­ბუ­ლი. ძვე­ლი ხის სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბით დგას.

სო­ფელ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლი, დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის ეკ­ლე­სია. შიგ­ნი­დან და გა­რე­დან მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია კარ­გად გათ­ლი­ლი ში­რი­მის ქვით. გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სე­ბუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რით - შიგა სივ­რცე ერ­თი­ა­ნად გა­და­ხუ­რუ­ლია ცი­ლინ­დრუ­ლი კა­მა­რით, კონ­ქი არ აქვს და სა­კურ­თხე­ვე­ლი გა­მო­ყო­ფი­ლია მხო­ლოდ პი­ლას­ტრე­ბით. შე­კე­თე­ბუ­ლია XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს.

ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა

Georgian ‘Switzerland’ in Racha

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სოფელი გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში

სოფელი გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში

ულამაზესი სოფელი, რომელიც პატარა შვეიცარიას შეიძლება შევადაროთ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

სოფელი გონა ღების ძირითადი ნაწილია. ის ღებზე მაღლაა და დათოვლილი მთებითაა შემოზღუდული. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩვეშურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 39 კილომეტრით.

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი. მას შემდეგ, რაც აქაურობა დაიცალა, მოსახლეობამ სოფელი საზაფხულო საცხოვრებლად და საძოვარ-სათიბად აქცია.

გონამდე ჯერ შობეთი უნდა გაიარო, მერე ველები, ჩვეშო, ლობჟანიძეების სალოცავი საჯვარია. კლიმატი თანდათან საგრძნობლად იცვლება. გონას მთელ სიგრძეზე მდინარე ჩვეშური გასდევს. სოფელი მის ცალ მხარესაა დასახლებული. ძველი ხის სახლები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით დგას.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ტიპის ეკლესია. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი შირიმის ქვით. გამოირჩევა თავისებური არქიტექტურით - შიგა სივრცე ერთიანად გადახურულია ცილინდრული კამარით, კონქი არ აქვს და საკურთხეველი გამოყოფილია მხოლოდ პილასტრებით. შეკეთებულია XIX საუკუნის დასასრულს.

ფოტოები: გიორგი ნიკოლავა

Georgian ‘Switzerland’ in Racha

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"